რეგიონი ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რეგიონი ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა
ნანახია: 608

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფმა, და მსოფლიო ბანკის ჯგუფმა განაცხადეს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკის აღდგენის გზაზე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
სტამბოლში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტმა თომას მიროუმ (Thomas Mirow), ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ფილიპ მეიშტადტმა (Philippe Maystadt) და მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ფილიპ ლე ჰუერუმ (Philippe Le Houérou), განაცხადეს, რომ უპრეცედენტო ხასიათის კოორდინირებულმა საერთაშორისო ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რეგიონში სისტემური კრიზისის თავიდან აცილებაში. მიუხედავად ამისა, უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი და მათ აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტების სახელით თავიანთ თავზე აიღეს ახალი ღონისძიებების გატარება რეგიონის განვითარების კურსისკენ შემოსაბრუნებლად. მათი თქმით, სამმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და 2009 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ამ მიმართულებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის კრიზისის დასაძლევად 16.3 მილიარდი ევრო გამოყვო (12.4 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია). მიუხედავად ამისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება უნდა გაგრძელდეს.
2009 წლის 27 თებერვალს, მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო ღმავდებოდა, ამ სამმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საბანკო სისტემისა და არასაფინანსო სექტორისათვის სესხების გაცემის მხარდამჭერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის მიზანი იყო:
•კრიზისით დაზარალებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საბანკო სისტემის სტაბილურუბისა და არასაფინანსო სექტორისათვის სესხების გაცემის ხელშეწყობა 2009-2010 წლებში 24.5 მილიარდამდე ევროს საფინანსო პაკეტის მეშვეობით;
•დიდი საბანკო ჯგუფების ფინანსური მოთხოვნების ერთობლივი შეფასებების გაკეთება; და
•კოორდინირებული ხასიათის დახმარების გაწევა უმოკლეს ვადაში, თითოეული საფინანსო ინსტიტუტის გეოგრაფიული მდებარეობისა და პროდუქტის თავისებურებების გათვალისწინებით.
დაფინანსებას თან ახლდა ქვყნების მხარდამჭერი პაკეტების კოორდინაცია და რეგიონში ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), ევროკომისიასა და სხვა მთავარ ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი სამოქმედო გეგმის სამივე ხელმომწერმა წარმოადგინა თავისი პირველი ერთობლივი მიმდინარე ანგარიში, განიხილა ახალი გამოწვევები, და მომავალი თანამშრომლობის სფეროები. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შვილობილი ბანკების მქონე ევროკავშირის მსხვილი საბანკო ჯგუფების, ასევე მასპინძელი და სხვა ქვეყნებისსაზედამხედველო და ფისკალური სტრუქტურების, ცენტრალური ბანკების, ასევე ევროკომისიის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები.
მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის დიალოგმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით მიმდინარეობდა, ხელი შეუწყო ევროპის ბანკის კოორდინაციის (ვენა) ინიციატივით დაწყებულ კრიზისის მართვას კერძო და სახელმწიფო სექტორში.
ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა ევროპულ ინტეგრაციას. ეს ღონისძიებები შევიდა მაკროეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამებში (რომლებსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი), და ევროკავშირის ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკაში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკომისიაც.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკაში ძლიერი ჩავარდნების მოიუხედვად, ამ ღონისძიების შედეგად შესაძლებელი გახდა სისტემური რეგიონული კრიზისის თავიდან აცილება. ბანკებმა განაგრძეს თავიანთი შვილობილი ბანკების მხარდაჭერა და ძლიერმა ადგილობრივმა ბანკებმა შეძლეს ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება.
მაგრამ ეკონომიკური კრიზისის მარწუხების შერბილების ნიშნებისა და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაძლევი იქამდე, სანამ რეგიონი მყარად დაადგება ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და შემდეგომი ზრდის გზას,.
განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ არასაფინანსო სექტორსა და კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესში, კრედიტების მოცულობა ჯერ კიდევ მცირდება, პრობლემური სესხების მოცულობა იზრდება, ბანკის რეკაპიტალიზაციის მოთხოვნები ჯერ კიდევ დიდია და უმუშევრობის დონე ისევ სწრაფად იზრდება.
აღნიშნული ინსტიტუტების აზრით, ეკონომიკის აღდგენა ნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება კერძო სექტორის ზრდაზე, მაგრამ ეს არ მოხდება უძრავი ქონების ბიზნესის დაკრდიტების გარეშე.
მნიშვნელოვან დაფინანსებასთან ერთად ეს მოითხოვს ბანკების საბალანსო უწყისების მაჩვენებლების განმტკიცებას, რეგიონში ფინანსური რისკების შესუსტებას, და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, კერძო ვალების რესტრუქტურიზაციას. მნიშვნელოვანი იქნება უცხოური სავალუტო რისკის მართვა, გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების და კაპიტალის ბაზრების განვითარების კვალდაკვალ.
დიალოგის გაგრძელება აუცილებელია საკანონმდებლო მარეგულირებელი ბაზისის გასაუმჯობესებლად.
სამომავლოდ სამივე საფინანსო ინსტიტუტმა გადაწყვიტა, განაგრძოს რეგიონში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში არასაფინანსო სექტორისათვის სესხების გაცემის მხარდაჭერა, სხვა საერთაშორისო და ევროპულ ინსტიტუტებთან და ევროპის ქვეყნების მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით სამომავლო სიძნელეების მოგვარების პარალელურად.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48