,,თეგეტა მოტორსი" - დასავლური სტანდარტები ქართულ ბაზარზე » ბანკები და ფინანსები

,,თეგეტა მოტორსი" - დასავლური სტანდარტები ქართულ ბაზარზე

მთავარიფინანსები 17.11.2013

,,თეგეტა მოტორსი"  - დასავლური სტანდარტები ქართულ ბაზარზეჩვენს ყოველკვირულ რუბრიკაში ,,კომპანი ნიუსი", სადაც ჩვენს მკითხვლს სხვადასხვა კომპანიების შესახებ მოვუთხრობთ, ამჯერად ,,ბ&ფ” ამიერკავკასიაში ერთ–ერთი უმსხვილესი საავტომობილო მომსახურების ცენტრით დაინტერესდა, გადავწყვიტეთ მკითხველისათვის მოგვეთხო ,,თეგეტა მოტორსის" საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს კომპანია ქართულ ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა და შპს ,,ავტოექსპორტი”–ს სახელით იყო ცნობილი, 2001 წელს - კომპანია ,,თეგეტა მოტორსის" სახელით იკავებს პოზიციებს ბაზარზე. ,,თეგეტა მოტორსი: წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" (MAN Nutzfahrzeuge AG"-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს ,,თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" (,,პორშესა" და ,,მაზდას" ოფიციალური წარმომადგენელი) და ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants - ოფიციალური წარმომადგენელი). კომპანიის საქმიანობის შესახებ ,,თეგეტა მოტორსი"–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დიანა ველენგურსკაია გვესაუბრა.

- დღეისათვის რა სფეროებს მოიცავთ და რა სახის მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს, მხოლოდ კერძო პიროვნებებს ემსახურებით თუ სახელმწიფოსთანაც გაქვთ კონტრაქეტები?

- "თეგეტა მოტორსი" მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას. სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 16 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. 2012 წელს ქ. ერევანში `თეგეტა მოტორსმა" სომხეთში პირველი მულტიბრენდული სერვისცენტრი და ,,ფლეშ თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი გახსნა. ქართული ბრენდი უკვე გასცდა ქვეყნის მასშტაბებს. 18 წლიანი გამოცდილება და ნოუ-ჰაუ, რომელიც მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად შეიქმნა, სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა. დღეს კომპანიას 900-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

- ტექნიკური ბაზა და დანადგარები ადგილობრივია თუ უცხოეთიდან შემოგაქვთ? სად ხდება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება?

- პარტნიორი კომპანიები, მსოფლიო ბრენდები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ხშირად გვიზიარებენ გამოცდილებას და სხვადასხვა ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამებით გვეხმარებიან პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში. დღეს კომპანიას 900-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ჩვენ გამოგვარჩევს ჩვენი მომსახურების მაღალი დონე, პრემიუმ ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დასავლური სტანდარტების მქონე თანამედროვე აღჭურვილობა. დასავლური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ბაზა და სერვისის მრავალფეროვნება, მომხმარებელს აძლევს იმის გარანტიას, რომ ყველანაირ პრობელმას სწორედ ~თეგეტა მოტორსში” გადაჭრიან. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე გარანტიაც ვრეცლდება და სწორედ ამიტომ, ბევრს ურჩევნია ჩვენთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სუფთა და სასიამოვნო გარემო, და ის კომფორტი, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ: უფასო ინტერენეტი, კომპიუტერები, ყავა, მოსაცდელი სივრცე, ასევე შემინული გარემო, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს საკუთარი ავტომობილის შეკეთების პროცესს.

- რამდენ ქალაქში გაქვთ სერვის ცენტრი ? დედაქალაქის გარდა კიდევ სად არის თქვენი მომსახურების მიღება შესაძლებელი?

- ,,თეგეტა მოტორსი" აერთიანებს 16 ფილიალს. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც თბილისის ფილიალებში, ისე თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ფოთში, ახალციხეში. დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურა აერთიანებს 16 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. 2012 წელს ქ. ერევანში ,,თეგეტა მოტორსმა" სომხეთში პირველი მულტიბრენდული სერვისცენტრი და `ფლეშ თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი გახსნა. ქართული ბრენდი უკვე გასცდა ქვეყნის მასშტაბებს. ამას გარდა, ჩვენი მომსახურების სტანდარტები ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა რომელიმე სერვის ცენტრში. ჩვენ გვაქვს კომფორტული მოსაცდელი, კაფე, კომპიუტერები, სადაც კლიენტს შეუძლია კომფორტულად მოიცადოს, სანამ მისი ავტომობილს გაეწევა შესაბამის ტექნიკური დახმარება. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალეა და მომხმარებელს შეუძლია დაკვირდეს საკაუთრი ავტომობილის შეკეთების პროცესს. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩნენ ქალბატონებიც, რომლებსაც აღარ სჭირდებატ მამაკაცის დახმარება საკუთარი ავტმობილის სერვის ცენტრში მიყვანისას. მათ იციან, რომ `თეგეტაში~ პერსონალურ მენეჯერს ჩააბარებენ გასაღებს, ავტომობილს კი სანდო ხელებს და თავად ჟურნალების კითხვითა თუ უბრალოდ მოსვენებით დაკავდებიან, თან შემინული გარემოდან თვალს ადევნებენ ავტომობილის შეკეთების პროცესს. ჩვენ უამრავი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელთაც ძალიან ვუფრთხილდებით.

- რაიმე სიახლეს ან ნოვაციას ხომ არ სთავაზობთ მომხმარებელს?

- ,,თეგეტა მოტორსი” მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული. კომპანიის ახალი პროდუქტი გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას მომხმარებლის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. ,,თეგეტა მოტორსის" პერსონალური მენეჯერი მიაკითხავს ავტომობილს ადგილზე და თავად უზრუნველყოფს მის სერვის ცენტრში მიყვანასა და შეკეთებას. მომხმარებლის კმაყოფილება პრიორიტეტულია კომპანიისთვის, ამიტომ პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად ახდენს მომხმარებლის ინფორმირებას სერვის ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ და მხოლოდ მომხმარებლის დასტურის შემდეგ იწყებს ავტომობილის შეკეთების პროცედურას. ,,თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისით სარგებლობა მარტივია. მომხმარებელი უკავშირდება პერსონალურ მენეჯერს ნომერზე: 2 26 44 44, აწვდის პირად მონაცემებს, ინფორმაციას ავტომობილის შესახებ და ირჩევს სასურველ მომსახურებას. პერსონალური მენეჯერი მიდის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე და იბარებს ავტომობილს, რომელზეც მთლიანად იღებს პასუხიმგებლობას კომპანია. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, რა საშუალებით სურს ავტომობილის ტრანსპორტირება, ევაკუატორით თუ პერსონალური მენეჯერის დახმარებით. ევაკუატორის საშუალებით ავტომობილის გადაყვანის ღირებულება 35 ლარია. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე აღსანიშნავია ჩვენი კიდევ ერთი ახალი მომსახურება - ინოვაციური ონლაინ სერვისი: ,,ჩემი ავტომობილის ისტორია. ,,ჩემი ავტომობილის ისტორია" - მომხმარებლის პერსონალური კონფიდენციალური გვერდი ვებ საიტზე, სადაც აისახება ,,თეგეტა მოტორსში" ავტომობილის მოვლისა და ავტომობილზე გაწეული დანახარჯების ისტორია. აღნიშნული ვებ გვერდის მეშვებით ავტომობილის მფლობელებს ავტომობილის მოვლისთვის აუცილებელი რეკომენდაციებისა და შეხსენებების მიღების საშუალება აქვთ. აქ დეტალურად აისახება რა გარბენზე და როდის რა მომსახურება გაეწია თქვენს ავტომობილს და როდის უწევს ამა თუ იმ მომსახურების ჩატარება. ეს ინფორმაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვნაია ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო მგზავრობისთვის.


პაატა ბაირახტარი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}