ნანახია: 566
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.
№11 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 175 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 32 000 000 ლარი. მიღებული იქნა 16 განაცხადი, დაკმაყოფილდა 5. აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადმა 4.87 %, მაქსიმალურმა - 5.15%, ხოლო საშუალო შეწონილმა 5.033% შეადგინა. №12 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 26 000 000 ლარი. მიღებული იქნა 9 განაცხადი, დაკმაყოფილდა 3. აუქციონის შედეგით დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებულმა განაცხადმა 6.95 %, მაქსიმალურმა - 7.95%, ხოლო საშუალო შეწონილმა 7.667% შეადგინა. სახაზინო ვალდებულებების მეცამეტე აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
|