მიშა წავა და მოგვენატრება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მიშა წავა და მოგვენატრება
ნანახია: 785

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2009 წლის 31 სექტემბრის მონაცემებით 5,536,966 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1 129,5 მლნ ლარითაა (25,6%) გაზრდილი. ეკონომიკის ექსპერტების უმრავლესობა საგარეო ვალის სწრაფ ზრდას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ და ხელისუფლებას ამ მხრივ პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ. ამის პარალელურად, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა საზოგადოებას "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" შესთავაზა. რომელშიც ერთ-ერთ ინიციატივად საგარეო ვალისათვის ზედა ზღვრის დაწესება იქნა დასახელებული, რაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ით უნდა განისაზღვროს.
დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალის მშპ-სთან მიმართება 25,8%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დასაშვები ნორმაა. თუმცა საგანგაშოა ის ტენდენცია, თუ რა სისწრაფითაც განაგრძობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ზრდას. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის საგარეო ვალი უკვე 5,5 მლრდ. ლარამდეა მისული, ხელისუფლება 2010 წელსაც გეგმას მის დაახლოებით 1,3 მლრდ. ლარით გაზრდას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2009 წელს მშპ-ს 4%-იანი კლებაა ნავარაუდევი, შესაბამისად, 2010 წლისათვის საგარეო ვალი უკვე საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს საგარეო ვალი მცირედით გაიზარდა, 2005-2006 წლებში კი საერთოდაც საგარეო ვალის საგრძნობი კლება დაფიქსირდა. მკითხველს შევახსენებ, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ლარის კურსის სწრაფი გამყარება მიმდინარეობდა, რის გამოწვევაშიც ექსპერტები სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ. ხშირად ისმოდა განცხადებები, რომ მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურად ამყარებს, რითაც დოლარში მაღალი კურსით აღებულ სესხებს ისტუმრებდა. დოლარის გაუფასურების შედეგად, გაცილებით ცოტა ლარის დახარჯვით მეტი რაოდენობის ვალის გადახდას ახერხებდა.

2004-2009 წლების ბიუჯეტებით განსაზღვრული საგარეო ვალის მოცულობა (მლნ. ლარი)

ვალის მოცულობა ცვლილება ცვლილება %
2004 წელი 4,155.5 + 200.1 +5.1
2005 წელი 3,509.0 -646.5 -15.6
2006 წელი 2,954.2 -554.8 -15.8
2007 წელი 3,015.3 +61.1 +2.1
2008 წელი 4,407.4 +1392.1 +46.2
2009 წელი 5,536,9 +1129,5 +25,6

საგარეო ვალის კლების ტენდენცია სულ 2 წელი გაგრძელდა, ხოლო 2007 წლიდან კი ისევ დაიწყო მისი ზრდა. 2008 და 2009 წლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მატება დაფიქსირდა და როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლება ვალის ზრდას 2010 წელსაც გეგმას.
ხელისუფლების მიერ აღებული კრედიტები რომ დასაბრუნებელია, ამას დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება. საინტერესოა, როდის უწევს საქართველოს, ქართველს ხალხს, მთავრობის ზოგჯერ გაუმართლებლად აღებული სესხების გადახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს. კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ საკმაოდ საინტერესო ფაქტები წარუდგინა საზოგადოებას. მათი ინფორმაციით, საქართველოსათვის ყველაზე რთული 2013 წელი იქნება, როცა ქვეყანას 1,3 მლრდ. ლარამდე სესხის დაბრუნება მოუწევს, რაც 2009 წლის ბიუჯეტი 25%-ია. ასე რომ, თითქმის წარმოუდგენელია საქართველომ 2013 წელს აღებული ვალდებულებების დაბრუნება მოახერხოს. მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს 2013 წელს ასე დიდი თანხის დაფარვა 2008 წელს აღებული 500 მლნ. ღირებულების ევროობლიგაციების გამო უწევს. ეს ის ევროობლიგაციებია, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რატომ მოხდა მათი აღება ან სად დაიხარჯა ამ კრედიტით მიღებული ფული. 2008 წელს ბენდუქიძე-გურგენიძეს ტანდემმა ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე 500 მლნ. დოლარის 7,5%-იანი სესხი აიღო, რომელთა გადახდაც სწორედ 2013 წელს უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ 2013 წელს, როდესაც საქართველოს საგარეო ვალის კუთხით ყველაზე მძიმე პერიოდი დაუდგება, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია. მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით მესამედ აღარ აქვს უფლება, რომ პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს. შესაბამისად, პრეზიდენტი შეიცვლება და დიდი შანსია, არსებული ხელისუფლების "ვაჟკაცობებს" თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად მთავრობაც. აქედან გამომდინარე, ჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვები, რომ ხელისუფლება დღევანდელი კვერცხის პრინციპით მოქმედებს და სულ არ აინტერესებს, თუ რას დაუტოვებს მის შემდეგ მოსულ ძალებს.
ასე რომ, არსებული ხელისუფლების შეცდომებს საქართველო და ქართველი ხალხი მისი შეცვლის შემდეგაც კარგა ხანს მოიმკის.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48