2009 წლის ბიუჯეტი მილიარდით მცირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : 2009 წლის ბიუჯეტი მილიარდით მცირდება
ნანახია: 1088

ვინ შემოიჭერს ქამარს - მთავრობა თუ ხალხი

ოქტომბრის დასაწყისში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დაიწუნა.ბიუჯეტის ეს ვარიანტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მკაცრად გააკრიტიკა და მთავრობას დაუბრუნა. თუმცა ამ პროექტს გარკვეული გამართლებაც აქვს, რადგან იგი ექსტრემალურ ვითარებაში იქნა შედგენილი. პარლამენტართა აზრით, ბიუჯეტი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ორიენტირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე და ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, რაც თითქმის იგნორირებულია. ასევე - "ქამარი არ ჰქონდათ მოჭერილი" სამთავრობო სტრუქტურებს - მაგალითის მისაცემად პარლამენტმა მთავრობას საკუთარი დაფინანსების 1,5 მილიონი ლარით შემცირება შესთავაზა.
პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობაზე დამტკიცებისას პარლამენტისგან 15-დღიანი ვადა ითხოვა, რათა მეტი დრო ჰქონოდა იმისათვის რომ საგაისო ბიუჯეტის პარამეტრებში გარკვეულიყო. მთავრობამ ნაწილობრივ გაითვალისწინა მითითებები და ბიუჯეტის ახალი ვარიანტი შეადგინა. პირველ რიგში, მთავრობამ აღიარა, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების კუთხით გიგანტურ ნაბიჯებს ვეღარ გადადგამს, ამიტომაც 2009 წელს 2-დან 4%-მდე ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ამის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მან ერთიც ვერ დააკონკრეტა. სამაგიეროდ, ლაღად განაცხადა, რომ 2009 წელს ინფლაციის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 7-8% იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში მთლიანი ასიგნებები 6,25 მლრდ. ლარით დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან (7,26 მლრდ. ლარი) შედარებით ნაკლებია. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური აცხადებს: "ახლა მთელ მსოფლიოში კრიზისია, ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოში ინვესტიციების მოცულობამ დაიკლო, გარდა ამისა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ეკონომიკური აქტივობის შემცირება კი გადასახადების ნაწილში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში საკმაოდ შემცირდება პრივატიზაციიდან მიღებული სახსრების მოცულობა, რადგან ინვესტორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს შეიკავებენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისაგან." პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შემცირება გამოწვეულია იმით, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25-დან 20%-მდე და დივიდენდის გადასახადი 10-დან 5%-მდე შემცირდა, რაც იმას განაპირობებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს მიმდინარე წელთან შედარებით.
"ბუნებრივია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაღი დაასვა ბიუჯეტის პარამეტრებს, საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილსაც. თუმცა, ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტი იმაზე მეტ იქნება, ვიდრე წლევანდელი.
ბიუჯეტის წინა პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული იყო ძალიან სერიოზული პრეტენზიები. პირველი, ადმინისტრაციული ხარჯები იყო ძალიან გაბერილი, (ხელისუფლების შენახვის ხარჯები). მეორე, არ იყო გათვალისწინებული მთელი რიგი სოციალური პროექტები, რომელსაც მმართველი პარტია დაპირდა მოსახლეობას, საბოლოო ციფრები არ იყო კორექტირებული. არ იყო განსაზღვრული გამოყოფილი დახმარებების რაოდენობა. ამ კომპონენტების შეჯერების საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტმა მთავრობას ბიუჯეტის წინა ვარიანტი უკან დაუბრუნა, რათა უფრო დახვეწილი ტექსტი წარმოედგინა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ შემცირებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ცოტა შემოიჭიროს ქამრები და არა მარტო მან, არამედ მთლიანად საბიუჯეტო ხარჯებზე მყოფმა დაწესებულებებმა. ეს იმისთვის, რომ უფრო მეტი თანხები მიემართოს სოციალური სფეროსკენ, ხელფასების მატებისკენ და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ.
სოცილური სფეროს დაფინანსება ბიუჯეტში რამდენიმე ათეული მილიონით განისაზღვრა. ზემოთჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად ეს მოხდება უცხოური დახმარებების მატების ხარჯზე", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან ბუცხრიკიძემ.
თავად ბიუჯეტის ხარჯებში მთავრობის მიერ გახმოვანებული ცვლილებები კი ასე გამოიყურება: 169 მილიონი ლარით იზრდება სოციალური პაკეტი: 10 ლარით იზრდება პენსია ასაკით პენსიონრებისთვის: 5 ლარით იანვრიდან და 5 ლარით ნოემბრიდან. რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებულ პენსიის ზრდას 100 დოლარამდე, სამწუხაროდ, მომავალი წლის ბიუჯეტით ეს არ არის გათვალისწინებული. იგი შეეხება მხოლოდ მოსახლეობის იმ კატეგორიას, ვინც ამავე დროს იღებს სოციალურ დახმარებას. სტაჟით და დამსახურების დანამატი ხდება 10 ლარი და შედის საპენსიო პაკეტში. პედაგოგების ხელფასი იზრდება 50 ლარით. 5 ლარით იზრდება დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაზღვეულთა რაოდენობა 700 ათასიდან 900 ათასამდე გაიზრდება. აქამდე თუ იყო ოჯახზე 30 ლარი და თითოეული დამატებით წევრზე 12 ლარი _ ეს ციფრი იზრდება 24 ლარამდე. ყველაზე ღარიბი 400 ათასი მიიღებს 30+24(30 ოჯახზე + 24 თითოეულ დამატებით წევრზე) შემდეგი 200 ათასი მიიღებს 20+16, შემდეგი 300 ათასი 10+8.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ლარის რა კურსზეა გათვლილი ბიუჯეტი და შეძლებს თუ არა ხელისუფლება მომავალი წლისთვის დაანონსებული - 7-8 პროცენტიანი ინფლაციის შენარჩუნებას, არსებულ კრიზისულ სიტუაციაში. არც ის არის ბოლომდე გარკვეული, შენარჩუნდა თუ არა ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების შემცირების ის ტენდენცია, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტში აღინიშნებოდა.
57 მილიონი ლარით იზრდება პროექტები სოფლის დასასაქმებლად. აქედან 22 მილიონი ლარი გამოყოფილია ტრაქტორების და სახნავ-სათესი ტექნიკის შესაძენად და ტრაქტორიზაციის პროგრამის გასაგრძელებლად; 15 მილიონი გადანაწილდება ყველა სფეროზე იმისთვის, რომ დაფინანსდეს კონკრეტული მცირე პროექტები, რომელთაც განახორციელებს თავად სოფლის მოსახლეობა; 20 მილიონი ლარი გამოიყოფა "იაფი კრედიტების" გასაცემად სოფლის მეურნეობაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
სოფლის აღორძინებაზე მთავრობა ბოლო 2 წელია ზრუნავს, მაგრამ წელში ოდნავ გამართული გლეხი არავის უნახავს. ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ტრაქტორები, რომლებიც წესით ფერმერებსა და გლეხებისათვის იყო განკუთვნილი.
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გაეგზავნება და შესაძლებელია გარკვეული სოციალური პარამეტრები კიდევ უფრო გაიზარდოს.



შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48