ნანახია: 804
"პროკრედიტ ბანკის" თბილისის ჭავჭავაძის 10-ში მდებარე ფილიალი კლიენტებს კვირაში 7 დღე, საღამოს 11 საათამდე მოემსახურება. პროკრედიტ ბანკი განაგრძობს კლიენტთა ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას ფილიალების მოქნილი სამუშაო საათების საშუალებით. ამ მიზნით, თბილისში, ჭავჭავაძის 10-ში მდებარე ფილიალი 2009 წლის 12 ოქტომბრიდან კლიენტებს დილის 9:30 საათიდან საღამოს 11 საათამდე, კვირაში 7 დღე მოემსახურება. "პროკრედიტ ბანკის" მიერ შემოთავაზებული საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობის საშუალება ბანკის ყველა კლიენტს უქმე დღეებსა და საღამოს საათებშიც შეეძლება. პროკრედიტ ბანკის ფილიალების ქსელი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალს ითვლის. 2009 წლის განმავლობაში ამ რიცხვის კიდევ გაზრდაა მოსალოდნელი. პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალი აღჭურვილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. ფილიპ პოტი, “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” გენერალური დირექტორი: პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოღვაწეობის ათი წელი შეუსრულდა. ჩვენ ყოველთვის კლიენტებზე და მათი ჯანსაღი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი ფილიალების ქსელის მეშვეობით და საბანკო მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზებით ჩვენს კლიენტებთან ახლოს ვრჩებით. ფილიალებში მოქნილი სამუშაო საათების შემოღება ჩვენი კლიენტებისათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზანს ემსახურება”.
|