გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ფასები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ფასები
ნანახია: 1332

ლარის კურსის კატასტროფული ვარდნის ფონზე, სტატისტიკის დეპარტამენტმა ოფიციალური წლიური ინფლაცია გამოაქვეყნა. აგვისტოს მოვლენებისა და რუსეთთან გართულებული ურთიერთობების შემდეგ ინფლაციის 7 პროცენტიან ნიშნულამდე შემცირება, არა მარტო ბაზარში პირველადი საგნების შესაძენად მისულ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ ექსპერტებსაც კი აკვირვებს. ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სტატისტიკის დეპარტამენტის მუშაობას და მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ. საქმე ისაა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, მის მუშაობას ზემდგომი ორგანო, ეკონომიკის სამინისტრო აკონტროლებს, რაც ამ ინსტიტუტის რეალურ მნიშვნელობას ფასს უკარგავს. სტატისტიკის დეპარტამენტის რეალური ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის შეფასებაა, ქართულ სიტუაციაში ის სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც უნდა შეაფასონ, შემფასებელს აკონტროლებს. "შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს სტატისტიკის დეპარტამენტი აღარ არსებობს. აქ მაჩვენებლებს არა რეალობის მიხედვით, არამედ პირადი შეხედულებებისა და მთავრობის ინტერესების შესაბამისად ადგენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალური სურათი არ ვიცით და არც სიტუაციის ანალიზი შეგვიძლია. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ინფლაცია საკმაოდ მაღალია და შემოთავაზებულ მაჩვენებელს გაცილებით აღემატება", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი თამაზ აქუბარდია.
აგვისტოში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 12,8% იყო, სექტემბერში ეს ციფრი 10,6%-მდე შემცირდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ფასების მატების წლიური მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ია. ამ დინამიკის რეალურობაში რამდენიმე ფაქტორი გვიჩენს ეჭვს. პირველი და ყველაზე მთავარი, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტაა. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან აგვისტომდეც მკვეთრად გამწვავებული ურთიერთობის მიუხედავად, იგი მაინც რჩებოდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. ომის შემდეგ რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. შედეგად, აღარ ხდება ისეთი საქონლის იმპორტი, რომელიც სამომხმარებლო კალათაში შედის და ინფლაციის მაჩვენებელს განსაზღვრავს. ბუნებრივია, რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება ორი თვის განმავლობაში საკმაოდ რთულია. ერთი სიტყვით, ამ ტიპის საქონელზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. მაგალითისთვის რამდენიმე სახეობა ავიღოთ, ჩვეულებრივი საკვები სოდა 40 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა, ბრინჯის ფასი თუ ადრე 2 ლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს უკვე 3 ლარს აღწევს, დაახლოებით იგივე ფასი ღირს წიწიბურა, რომლის შეძენა ადრე 1,3-1,5 ლარად შეიძლებოდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინსტიტუციური მოწყობის ნაკლოვანებებზე მიუთითებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი კოვზანაძე, - "მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ფასები მცირდება, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში ფასების კლების ტენდენცია ნამდვილად არ შეიმჩნევა. ოფიციალური ინფორმაცია, რომ წლიური, თორმეტთვიანი ინფლაცია მხოლოდ 7 პროცენტია, არა მარტო ჩემში, არამედ უცხოელ ანალიტიკოსებშიც ბადებს ეჭვებს. თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია ერთადერთია, რომლითაც გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. ჩვენ, ალბათ, იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ამ მნიშვნელობის სამსახური არ უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, უფრო მეტსაც ვიტყვი, სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქციონირება საუკეთესო შემთხვევაში მთავრობის კონტროლის გარეშეც შეიძლება.
გარდა ამისა, იმავე სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არსებობს ინფორმაცია, რომელიც ინფლაციის საერთო მაჩვენებელთან საკმაოდ შეუსაბამოა. ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 12-იდან 20 პროცენტამდეა გაძვირებული. ამას თვით სტატისტიკის დეპარტამენტიც აღიარებს. თუ ეს საგნები ამ პროცენტით გაძვირდა, მათი საერთო მაჩვენებელი როგორ არის მხოლოდ 7 პროცენტი, ეს გაუგებარია.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამომხმარებლო პროდუქტების გარკვეულ ნაწილზე ფასები მართლაც არ გაზრდილა. მაგალითად შაქარი 1,20 ლარიდან 1,30 ლარამდე მერყეობს. მარილი ისევ 40 თეთრი ღირს. პურის ფასი 40 თეთრიდან იწყება და 2 ლარამდე ადის. ხორცის ფასი ისევ 8 ლარია. მას შემდეგ, რაც კვერცხის მწარმოებლებს მთავრობამ დღგ-ს გადასახადი მოუმატა, კვერცხი 10 თეთრით გაძვირდა, თუმცა ფასი ომის შემდეგ არ შეცვლილა და 27 თეთრიდან 31 თეთრამდე მერყეობს. 1 კგ. კარაქის ფასიც ისევ 7 ლარიდან 12 ლარამდეა. საომარი მოქმედების დაწყებამდე არსებული ფასი შენარჩუნებულია ჰიგიენური მოხმარების საგნებზეც. თუმცა მინდა მკითხველს შევახსენო, ეს შედარებები გაკეთებულია 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობასთან, ინფლაციის მაჩვენებელი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დგება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ფასების ცვლილებების შესახებ და ამ ფასების მდგენელი მოვლენების შესახებ საინტერესო კომენტარს გვთავაზობს ეკონონმიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, _ ,,საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 16-22 ოქტომბრამდე სასურსათო საქონელი 2,6%-ით გაძვირდა, ხოლო 23-29 ოქტომბრამდე კიდევ 2,23%-ით. უკრაინული პროდუქტის გაიაფება შესაძლოა, იქ ვალუტის კურსის ცვალებადობამ გამოიწვია. ყველა სტრუქტურა მხოლოდ მოგებაზე მუშაობს და მათთვის მთავარი პროდუქტის გაყიდვაა. თუ საქართველოში უკრაინული ზეთი გაიაფდა, ეს გამოწვეულია გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმე გვეხმარება. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, ნავთობის, მეტალურგიული ნაწარმის ფასებმა დაიკლო. ზოგადად მსოფლიო ბაზარი გაიაფდა და ჩვენთან ფასების კლება ამანაც გამოიწვია. გაძვირდა სოფლის ყველი, ეს მოახლოებული ზამთრის გამო ხდება, რადგან წველადობა ჭირს. ქარხნული ყველი კი გაიაფდა, რაც მომხმარებლის შემცირებამ გამოიწვია. ფსიქოლოგიური ფაქტორი ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ომის შემდეგ, პროდუქტების დეფიციტზე მომხმარებლის შიშმაც იმოქმედა, ყველა ცდილობს მოიმარაგოს საკვები პროდუქტები და შესაბამისად ბაზარზე ბრინჯის, წიწიბურასა და მაკარონის მარაგი შემცირდა. გარდა იმისა, რომ რუსეთიდან ჩვენთან პროდუქტის შემოტანა არ ხდება, ბაზარზე ფასების ცვალებადობა, შეიძლება კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამოც იყოს გამოწვეული. უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი, რომელიც დოლარზეა ნაყიდი, ლარის კურსის ვარდნის გამო ფასების ზრდას გამოიწვევს".
არის მკვეთრი ვარდნის პირობები, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მიერ შემოთავაზებული ინფლაციისა და ფასების სამომავლო პროგნოზი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაიმედებელია. სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების უმრავლოსობა ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის. სუსტი ადგილობრივი წარმოების პირობებში უარყოფით სავაჭრო ბალანსი შემაშფოთებელ სახეს იძენს. ამ ფონზე, ეროვნული ვალუტის გაიაფება, ბუნებრივია, იმპორტული საქონლის გაძვირებას გამოიწვევს. "ინფლაციის დღევანდელი დონე და ოფიციალური მაჩვენებელი ცალკე საკითხია, მე მომავალში უფრო დიდ ინფლაციას ველი. დოლარის მკვეთრი გამყარება ლართან მიმართებაში აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას. მთავრობის წევრების ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ ლარი ბოლო პერიოდამდე ხელოვნურად იყო დაჭერილი, ახლა კი ის თავის რეალურ დონეს უბრუნდება და დავარდება, შეძლება ითქვას, უპასუხისმგებლოა. ამის საჯაროდ განცხადება დაუშვებელია, იმიტომ, რომ ინფლაციის ფსიქოლოგიური მდგენელი ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობაში უნდა არსებობდეს იმის განცდა, რომ ინფლაცია მართვადი იქნება", - აცხადებს თამაზ აქუბარდია.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48