ექსპერტების მოსაზრება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ექსპერტების მოსაზრება
ნანახია: 969

გამოიწვევს თუ არა ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში ინვესტორების გააქტიურებას?

ლადო პაპავა, ეკონომიკის ექსპერტი, - "ეს ამერიკელების პირველი განცხადება არა არის, როდესაც ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული ინვესტიციები უნდა იქნეს საქართველოში მოზიდული. ამას ამბობდა ბუშის ადმინისტრაცია და პოლიტიკური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა. მაგრამ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ კერძო ბიზნესმენი წამოვიდეს და ფული ჩადოს. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული ეიფორია, რომ ბაიდენის განცხადებას ამერიკული ინვესტიციების დიდი ტალღა მოჰყვება, არ უნდა არსებობდეს. ძალიან კარგია ის, რაც ბაიდენმა განაცხადა, მაგრამ რაღაც რეალური დატვირთვა არ უნდა იყოს. ჯერჯერობით მაინც".

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "თუ მართლაც მოხდება ინვესტიციების შემოდინება, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ თუნდაც ისეთი პატივსაცემი პიროვნების განცხადება, როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია, არ არის საკმარისი. ამას სჭირდება შიდა გარემო, იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნის შიგნითაა, პოლიტიკური სტაბილურობა, შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა, სასამართლოში არსებული პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ. კერძო ინვესტორები ასე დაკვეთით არ მოდიან. შეუძლია ამერიკის მთავრობას, რომ საქართველოს დაეხმაროს და კიდევაც ეხმარება, თითქმის მილიარდი დოლარი მისცა. ეს სხვა ტიპის დახმარებაა, მაგრამ როდესაც ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი აღარ იქნება, იმ ამერიკულმა ფულმა აქ მშვიდად და წარმატებით უნდა იმუშაოს. თუ ეს გარემო არ იქნება, ბუნებრივია, მისი სიტყვა არ იქნება საკმარისი ამ ინვესტიციების მოსაზიდად".

ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - "ინვესტიციები, რომლის შესახებაც განცხადება ბაიდენმა გააკეთა, განხორციელდება, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება მიჭირს. მთავარი ინვესტიციების მოცულობა კი არაა, მთავარი ის არის ინვესტიციებს რაში დებენ და როგორ იყენებენ. თუ ამერიკა ფულით დაგვეხმარა და ამან მასაჟისტები ატარა აქეთ-იქით, ქვეყანა წინ ვერ წავა".

სოსო ცისკარიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - "ყველაფერი რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს ასეთი გარანტიების შესრულების წინაპირობა. წინაპირობა ეს არის დემოკრატია იმ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო ჰქვია. ბ-ნ ბაიდენს ჰქონდა საშუალება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან პირადად ესაუბრა. იქნება დემოკრატია? იქნება ინვესტიციები. გვექნება "ბენდონომიკა" ნაცვლად ეკონომიკისა? არ იქნება ინვესტიცია. გვექნება "მიშოკრატია" ნაცვლად დემოკრატიისა? არ იქნება ინვესტიციები".

ნოდარ ხადური, ეკონომიკის ექსპერტი, -"ბაიდენის მოლოდინი და პროგნოზი იმ მოთხოვნებს ემყარება, რომელიც მან წამოაყენა. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც შეეხებოდა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ანუ მხოლოდ ბაიდენის განცხადება, თუ ჩვენი მხრიდან არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, თავისთავად, ცხადია, ამერიკული ინვესტიციების მოზღვავებას არ გამოიწვევს. თუ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მიმართულებით იქნება დემოკრატია, გამჭვირვალობა და ა.შ. ბაიდენის განცხადება ამერიკელი ინვესტორებისათვის საკმაოდ სერიოზული სიგნალი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და იქ ხელისუფლება ბიზნესში არ ერევა, ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება ბიზნესისთვის საკმაოდ სერიოზული სიგნალია, როგორც დადებითი ისე უარყოფითი. თუ ჩვენი ქვეყნის მხრიდან იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, ბაიდენის სიგნალი დადებითად იქნება აღქმული".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი, - "ეჭვგარეშეა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს უდაოდ დიდი მნიშვნელობა და პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ის აქცენტები თუ სხვა აქცენტები, რომლებიც ამ ვიზიტს თან ახლდა, ვფიქრობ, საკმაოდ წონად წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით განვითარებაში და გლობალურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ მოლოდინები საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია. რაც შეეხება ინვესტიციებს და განსაკუთრებით, აშშ-ს ინვესტიციებს, ბუნებრივია, ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა სახელმწიფო დახმარების თემასთან ერთად ამ საკითხზეც გაამახვილა თავისი ვიზიტის დროს ყურადღება. მაგრამ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი მოლოდინები და თანაც, დროის მოკლე მონაკვეთში ცოტა გადაჭარბებულია. ინვესტიციების თემა, განსაკუთრებით კი ამერიკული კორპორატიული ანუ არასახელმწიფო, კერძო ინვესტიციების თემა, ძალზედ ფაქიზია და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობითა და სიფრთხილით გამოირჩევა. საერთოდ, ინვესტიციების განხორციელება სტატიკური ან ერთჯერადი აქცია არ არის და იგი მხოლოდ გარკვეული პროცესის, ინვესტორის მხრიდან დროში განშლილი და განხორციელებული თანმიმდევრული ნაბიჯებისა და კვალიფიციური ანალიზის, საფუძვლიანი დასკვნის შედეგს წარმოადგენს. ამერიკული კორპორაციული ინვესტიციები კი ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტური და პროფესიული ინვესტიციების კატეგორიას განეკუთვნებიან თანამედროვე მსოფლიოში, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენისავე განცხადებით, ვარდების რევოლუცია, ანუ საზოგადოების სრული დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესი, ჯერ არ არის ქვეყანაში დასრულებული, საქართველოში ამერიკული კორპორაციული, კერძო ინვესტიციების მოზღვავებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამერიკული კერძო საინვესტიციო ფინანსები ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურისგან პრაქტიკულად თავისუფალია და მიედინება მხოლოდ იმ ქვეყნებისა და იმ საზოგადოებებისაკენ, სადაც სტაბილურობის მაღალ ხარისხთან ერთად მაღალი გარანტიები, ანუ მაღალი ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობებია დამკვიდრებული. ამ მიმართულებით კი ჩვენ ჯერ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ბატონი ბაიდენის განაცხადი არის კეთილი ნების დეკლარირება, აშშ-ს ხელისუფლების მზადყოფნის დადასტურება იმის თაობაზე, რომ ამერიკული საზოგადოება მზად არის საქართველოს მხრიდან შესაბამისი ვალდებულებების და პირობების სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში, დაიწყოს და შემდგომ გააღრმავოს საინვესტიციო პროცესი. რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ყოველივე ამას თავისი წინაპირობები, ეტაპები და საფეხურები გააჩნია, ხოლო მათი თანმიმდევრული და განუხრელი შესრულება საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება იქნება.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით პროცესის დაწყების პირველი ეტაპი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმება და მისი ამოქმედება უნდა იყოს, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს აღნიშნულ პროცესს. ამ შეთანხმების შესახებ საუბარი 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. თუმცა, კონკრეტული ძვრები დღემდე არ განხორციელებულა და როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, მისი ამოქმედება 2010 წლიდან იქნება შესაძლებელი. იმედია, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდგომ ეს პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება".

გია ღაღანიძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის ადმინისტრაციის ამ გზავნილს ფინანსური სექტორი ძალიან სწორედ მიიღებს და ჩათვლის, რომ საქართველო სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანაა და შესაბამისად, მათ ინვესტიციები ჩადონ. ყოველ შემთხვევაში, ფონი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ამერიკული კომპანიების რეალური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდოს. თუმცა, რეალურად მოხდება თუ არა ეს, ამას წლის ბოლოს ვნახავთ"

ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო სააგენტო GBC–ს მთავარი რედაქტორი - "ბაიდენის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ვიზიტი ამერიკის უპირობო მხარდაჭერა იყო საქართველოს მიმართ, რაც, ბუნებრივია, პოზიტიური სიგნალია და გარკვეული გარანტიაა პოტენციური ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკული ბიზნესისთვის.
ბაიდენის ძალისხმევით საქართველომ ერთხელ უკვე შეძლო 1 მლრდ. აშშ დოლარის დახმარების მიღება. შესაძლოა, ახლაც მან მოუწოდოს ამერიკულ ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებისკენ. ამერიკული ბიზნესის ინტერესი გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკის მთავრობა გარკვეულ სტიმულებს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ.
ვფიქრობ, ამერიკელებს განსაკუთრებული ინტერესი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, განათლების, სამედიცინო, ენერგოპროექტების, მაღალი ტექნოლოგიების და აგრობიზნესის სექტორებში ექნებათ.
საქართველოს მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უნდა მოხდეს ვაჭრობის მაქსიმალური ლიბერალიზაცია აშშ-თან, კანონმდებლობის და საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო გამარტივება, კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის ამუშავება და ამერიკული სტანდარტების დანერგვა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი, - "ასეთი განცხადებები მე ბევრი მინახავს, მაგრამ საქართველოში ამერიკული ინვესტიციები არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა პოლიტიკურ დონეზე, ინვესტორი საქართველოში, საუბედუროდ, არ შემოვა და არ შემოდის იმიტომ რომ სხვანაირ გარემოში მუშაობასაა მიჩვეული. ქართულ ბაზარზე ორად ორი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კომპანია იყო წარმოდგენილი - "ეიესი" და "მეტრომედია". ერთმაც და მეორემაც ქართული ბაზარი რამდენიმეთვიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა, რადგან დაინახეს, რომ ის თამაშის წესები, რაც თავისუფალ ბაზარს ახასიათებს, არ მოქმედებს და ბიზნესი უფრო პოლიტიკური წნეხის ქვეშაა. ამ მხრივ მე ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. კი არის ამერიკული დახმარებები, მაგრამ სერიოზული ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოში მე არ მინახავს".


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48