ნანახია: 775
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.
№14 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 175 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 37 000 000 ლარი. მიღებული იქნა 20 განაცხადი, დაკმაყოფილდა 7.
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადმა 4.95 %, მაქსიმალურმა - 5.28%, ხოლო საშუალო შეწონილმა 5.132% შეადგინა.
№15 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მიღებული იქნა 17 განაცხადი, დაკმაყოფილდა 5.
აუქციონის შედეგით დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებულმა განაცხადმა 7.50 %, მაქსიმალურმა - 8.72%, ხოლო საშუალო შეწონილმა 8.281% შეადგინა.
სახაზინო ვალდებულებების მეთექვსმეტე აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
|