მთავრობა ბენდუქიძის უკვდავი იდეების ტყვეობაშია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავრობა ბენდუქიძის უკვდავი იდეების ტყვეობაშია
ნანახია: 555

მთელი მსოფლიო საფინანსო კრიზისით გამოწვეული შოკიდან თანდთან გამოდის. ლიბერალიზმის და საბაზრო სტიქიის აბსოლუტიზაციას თანდათან ცვლის მისდამი კრიტიკული დამოკიდებულება. ყველა ქვეყანაში კონტროლისა და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებაზე მიდის საუბარი. მხოლოდ საქართველოში იმეორებენ ჯიუტად, რომ ხსნა რადიკალურ ლიბერალიზმშია, მხოლოდ ფაქტობრივი ოფშორიზაცია, დერეგულაცია და დესუვერენიზაცია გადაარჩენსო ქვეყანას. ხელისუფლების თეორეტიკოსები და თავად "ძლიერნი ამა სოფლისანი" საკმაო მოქნილობას იჩენენ. ისინი ამტკიცებენ, ეს ლიბერალურმა ეკონომიკამ განიცადა მარცხი, თორემ ნეოლიბერალური ეკონომიკა ყოვლისშემძლეაო.
კახა ბენდუქიძე, ჰოი, საოცრებავ, სოციალისტური იდეების გენერირებას იწყებს. ის გადასახადების მომატება-არმომატებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს(?!) გაითვალისწინეთ, ჯერ საქართველოში რეფერენდუმების პრაქტიკა არ არსებობს! თუმცა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი და ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე განუზომელია.
ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის შემოსავლებზე ზრუნვას იწყებს. "საზოგადოების ჯიბე საკმაოდ ცარიელია და ახლა მისი შევსების შანსი გაჩნდა", - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. საინტერესოა, აქამდე რაზე ზრუნავდა საქართველოს ხელისუფლება, მხოლოდ, გზების დაგებით იყო დაკავებული.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიზნესმენებს დამატებითი გარანტიები და მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება. საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და ეკონომიკურ გუნდს უახლოეს დღეებში ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მომდევნო ეტაპის წარმოდგენა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სტიმულირების ერთი პაკეტი მთავრობამ ივლისის დასაწყისში წარმოადგინა. მთელი რიგი განცხადებების მიუხედავად, რომ ეს გეგმა იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის გადამრჩენი, მისგან რეალურ შედეგებს ქართული საზოგადოება დღესაც ამაოდ ელის. ექსპერტთა წრეებში სტიმულირების ამ პაკეტმა სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა.
პრეზიდენტის შეფასებით, აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა ინვესტიციების და ასევე, საკუთრების დაცვის თვალსაზრისით და საზოგადოების ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ლიბერალური ნაბიჯებისა და ახალი ეკონომიკური სტიმულირების გეგმას საზოგადოება სექტემბრის ბოლოს გაეცნობა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა ლიბერალიზაციას მიესალმება, მაგრამ არა ისეთს, როგორც კახა ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმდინარეობდა.
"ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო ლიბერალური იყოს არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არაბი შეიხებისთვის და სხვა ვინმესთვის, არამედ ლიბერალური იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის", - აღნიშნავს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლებისგან ლიბერალური ნაბიჯების, თუ საერთოდ ასეთს აპირებს, გადადგმას საგადასახადო ადმინისტრირების საკითხიდან დაწყებით მოითხოვენ. მათი განცხადებით აქ ყველაზე მეტი პრობლემაა თავმოყრილი.
"ძალიან საინტერესოა, თუ ლიბერალიზაცია ადმინისტრირების კუთხით მოხდება. იმიტომ, რომ ლიბერალიზაციის ათვლის კურსია საგადასახადო ადმინისტრირებას პლუს საკუთრების უფლების დაცვა, რაც საქართველოში მოიკოჭლებს", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
"საქართველოში განხორციელებული რეფორმები არ იყო თანმიმდევრული და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მაგალითად, თუ შემცირდა გადასახადების რაოდენობა და საპროცენტო განაკვეთები, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გადასახადების ადმინისტრირებისა და ჯარიმების საკითხი, რაც აუცილებლად რეფორმირებას საჭიროებს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.

რეფერენდუმი ყოველ ახალ გადასახადის შემოღებისას

საგადასახადო რეფორმირების მიზნით, კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს. რის შემდეგაც ქვეყანაში რაიმე ახალი გადასახადის მიღება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის შედეგად იქნება შესაძლებელი. ბენდუქიძის განცხადებით ამ მხრივ გაიზრდება ბიზნესმენების დაცულობის ხარისხი და ისინი მოხარულნი იქნებიან, თუ საქართველოში ასეთი ფაქტი დაფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მოდელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. მხოლოდ აშშ-ს რამდენიმე შტატშია ადგილობრივ გადასახადებთან მიმართებაში, ამის თაობაზე, ამაყად გვამცნობს ჩვენი მთავრობის გურუ ბენდუქიძე და ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ საქართველოსა და აშშ-ს ეკონომიკებს შორის განვითარების დონის თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არ არის!!!

საქართველოს ლიბერტარიანული საგა

მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველომ ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, მას შემდეგ არჩია, რაც ქვეყანაში ახლი, ვარდების რევოლუციის შემდგომი ხელისუფლება მოვიდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო რადიკალურად ლიბელარული, ლიბერტარიანული გახდა, რაც ქვეყანაში კახა ბანდუქიძე ჩამოვიდა, რომელიც 4 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სრული ბატონ-პატრონი და განმსაზღვრელი სწორედ ის იყო.
2004 წლიდან მოყოლებული საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა მარეგულირებლები, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა თუ ლიცენზიების გამცემი სამსახურები. მოხდა დამოუკიდებელი დეპარტამენტების ამა თუ იმ სამინისტროების შემადგენლობაში შეყვანა, რამაც, რა თქმა უნდა, მათი ობიექტურობის ხარისხზე სერიოზულად იმოქმედა, რისი ნათელი მაგალითიც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შესვლის დღიდან საზოგადოება მისგან ობიექტურ ინფორმაციას ამაოდ ელის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და სამსახურის გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში ფარული მონოპოლისტები მომრავლდნენ, რომლებთან ბრძოლასაც პრეზიდენტი ხან შინაგან საქმეთა, ხან თავდაცვის მინისტრებს ავალებდა. (გაიხსენეთ, 2007 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, როდესაც მან შაქრისა და მარილის მონოპოლიებთან ბრძოლა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა).
ასეა თუ ისე, ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო ლიბერალური რეფორმების ნაკლებობას არ უჩიოდა, მაგრამ ამ რეფორმებისგან კეთილდღეობას მოქალაქეები დღემდე ელიან.

ლიბერალიზმის დრო წავიდა?

ბენდუქიძის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, როგორც საზოგადოებაში, ასევე ექსპერტულ წრეებში დიდი კრიტიკა გამოიწვია. ყველაზე მეტად ბენდუქიძეს მოწინააღმდეგეები ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსებისათვის გადაცემასა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასუსტებასთან დაკავშირებით გამოუჩნდნენ. ერთი წლის წინ კახა ბენდუქიძე სახელმწიფო სამსახურიდან გაანთავისუფლეს, მიზეზად თითქოსდა პრემიერ-მინისტრთან მისი პოზიციების შეუთავსებლობა წარმოჩინდა. რის შედეგაც ბენდუქიძე აქტიურად აგრძელებდა მთავრობისთვის რჩევების მიცემას პრესის საშუალებით. მაგრამ ფარული არხებით ყოველთვის მისი პოზიცია იმარჯვებდა.
აღსანიშნავია, რომ კახა ბენდუქიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ერთი მეორის მიყოლებით მიმდინარეობდა იმ რეფორმების შეცვლის მცდელობა, რაც ბენდუქიძის მთავრობაში ამა თუ იმ თანამდებობებზე ყოფნისას განხორციელდა. არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ანტიბენდუქიძისეული იდეების მხარდაჭერის გამო მოხდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას განთავისუფლება. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ხელისუფლებაში მწვავედ აყენებდა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური და ხარისხის კონტროლის სამსახურების აღდგენის საკითხს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღწევის მოთხოვნის შესაბამისად. რასაც პრემიერ-მინისტრი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, იმ საბაბით, რომ მთავრობა ბიზნესის საქმეებში არ ჩაერევა და მათ ზედმეტ ბარიერებს არ შეუქმნის. პრემიერ-მინისტრი გილაური მთლიანად მოექცა ბენდუქიძის გავლენის ქვეშ, რისი დასტური ისიცაა, რომ მისი ორი საკვანძო თანაშემწე ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე ბენდუქიძის გუნდის წევრები არიან. ბევრი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გადადგა ლიბერალურისა არაფერი ეცხო. მათ შორის, სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და "გაერთიანებული ტელეკომისთვის" ტარიფის გაზრდის აკრძალვა. სულ ბოლოს კი კომპანია "სითი პარკი", საერთოდ გააძევა ქვეყნიდან, რომელსაც 3-ოდე თვის წინ თბილისის მასშტაბით, პარკირებაზე ლიცენზია თვითონვე გადასცა.

საქართველოს ეკონომიკა უმძიმესი კრიზისის ფაზაშია - ეს ხელისუფლებამაც იცის, მაგრამ არ აღიარებს და ვარდისფერ ტონებში ხატავს არსებულ სურათს

პაატა შეშელიძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არალიბერალური ნაბიჯები გადაიდგა, რამაც ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
"ბოლო პერიოდში, თითქმის წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში არალიბერალური ნაბიჯები ხორციელდებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რის შედეგადაც ხელისუფლება მიხვდა, შეცდომების არსს. ძნელი სავარაუდოა რა რეფორმებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია - ისინი აუცილებელია.
დღეისათვის ჩვენ კრიზისში ვართ და კრახისკენ მივექანებით. თუ ორი თვის წინ კრიზისში ვიყავით, ამას მოჰყვა მთავრობის გაუაზრებელი ნაბიჯები, იგივე სტიმულირების პაკეტი და ა.შ. რის შედეგადაც უკვე კრიზისის მესამე, ყველაზე მწვავე სტადიისკენ, კრახისკენ ვართ გადახრილი. პოლიტიკოსებს არ უნდათ, რომ ეს აღიარონ, მაგრამ სინამდვილე ამას მოწმობს. ახლა არის მოჩვენებითი სიტუაცია, ვითომ ქვეყანაში კრიზისი არაა და ყველაფერი კარგადაა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ხელისუფლება ცდილობს სხვას მოაჩვენოს, რომ ვითომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ მისი ქმედებები მათ შორის, ბოლო განცხადება ლიბერალიზაციის შესახებ ცხადყოფს მთავრობა ხვდება, რომ არსებული სიტუაცია კრიზისულია და იგი ლიბერალურ ნაბიჯების გადადგმით აპირებს მის დაძლევას. რა ნაბიჯები იქნება ეს ამას მომავალში ვნახავთ", - ამბობს პაატა შეშელიძემ.

ლიბერალების რჩევები პრეზიდენტს - რას შეიძლება ველოდოთ

პრეზიდენტის ახალი ლიბერალური ტალღის ინიცირების შემდეგ, საინტერესოა, თუ რა შეიძლება ამ რეფორმებში მოვიაზროთ. საქართველოში ერთადერთი, თუ არა ერთ-ერთი ლიბერალური მიდგომების მქადაგებელი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებს, თუ რა საკითხებს უნდა შეეხეოს ეს ეგრეთწოდებული ლიბერალიზაცია.
"ჩვენ ჯერ კიდევ ფინანსური კრიზისის პირობებში ვიმყოფებით, ამიტომ აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის გამოსწორება.
აუცილებლად უნდა მოხდეს მონეტარული სისტემის რეფორმა, ლარის დენაციონალიზაცია. ანუ, ლარი ისევ თუ დარჩება მიმოქცევაში იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დოლარით, ან ოქროთი, პარალელურად მიმოქცევაში უნდა იქნას გაშვებული სხვა ნებისმიერი ვალუტა რის შედეგადაც მთავრობას არ ექნება საშუალება ჩაერიოს ფულის წარმოებაში, რაც ჩვენ, როგორც მომხმარებელს დაგვიცავს.
საჭიროა არსებული გადასახადების კიდევ უფრო მეტად ლიბერალიზაცია, განსაკუთრებით დღგ-სა და აქციზის გადასახადის. ასევე აღსანიშნავია საბაჟოზე ყველანაირი გადასახადის გაუქმება, რომელიც დაიწყო ადრე, მაგრამ მისი ბოლომდე გაუქმება არ მოხდა.
უნდა მოხდეს გადასახადების მომატების კონსტიტუციურად გამყარება, იმავე რეფერენდუმის გზით.
აუცილებელია საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაცია, ამ სფეროში არსებული სიტუაცია, რომ საშინელია, ამას ლაპარაკი არ უნდა. რის მაგალითადაც "ელიტ ელექტრონიქსიც" საკმარისია. ასევე, აუცილებელია სახელმწიფო ხარჯების შემცირება, რომლებიც ძალიან გაიზარდა. ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს ყველაზე დიდი ინვესტორი და ა.შ. რაც აბსოლუტური სისულელეა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად იაფი კრედიტები, იაფი დაზღვევები, ეკონომიკის სტიმულირების გეგმები და აშ."

ბენდუქიძე ისვე ჩვენთანაა!

პრეზიდენტის მიერ ლიბერალიზაციის ახალი ტალღის გაცხადების შემდეგ, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდა კახა ბენდუქიძე, რომელიც რეალურად იქიდან არსად არ წასულა.
ლიბერტარიანელები და მათ შორის ბენდუქიძეც, ბიზნესში ყოველნაირ ჩარევას ეწინააღმდეგებიან. მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი წინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ლიბერალურია და იგი თითქოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე, თითქოს ბენდუქიძის დე-ფაქტო დაბრუნება არაა ნავარაუდევი, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა, მაშინ საზოგადოება ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების. გაუქმებასა და იმპორტისათვის კიდევ უფრო ხელშეწყობას, დამაბრკოლებელი ბარიერებისგან განთავისუფლებას მარეგულირებლების ლიკვიდაციას უნდა ველოდეთ. ეს კი სწორედ ის საკითხებია, რომლებმაც ექსპერტულ წრეებში ყველაზე დიდი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია.
ასე რომ, ხელისუფლება, ერთის მხრივ, ლიბერალიზაციისკენ სწრაფვაზე აკეთებს განცხადებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ქვეყნიდან კერძო კომპანიებს აძევებს ეწევა. ამ მოქმედებიდან და განცხადებიდან გამომდინარე, ძნელია პრეზიდენტისა და მთავრობის გულისნადები გამოიტანოს ადამიანმა.
საზოგადოებას ახსოვს, როცა პრეზიდენტმა ახალი დემოკრატიული ტალღის შესახებ გვამცნო, რომელიც იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მისგან იმედგაცრუებულებს, სულის მოთქმაც არ გვაცალეს და მიხეილ სააკაშვილი უკვე ახლა ლიბერალურ ტალღას გვპირდება. ვნახოთ, იქნება ამ ტალღამ მაინც გაანაყოფიეროს ქართული პოლიტეკონომიკური სივრცე და გვიხსნას ეკონომიკური კრახისაგან საქართველო და მისი შემოგარენი.


მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48