VIVA LA LIBERTA?! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : VIVA LA LIBERTA?!
ნანახია: 730

საქართველოში ლიბერალიზმის წარმატებას არა აზროვნების "სინგაპურიზაცია", არამედ დასავლური ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება განაპირობებს

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას საზოგადოებას "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" წარუდგინა, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მომზადებული ახალი ინიციატივების პაკეტს წარმოადგენს. ამ ინიციატივებს ხელისუფლებამ თავიდანვე რეფორმატორული და რევოლუციური უწოდა. ლიბერალიზმის ახალი ტალღის სახელით მონათლული პროექტი ქართულ საზოგადოებასა და ქართულ ბიზნესს თანამედროვე დასავლურ ლიბერალური ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრებასა და სიკეთეების უხვად მიღებას ჰპირდება. თუმცა, ექსპერტების ნაწილი დიდი ოპტიმიზმითა და აღფრთოვანებით არ შეხვდა ეკონომიკური გუნდის მიერ ინიცირებულ ახალ ცვლილებებს. აღნიშნულ საკითხებზე თავის მოსაზრებებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გვიზიარებს.

ახალი ინიციატივა საზოგადოებაში ყოველთვის ბუნებრივად აჩენს ახალ მოლოდინებსა და იმედს, რომ ცვლილებები პოზიტიური და სიკეთის მომტანი იქნება. ეს ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი ინსტიქტია. მაგრამ, ის თუ რამდენად პოზიტიურ ემოციას აღძრავს ესა თუ ის ახალი შეთავაზება, დამოკიდებულია თავად ამ შეთავაზების შინაარსზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეთავაზების ფორმასა და ტექნიკაზე. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილგანწყობის ფონის შექმნა, თანამონაწილეობის განცდის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ახალი ინიციატივისადმი ადამიანების ლოიალურ დამოკიდებულებასა და მისადმი ნდობის გაჩენას.
თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ საკითხისადმი მიდგომის ასეთი რელევანტური ფორმის უგულვებელყოფამ, საწყის ეტაპზევე თავშეკავებული, მოზომილი მოლოდინი და დამოკიდებულება გამიჩინა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მომზადებულ "ეკონომიკური თავისუფლების აქტთან" დაკავშირებით. ამ ბოლო დროს, ჩვენ რატომღაც მივეჩვიეთ, რომ საზოგადოებას ჯერ ჭეშმარიტ და უალტერნატივოდ შერაცხული ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს ვაწვდით, გარკვეული დროის შემდეგ კი ვცვლით უკვე არჩეულ პრიორიტეტებს და ისევ ახალ, "ტრანსფორმირებულ" პროგრამებს ვაწვდით. ეს პროგრამები კი, რეალურად ფურცელზე დატანილი სახითაც კი არ არსებობს. ასე იყო ამა წლის ივლისის თვეში, ასე ზარ-ზეიმით ინიცირებული "მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი" და ასე იყო სექტემბრის თვეში, პრემიერის მიერ წარმოდგენილ "ლიბერალიზაციის მეორე ტალღად" წოდებულ ინიციატივებთან დაკავშირებითაც. დღეს კი, უკვე "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" წარვადგინეთ. ალბათ, ხვალაც რამე ახალ ქარტიას უნდა ველოდოთ. ამასთან, საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ცვლილებები, რომლის ინიცირებასაც ხელისუფლება ახლა ახდენს, ითვალისწინებს ხალხისა და მთელი საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მაღალ ხარისხს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ანუ, უალტერნატივოდ ვაღიარებთ პრინციპს – ხელისუფლების წყაროა ხალხი. და ეს მაშინ, როცა ამ ახალი ინიციატივების განხილვის პროცესში არათუ საზოგადოება, არამედ ექსპერტებიც კი არ მიუწვევია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.
პრობლემა იგივეა, რაც განვლილ ეტაპებზე – ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა არ არის მკვეთრად სტრუქტურიზებული და სისტემატიზებული. სტრატეგია ერთჯერად, მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი, არ ითვალისწინებს თანმიმდევრულ და სისტემურ, საფეხურებრივ განვითარებას და სწორი პრიორიტეტების გამოკვეთას, რასაც ხშირ შემთხვევაში, წმინდა ფორმალური სახე აქვს. ყოველივე ეს, გატარებულ რეფორმას შედეგზე ნაკლებად ორიენტირებულსა და ნაკლებად ეფექტურს ხდის.
ახლა, რაც შეეხება თავად "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" გათვალისწინებულ ინიციატივებსა და იმ საფრთხეებს, რომლებიც მოსალოდნელია ამ პროგრამის რეალიზაციის პროცესში და მის შედეგად მივიღოთ.

ლიბერალიზაციის შესახებ
[/b]
პირველ რიგში ლიბერალური კურსის შესახებ. თავისთავად ქვეყანაში და საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებებისა და ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება-განვითარება, ვფიქრობ, მეტად სწორი და დროულია. ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერია. პირიქით, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და, ზოგადად, თავისუფლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის განვითარებისა და "სიკეთის" დაგროვების აუცილებელი პირობაა. აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი.
როცა თანამედროვე ლიბერალიზმზე ვსაუბრობთ, ერთმანეთში თავისუფალი, ხელისუფლების მხრიდან ნაკლებად რეგულირებადი ბაზარი და ქაოსური, ველური ბაზარი არ უნდა აგვერიოს. აქ მკვეთრად უნდა გაივლოს ზღვარი თავისუფლებასა და ქაოსს, ანარქიას, ზღვარდაუდებლობას შორის. ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი არის ინდივიდის, თითოეული ადამიანის, ბაზრის თითოეული მოთამაშის პირადი თავისუფლება და ამ ინდივიდისთვის მისი უნარების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისთვის ყოველგვარი გარე ფაქტორების მხრიდან შემზღუდველი და შემაფერხებელი ბარიერების შემქმნელი გარემოებების გამორიცხვა. მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც არის ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, სადაც ინდივიდი თავისუფალი იქნება საკუთარ არჩევანში.
ამდენად, ამგვარი თავისუფალი გარემოს შექმნას ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება კი არა, არამედ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სისტემის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. მარტივი მაგალითია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის შემთხვევა. იმისათვის, რომ ავტომობილები თავისუფლად მოძრაობდნენ, საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის წესებს კი არ აუქმებენ, არამედ ქმნიან სისტემას, რომელიც დაარეგულირებს საავტომობილო ნაკადების უსაფრთხო და შეფერხებების გარეშე გადაადგილებას. ამასთან, მუდმივად ახორციელებენ ამ წესების დაცვაზე მონიტორინგს. ასეა ეკონომიკურ ურთიერთობებშიც. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ლიბერალიზმის იდეა ჯერ ცუდად, დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი და შემდგომ კი, ცუდად გაგებული - ლიბერალური ეკონომიკა, ყოველგვარ რეგულაციაზე უარის თქმასა და უკონტროლობას კი არ ნიშნავს, რაც საბოლოო ჯამში პირველყოფილ, "ველურ" ეკონომიკურ ურთიერთობამდე დადის, არამედ ურთიერთობათა სისტემას, რომელიც ინდივიდის შეუფერხებელ განვითარებასა და წინსვლას უზრუნველყოფს. ხოლო, დაბალი გადასახადები, ანტიმონოპოლური პოლიტიკა და ანტიდემპინგური გარემო, სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებში, თავისუფალი ვაჭრობა და სხვა, ეს ყველაფერი ამ სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებია.

გზა ევროპისკენ?!

ევროპული ღირებულებებისადმი მისწრაფება ყოველთვის პრიორიტეტული იყო და დღესაც არის ქართულ საზოგადოებაში. აღნიშნული ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ეხება. ევროინტეგრაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა ის ორიენტირია, რომელიც ხაზგასმითაა დაფიქსირებული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ ინიცირებულ "ეკონომიკური თავისუფლების აქტში". სამწუხაროა, მაგრამ ის პრიორიტეტები და აქტივობები, რომლებიც ამ დოკუმენტის პარალელურად ვითარდება, ხშირ შემთხვევაში საფუძვლიან ეჭვს ბადებს ჩვენს ევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, და ჩვენს გაცხადებულ სურვილს, ჩავერთოთ ევროპულ ეკონომიკურ და ბიზნესპროცესებში, ეჭვის ქვეშ აყენებს.
ევროკავშირის მოთხოვნა, საქართველომ სრულყოს საკუთარი კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოიყვანოს ევროპის სამართლის სტანდარტთან, დღემდე არ არის გათვალისწინებული. ეს ეხება ოთხ ძირითად მიმართულებას: ანტიმონოპოლიური და ანტიკარტელური რეგულირება; სურსათის უვნებლობა; შრომის კოდექსი და სტატისტიკა. სამწუხაროა, მაგრამ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" არათუ ცდილობს ამ ხარვეზის აღმოფხვრას, არამედ ამძიმებს არსებულ მდგომარეობას აცხადებს რა, რომ ახალი რეგულატორები საქართველოში არ შეიქმნება. ძველები კი, "ჩვეულებრივად" გააგრძელებენ საქმიანობას. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ აღნიშნული "აკრძალვა" სწორედ ევროკავშირის მოთხოვნებს ეხება. ანუ, ინიცირებულია იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური რეგულირება და სურსათის უვნებლობის კონტროლი არ განხორციელდეს. სრულფასოვანი და მოქნილი ანტიმონოპოლური რეგულირების სისტემა არის სწორედ იმის გარანტია, რომ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. და არა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების არსებული სისტემის მუშაობის წახალისება, რადგან ამ და ეკონომიკის კიდევ სხვა სექტორებში საკმაოდ მაღალია მონოპოლიური რისკები. მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფარმაცია, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგიისა და გაზის დისტრიბუცია, კომუნიკაცია, ნავთობპროდუქტები, ტრანსპორტი. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ბუნებრივი მონოპოლიების ანტიმონოპოლიური და ანტიტრასტული რეგულირებაც კი არ ხდება. ქვეყანაში ფაქტობრივად იქმნება ბიზნესის ე.წ. ხელშეუხებელი, ჩრდილოვანი სფეროები. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კი, მიაჩნია რომ ამის საჭიროება და აუცილებლობა არ არის. არადა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ეფექტურობის მიხედვით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო 133 ქვეყანას შორის 125-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ე.ი. ამ კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკა რეალურად თავისუფალი არ არის.
სწორედ ამგვარი მიდგომა, და ანტიმონოპოლიური რეგულირების არარსებობა არის ბიზნესისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შემაფერხებელი გარემოება და ერთგვარი ბარიერი ქვეყნის ლიბერალიზაციის გზაზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი გაუაზრებელი ნაბიჯებით და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით დაახლოვების ნაცვლად, რეალურად ვშორდებით ევროპას.

მთავრობის ბიზნესმანიპულატორი

ეკონომიკასა და ბიზნესში მთავრობის ჩარევის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებასა და განსჯას იმსახურებს. ახალი ინიციატივები დეკლარირების დონეზე თითქოს გარკვეულად აწესრიგებს ამ საკითხს, თუმცა რეალობა ჯერ კიდევ განსხვავებულია. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად სახელმწიფოს ბიზნესაქტივობაზეა აგებული. იგი უშუალოდ მონაწილეობს არა მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებში, არამედ თითონ ეწევა აქტიურ ბიზნეს საქმიანობას, რაც პრინციპში ყოვლად შეუთავსებელია ეკონომიკური ლიბერალიზმის დასავლურ ღირებულებებთან. მხედველობაში მაქვს ვითომდა დარგის გადარჩენის საბაბით წამოწყებული ბოლოდროინდელი ინიციატივები სამშენებლო სფეროში, საბანკო არხებიდან "თავისუფალი" საკრედიტო რესურსის სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის მობილიზება და ყველაზე სკანდალური, ახლახანს "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტში გაჟღერებული ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება იწყებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის პრაქტიკის დანერგვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს ბიზნესსტრუქტურად ჩამოყალიბება, ბიზნესკომპანიად ჩამოყალიბება და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებში პირდაპირი და უხეში ჩარევა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი ბოლოდროინდელი რეკომენდაცია საქართველოსთვის არის ბიზნესსექტორის დაფინანსების და საგარეო ინვესტიციების გაზრდის ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა რეალურად უნდა გადახედოს საკუთარ პრიოროტეტებსა და ნაბიჯებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ქვეყანაში შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაა და მოლოდინები კი, - ზედმეტად ოპტიმისტური. 2010 წლისთვის ხელისუფლება პროგნოზირებს 7,5 მილიარდი ლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, 2011 წლისათვის – 8 მილიარდი ლარის, 2012 წლისათვის – 9 მილიარდი ლარის და 2013 წლისათვის კი 10,5 მილიარდი ლარის უცხოურ ინვესტიციებს. რამდენად რეალურია ეს პროგნოზი და ეკონომიკური ან ფინანსური მაჩვენებლების ამ ოპტიმიზმზე "აწყობა" მაშინ, როცა 2009 წლის ბოლომდე მთავრობა პროგნოზირებს 6,4 მილიარდი ლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, ხოლო ოფიციალური ინფორმაციით კი, სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე არსებული მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განხორციელდა მხოლოდ 226 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5-ჯერ ნაკლებია.
ამავე ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2004 წლიდან 2009 წლამდე საგრძნობლად მცირდება დასაქმებულთა საერთო რიცხოვნება და 2004 წლის უმუშევრობის 12,6 %-იანმა დონემ 2009 წლისთვის უკვე 16,5 %-ს მიაღწია. რეალური ექსპერტული შეფასებით კი ალბათ 20-22 %-საც. ეს, ვფიქრობ, საგანგაშო და სახიფათო ტენდენციაა, რაც მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის საინვესტიციო და ბიზნესსტიმულირების არსებული პოლიტიკის, როგორც მინიმუმ გადახედვის საფუძველი მაინც უნდა გახდეს.
ამის ნაცვლად ჩვენ, სერვანტესისეული გულმოდგილებით, ვქმნით ეკონომიკურ საფრთხეების ერთგვარ "ქარის წისქვილებს" და ბრძოლას ვუცხადებთ მათ. მაგალითად, სახელმწიფოსთვის საბანკო წილების ფლობის აკრძალვა, ვალუტის თავისუფალი მიმოქცევისა და კონვერტაციის უზრუნველყოფა, გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა და სხვა. ეს არ არის დღეს აქტუალური თემები და ისინი რეალურ საფრთხეებს ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში პრაქტიკულად არ წარმოადგენენ.

საბიუჯეტო საფრთხეები

საგადასახადო განაკვეთების შემცირება თვითმიზანი, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს. დაბალი გადასახადი არის ინსტრუმენტი, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას. ქვეყნის მიზანი მიმდინარე ეტაპზე გადასახადების ოპტიმიზაცია უნდა იყოს, რაც ერთიანი კონცეფციის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს და დაბალანსებული, ოპტიმალური საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებაშიც გამოვლინდეს. ანუ, კომპლექსური მიდგომების გარეშე გადასახადების მექანიკურმა შემცირებამ სრულიად შესაძლებელია შექმნას პრობლემები სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ეს განსაკუთრებით აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში ე.წ. არაღიარებული საბიუჯეტო სირთულეების ფონზე ხდება, როცა საფინანსო გუნდი ვერ ახერხებს რა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებას, დიდი რაოდენობით იღებს ყოვლად გაუმართლებელ ვალებს როგორც უცხოური (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი), ასევე ქვეყნის შიდა წყაროებიდან (სახაზინო ვალდებულებები). ოფიციალური ინფორმაციით (ფინანსთა სამინისტრო) საქართველოს საგარეო ვალი 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 5,5 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ როცა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,2 მილიარდი ლარი იყო, ანუ ბოლო ერთ წელიწადში ზრდამ თითქმის 70 %-ს მიაღწია. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. ეს არ არის ეფექტური საფინანსო პოლიტიკა და არც გამოსავალი. გამოსავალი კი, სწორედ სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციაში, ანუ სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის რეალურ გატარებაშია. მართალია, 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯები შემცირებულია, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ იგი ოპტიმალურია. მითუმეტეს, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული 9 %-იანი საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში. აქ ყველაზე მთავარი არის სწორედ ის, რომ ქვეყანა კვლავ აგრძელებს ვალების აღების გაუმართლებელ და არაეფექტურ პოლიტიკას, რომელიც ერთჯერად და მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი, ხოლო ეს ტენდენცია კი 2010 და, ალბათ, შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.
როცა ახალ "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" ინიციატივის სახით შემოაქვს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის ზღვრული ნორმა, საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს 60 %-იანი ზღვრული განაკვეთი სწორედ ამ ე.წ. სახელმწიფო ვალების გაზრდაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის ერთგვარი "ლეგალიზების" და "დაკანონების" მიზნით შემოტანილი ნორმაა. ანუ, სახელმწიფოს საშუალება ეძლევა უკვე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აიღოს დამატებითი სასესხო ვალდებულებები, მაგალითად გაზარდოს საგარეო ვალის ოდენობა 11,4 მილიარდ ლარამდე ყოველგვარი არგუმენტაციისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების გარეშე. ამ ეჭვს ამძაფრებს "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" გაჟღერებული ინიციატივაც, რომ საბიუჯეტო დეფიციტის ოდენობა მშპ-ს 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ გაითვალისწინა და ეს მაჩვენებელი 7,5%-ს შეადგენს, რაც გადაჭარბებული საბიუჯეტო და საინვესტიციო მოლოდინების პირობებში ნაკლებად რეალურია და სავარაუდოდ 9%-იან ზღვარსაც გადაცდება.

[b]
რეზიუმეს ნაცვლად

საბოლოო ჯამში, ჩვენ საქართველოში ვცდილობთ ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციის არა ევროპული ან ამერიკული მოდელის დანერგვას, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, დაბალანსებულ და ჩვენთვის მისაღებ მოდელად ვაღიარებთ, არამედ შეგნებულად თუ უნებლიედ მივდივართ რა ქვეყნის "სინგაპურიზაციის" გზით, ვცდილობთ საქართველო ვაქციოთ ერთ დიდ ოფშორული ეკონომიკის და, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, "ოფშორული აზროვნების" მქონე ქვეყნად. ამის ნიშნები დღეს სახეზეა. პრაქტიკულად, ინფორმაცია ყველა მსხვილი ბიზნესორგანიზაციისა და საფინანსო ინსტიტუტების დამფუძნებელთა და რეალურ მფლობელთა შესახებ საზოგადოებისთვის დახურული და ხელმიუწვდომელია. კომპანიათა აქტივების ძირითადი მფლობელები ოფშორებში დარეგისტრირებული გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებია და რა ძალები დგას რეალურად მათ უკან, არავინ იცის. მეტიც, საზოგადოებას საკანონმდებლო დონეზე ჩამორთმეული აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ, ერთი შეხედვით "საჯარო ორგანიზაციის" მეპატრონეების შესახებ. ვფიქრობ, მეანაბრეს ან სადაზღვევო პოლისის მფლობელს უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს ვინაა მისი მომსახურე ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის რეალური მფლობელი. როცა საუბარია ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოზე, სადაც უმთავრესი ამ ურთიერთობებში მონაწილე ეკონომიკური სუბიექტების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფაა, სწორედ ამით უნდა ვიწყებდეთ, ანუ გამჭვირვალე და საზოგადოების ეფექტურ მონიტორინგს დაქვემდებარებული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებით. საქართველოში ლიბერალიზმის წარმატებას არა ეკონომიკური ურთიერთობებისა და აზროვნების "სინგაპურიზაცია", არამედ ჯანსაღი დასავლური, ევროპულ-ამერიკული ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება და დემოკრატიზაცია განაპირობებს.
დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ ლიბერალური საზოგადოებისა და ლიბერალური ეკონომიკის საფუძველი მოქნილი და ეფექტური ანტიმონოპოლიური რეგულირება, ინდივიდის შრომითი უფლებების სრულფასოვანი დაცვის სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფოს ეკონომიკასა და ბიზნესპროცესებში რეალური ჩარევის აკრძალვაა. ანუ, მთავრობამ უარი უნდა თქვას სამეურნეო და ბიზნესსაქმიანობის უშუალო განხორციელებაზე, რაც დღემდე პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ დაუძლეველ და გადაულახავ მენტალურ პრობლემას წარმოადგენს. და ყოველივე ეს, განსაკუთრებით კი, ბოლო ნაწილი, დღესვე უნდა განხორციელდეს, ყოველგვარი გადავადებებისა და გამონაკლისების გარეშე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48