ნანახია: 677
აღმასრულებელი დირექტორები შეხვდებიან ოთხი ქვეყნის მთავრობეს, ასევე ეკონომიკურ პროცესებში მონაწილე სხვადასხვა მხარეებს, სამოქლაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს და პარტნიორებს განვითარების საკითხებში, იგივე დონორებს. აღმასრულებელი დირექტორები ყურადრებას გაამხვილებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო ძალისხმევის და მათ შორის ფონდის ძალისხმევის უკეთესი კოორდინირება ქვეყნების დასახმარებლად ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური გავლენის დასაძლევად. აღმასრულებელი დირექტორები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ სავალუტო ფონდის მზადყოფნას ქვეყნების დახმარების მიზნით. მისიის მსვლელობისას გამართული დისკუსიები საშუალებას მისცემს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორებს უკეთესად გაიგონ ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევები და განსაზღვრონ სსფ-ს პოლიტიკა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო 24 დირექტორისგან შედგება, რომლებიც დაინიშნენ ან შერჩეული იქნენ წევრი ქვეყნების ან ქვეყანათა ჯგუფების მიერ და ისინი პასუხისმგებელნი არიან სსფ-ს ყოველდღიურ საქმიანობაზე. მისია ეწვევა თბილისს, საქართველოს 8 ოქტომბერს, ერევანს, სომხეთს 11 ოქტომბერს, ტაშკენტს, უზბეკეთს 13 ოქტომბერს და აშხაბადს, თურქმენეთს 15 ოქტომბერს.
|