"ბენდუნომიკა" ახალ საფრთხეებს ქმნის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ბენდუნომიკა" ახალ საფრთხეებს ქმნის
ნანახია: 1022

აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენები მთლიანად ქართულ საზოგადეობას შეეხო. ომის შედეგები თავის თავზე იწვნია ყველამ, პირველ რიგში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა და დასაქმებულმა ადამიანებმა და საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირებმა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის განვითარებამ და მისმა შედეგებმა, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ცხოვრება არანაკლებ შეცვალა. დღეს ყველა საუბრობს, იმაზე თუ რა გვიყო რუსეთმა, რა პოზიცია გამოხატა ამერიკამ, ან რა კეთილია ევროპა. თუმცა, ომმა და მისმა შედეგებმა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც წამოწია წინ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, რაც საქართველოში შიდა ეკონომიკური პოლიტიკა მოერგო გარკვეულ იდეურ მიმართულებებს, ყოველთვის იყო დავა, როგორ ჯობს ქართული ეკონომიკის განვითარება. ამ საკითხის გადაწყვეტისას, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ხელისუფლებამ ბევრს ჰკითხა აზრი. საბოლოოდ, ამ იდეების შეჯერება ბატონი კახა ბენდუქიძის პიროვნებაში დაინახეს და გარუსებულ ოლიგარქს ქართული ეკონომიკის მამობა ანდეს. მას შემდეგ ბენდუქიძე ყოველთვის იყო და რჩება ქართული შიდა პოლიტიკის ყველაზე წონიან ფიგურად. ერთი სიტყვით ჩვენმა ეკონომიკამ ულტრალიბერალური პრინციპებით დაიწყო განვითარება.
ქართველები ზოგადად მაქსიმალისტები ვართ. ყურმოკვრით ვიცით, რომ განვითარებული დასავლეთი ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებით ვითარდება. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არის ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე მაღალი, ყველაზე ერუდირებული, ყველაზე პოლიგლოტი და საერთოდ ყველაფერში ყველაზე მაგარი, ეკონომიკური განვითარებაც ყველაზე ლიბერალურად ანუ ულტრალიბერალურად არჩია.
ყველაზე მარტივი განმარტებით, ლიბერალიზმი ნიშნავს ეკონომიკაში მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპების ბატონობას. რა არის ულტრალიბერალიზმი, ამას ყველაზე უკეთ და მარტივად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გვიჩვენებს. მთავარი პრინციპი, რაზეც ქართული ეკონომიკის აშენება გადაწყდა, იყო ის რომ სახელმწიფო მაქსიმალურად გამიჯნულიყო ეკონომიკის კონკრეტული დარგების განვითარებასთან, ამ საბაბით გაიყიდა და ჯერაც იყიდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა სტრატეგიული თუ არასტრატეგიული აქტივი. შეიცვალა ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები და მთავარი ყურადღება დაეთმო საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ კანონმდებლობა კონკრეტულ ინვესტორებს მოარგეს. ამ ყველაფრის შედეგად, უარი ვთქვით ეროვნულ წარმოებაზე, გვაქვს თითქმის სამ მილიარდიანი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ტოტალური უმუშევრობა, სიღარიბე, შემაშფოთებელი მაჩვენებლები და ყველაზე მეტი უფასო სასადილო მსოფლიოში. უმუშევრობა, სიღარიბე და უფასო სასადილო კარგად ვიცით რაც არის. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ყიდულობს იმაზე მეტს ვიდრე ყიდის. ეროვნული წარმოების არარსებობის პირობებში, გვიხდება ვიყიდოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. რადგან ჩვენ ჩვენი წარმოება არ გვაქვს, ვყიდით ნედლეულს. რა პრობლემაა, თუ ადგილობრივი წარმოება არარენტაბელურია, მოვიხმაროთ უცხოური პროდუქცია! _ ასეთია ბენდუქიძის რიტორიკა.
ქართული ეკონომიკის ამ იდეებით განვითარებამ, რა შედეგები მოიტანა ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ეროვნული წარმოების სრული უგულველყოფის პირობებში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა საომარი მდგომარეობის დროს. როგორც ვიცით, პირველადი მოხმარების საგნები და სურსათი საქართველოში, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის. ომის პერიოდში, როცა შიდა ქართლში ტვირთების ტრანზიტი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, დედაქალაქში პროდუქტის დეფიციტის შექმნის საშიშროება დადგა. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა მხოლოდ ათი დღე გაგრძელდა და არსებული რეზერვებით მოსახლეობის უზრუნველყოფა მოხერხდა. მაგრამ, ომის მდგომარეობა, რომ შედარებით დიდ ხანს გაგრძელებულიყო, როგორ აპირებდა ბენდუქიძის იდეებით აღტკინებული ხელისუფლება ხალხის გამოკვებას?



მიხეილ ვადაჭკორია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48