ნანახია: 1031
2009 წლის 9 ოქტომბერს ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის პოსტი არჩილ კონცელიძემ დაიკავა. იგი ვითიბი ბანკში, 2008 წლიდან, კორპორაქტიული ბიზნესის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკის პრიორიტეტულ მიმართულებად კორპორატიული ბიზნესი დარჩება. მენეჯმენტი აღნიშნულ სექტორში პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად, კერძოდ მსხვილი კლიენტების მომსახურების გაფართოებას, აგრეთვე როგორც მსხვილი ასევე საშუალო ბიზნესის ზრდას. რაც შეეხება ვითიბი ბანკის ყოფილ გენერალურ დირექტორს, მისი პროფესიული საქმიანობა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე გაგრძელდება. მისი ძირითადი ფუნქცია იკნება ბანკის განვითარება საერთაშორისო მიმართულებით.
|