ნანახია: 845
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტს ახალი უფროსი ყავს. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე ლევან ჯაჭვლიანი დაინიშნა, რომელმაც დავით ჭელიძე შეცვალა. ლევან ჯაჭვლიანი 1980 წლის 18 აპრილს დაიბადა.
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.
2007 წელს დაამთავრა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2002 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში საჯარო სამართლის (იურიდიული ფაკულტეტის) კათედრაზე. ამავდროულად, ამავე ინსტიტუტში დაინიშნა არასაბიუჯეტო სექტორის ხელმძღვანელის მოადგილედ.
2004 წელს მუშაობა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვებისა და მიღების დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად.
2006 წლიდან დღემდე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსად.
|