პატარა ქვეყნის დიდი მონოპოლიები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : პატარა ქვეყნის დიდი მონოპოლიები
ნანახია: 1379

მონოპოლია ჯიბეებს აცარიელებს

ლარის ნახტომისებრი გაუფასურების შემდეგ ქართულ ბაზარზე თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენი ქვეყნის ბაზრის 80% იმპორტირებულ პროდუქციას უკავია, ლარის კურსის გაუფასურებამ კი იმპორტიორები იძულებული გახადა პროდუქციაზე ფასები გაეზარდათ. აქ ჩნდება კითხვა, თუ ლარის კურსის გაუფასურებამ იმპორტიორებს პროდუქტის გაძვირება აიძულათ, მაშინ ორი წლის მანძილზე, როდესაც ლარი პერმანენტულად და დიდი სისწრაფით მყარდებოდა, რატომ არ იკლებდა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები? ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ამ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაციაა, მაგრამ მაღალი ფასები ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტში არსებულ მონოპოლიებსაც მიუძღვით.
ბაზრის მონოპოლიზაციას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. საქართველოში კი, ლიბერალური საბაზრო რეფორმების განხორციელების მიზნით, 2005 წელს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაც გაუქმდა და სამსახურიც. მთავრობის განცხადებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკის 15-20%-იანი ზრდა გვქონდეს და მივაღწიოთ ევროპულ დონეს, გვჭირდება ყველაზე თავისუფალი ბაზარი, თანაც საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ მას რეგულირება არ სჭირდება. ბენდუქიძის აზროვნების ამ ნაყოფმა რა შედეგებამდე მიგვიყვანა, 2008 წლის გადასახედიდან ნათლად ჩანს. არც ეკონომიკის 15-20%-იანი ზრდა გვაქვს, 2009 წლის ბიუჯეტის პროექტით მომდევნო წლის მშპ-ს ზრდა 2-4%-ით განისაზღვრა, და არც ჯანსაღი კონკურენციაა ჩვენს ეკონომიკაში. ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვია, რომ ლარის გაუფასურების თუ გამყარების მიუხედავად, საქართველოში ფასები მაინც იზრდება, ამით ისევ და ისევ ჩვეულებრივი, გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბეები ზარალდება.
"საქართველოში ფასების ზრდას, 3 ძირითადი ფაქტორი - ინფლაცია, მონოპოლიები და არარეგულირებადი ბაზარი განაპირობებს. არარეგულირებად ბაზარში არ ვგულისხმობ, რომ თავისუფალ ვაჭრობას რაიმე საფრთხე შეექმნას. რეგულირებაში ვგულისხმობ, რომ ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიისთვის ერთნაირი თამაშის წესები მოქმედებდეს. რაკი ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს, ძლიერის გავლენა მყარდება და ამან მოგვცა ის, რომ საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი მონოპოლიზებულია", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ქვეყანაში არსებული მონოპოლისტები საშუალებას არ აძლევენ ბიზნესის დაწყების მსურველებს, რომ ბაზარზე შევიდნენ და მათ კონკურენცია გაუწიონ. ეს კი იმას იწვევს, რომ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ფასს მთელ ბაზარზე, ერთი კომპანია აწესებს. ეს კომპანია კი, რა თქმა უნდა, რეალურ ფასზე გაცილებით მაღალ ფასს ადებს პროდუქტს, მეტი მოგების მისაღებად. ამის შესაძლებლობას კი მას სახელმწიფო აძლევს, რადგან ფასთან დაკავშირებით არანაირ შეზღუდვას არ უწესებს, თუნდაც ეს კომპანია არსებული ბაზრის 99,9%-ს ფლობდეს.
საქართველოში ფასების მაღალ დონეს, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ქვეყანაში არსებულ დაბალი კონკურენციის დონეს უკავშირებს, - "როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ბაზარი არის მონოპოლიზირებული, ალბათ, პირველი უნდა ვთქვათ, რომ არა მონოპოლიზირებულია, არამედ საქართველოში არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელსაც გააჩნია საბაზრო ძალაუფლება, ანუ რომელსაც შეუძლია ბაზარზე ზეგავლენა მოახდინოს. იმიტომ, რომ კლასიკური გაგებით საქართველოში არც ერთი მონოპოლია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრ საქონელზე ფასები იკლებს, საქართველოში ისინი მაინც იზრდება, რადგან საქართველოში კონკურენციის ხარისხი ძალიან დაბალია".
კონკურენციის არარსებობა, ბაზრების მონოპოლიზება, ინფლაცია და ქვეყანაში ნორმალური მარეგულირებლების არ არსებობაა ზუსტად იმ მაღალი ფასების განმაპირობებელი, რომელიც დღეს საქართველოში დახლებზე დალაგებულ პროდუქტს ადევს.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ, საქართველოში 7 კაციანი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" შეიქმნა, მაგრამ რად გინდა, მას ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებების მეათედიც კი არ გააჩნია.
ბოლოს ხელისუფლების მხრიდან მონოპოლიების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილმა "გაილაშქრა". შარშან ოქტომბერში პრეზიდენტმა პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა აღიარა, "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" უსაქმურობაში დაადანაშაულა და მისი გაუქმება მოითხოვა, ხოლო მარილისა და შაქრის ბაზრის მონოპოლიებთან ბრძოლა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა. მისი განცხადებით, ანტიმონოპოლიური სააგენტო არაფერს არ აკეთებს და კონკურენციის სააგენტოს მოვალეობას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებს. ძალიან კარგი, მაგრამ ერთი კი დაავიწყდა ჩვენს პრეზიდენტს, რომ ამ ორგანოს კანონი არ აქვს, რითაც ბაზარზე რომელიმე კერძო ფირმის მონოპოლისტობას გამოავლენს და მითუმეტეს, დააჯარიმებს. მან მხოლოდ სახელმწიფოს კერძო ბიზნესში ჩაურევლობა უნდა უზრუნველყოს.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში მაინც არსებობს კონკრეტული სექტორების მარეგულირებლები, მაგრამ მათ ობიექტურობაში და მუშაობის ნაყოფიერებაში ეჭვს ამ სააგენტოების დამოუკიდებლობის ხარისხი იწვევს, რადგანაც ისინი სხვადასხვა სამინისტროს ექვემდებარებაიან.
"საქართველოს ბაზრის დაახლოებით 70% ეს არის რეგულირებადი ბაზრები. ეს ის სექტორებია, სადაც არსებობს დამოუკიდებელი მარეგულირებლები. ამ 70%-ში არსებობს ევროპის კანონმდებლობის დონესთან მიახლოებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. Uუბრალოდ, ეს მარეგულირებლები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ჩვენი ქვეყანა არც მარეგულირებლებისა და არც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ნაკლებობას არ განიცდის. უბრალოდ, საქართველო პოლიტიკური ნების დეფიციტს განიცდის, რომელიც განახორციელებს ამ კანონმდებლობას", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
ქვეყანაში მონოპოლიზებული ბაზრების შედეგად გაზრდილი ფასების მიუხედავად, ანტიმონოპოლიური სამსახურის რეანიმაციას და ამით მეწარმეებისთვის ახალი ბარიერის შექმნას ეწინააღმდეგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა. Mმისი აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან მის ფუნქციას რამდენიმე უწყება, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტო, ასევე ცალკეული სფეროების მარეგულირებელი კომისიები ასრულებენ. ლეჟავა აღნიშნავს, რომ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ბაზრის სუბიექტებს შორის გარიგებები, თუ შეთქმულებები, სამწუხაროდ, ბაზრის შემადგენელი ნაწილია და ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. მისი განცხადებით, მთავრობის მხრიდან ზედმეტი რეგულაციის მოხსნა და გადასახადების შემცირება, პირიქით, მეწარმეების წახალისებას იწვევს.
2005 წლიდან საქართველოში მარეგულირებლები ნელ-ნელა უქმდება და ბაზრის თავისუფალ ნებაზე მიშვება ხდება. ბაზრის თავის ნებაზე მიშვებამ კი რა დონემდეც მიგვიყვანა, ხელისუფლების გარდა, ყველა ნათლად ხედავს.
ასე რომ, ჩვენი მთავრობა დროზე უნდა მოეგოს გონს, ბენდუქიძის ექსპერიმენტების განხორციელებაზე უარი თქვას და მონოპოლიების საწინააღმდეგოდ ქმედითუნარიანი ნაბიჯები გადადგას. საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სუსტ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას, შედეგად ინფლაცია და ლარის კურსის არასტაბილურობა მოჰყვა, რასაც ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტის მონოპოლიზება ემატება, ეს კი ჩვენი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას ორმაგი წნეხის ქვეშ აყენებს, რომელმაც ფასების კატასტროფული ზრდის გამო აღარ იცის როგორ გადააგოროს კარს მომდგარი ზამთარი.



მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48