საქართველო - "შერეკილების" პერსონაჟი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველო - "შერეკილების" პერსონაჟი
ნანახია: 907

"ვირუსებს ერიდე ვირუსებს, იცოდე, ეშმაკის მოგონილია ეგ!!!"
სამხრეთ კორეამ საქართველოდან წარმოებული კიბერშეტევა აღკვეთა. კორეის კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით ეს საინტერესო ინფორმაცია სააგენტოებმა ღეუსტერს-მა და Bლოომბერგ-მა გაავრცელეს. ინტერნეტშეტევა თექვსმეტი ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც კორეამ ხუთი ქვეყნის სახიფათო რესურსების ბლოკირება მოახერხა. მათ შორის თავად კორეიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და საქართველოდან. ამ ქვეყნებში ბაზირებულმა საიტებმა ვირუსული კოდები გაავრცელეს. პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის სამიზნეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და კორეის პრეზიდენტის აპარატიც იყო, თვითლიკვიდირება ათ ივლისს უნდა დაეწყო და კომპიუტერების მყარი დისკების მეხსიერება წაეშალა. შეტევა ძირითადად სამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების საიტებზე განხორციელდა.

საქართველო ბედნიერია
უკვე კიბერტერორისტების სიაში მოხვედრილი საქართველო, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში სამოცდამეთორმეტე ადგილზე დამკვიდრდა. რეიტინგი შეფასების სამი კრიტერიუმით შედგა: რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა თავის საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებით, როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლოგიური მდგომარეობა. ბრიტანული New Economics Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა სამშობლოში ცხოვრებით უკმაყოფილოა და ქვეყნის ქულა ამ მაჩვენებლით აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელსაც კი ჩამოუვარდება. შედარებით კარგია საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო სტატისტიკა - 71 წელი - და ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თითქმის მაქსიმალური ქულით შეფასდა.

საქართველო, "რაფერ გოუსწორებ თვალს" ვალებს?!
"ბედნიერი საქართველოს" საგარეო ვალი, წინა წლის ივნისთან შედარებით, 44%-ით არის გაზრდილი. 2008 წლის დასაწყისთან შედარებით კი 70%-ს აჭარბებს. ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვალის მოცულობა 4.849.000.000 ლარს შეადგენს. ვალის ზრდა გასულ თვეში 66.000.000 ლარი იყო, საიდანაც 32.000.000 მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდის, 4.5 მლნ. საფრანგეთზე, 3.000.000 კი გერმანიაზე.

დონორებს ფული აღარ აქვთ, "ამიტომ ჩავალთ ახლა ჩვენ სირბილაძესთან" და 165.000.000 დოლარს გამოვართმევთ
"პრასი არ გვინდა, გვაქვს"

2009 წლისთვის დონორებისგან მისაღები საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილი საქართველომ შესაძლოა ვერ მიიღოს. საუბარია ევროკომისიის მიერ გამოსაყოფ ფინანსურ დახმარებაზე, რომლის ბედი, ევროპული ორგანიზაციის ხარჯების შემცირების გამო, ჯერ გაურკვეველია. მსოფლიო ბანკისა და გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების განაწილებას ასახავს, აღნიშნულია, რომ 2009 წელს საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით 450.000.000 დოლარი უნდა მიეღო, საიდანაც ნახევარზე მეტი ევროკომისიაზე მოდის. ამასთან ევროკომისიის გარდა, ორმა დონორმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა საბიუჯეტო დახმარების ოდენობა გაზარდეს და ეს თანხა ჯამში 165.000.000 მიაღწევს.
გაერო და მსოფლიო ბანკი პოსტკონლიქტურ პერიოდს დონორების მიერ თანხების გამოყოფისა და მთავრობის მისი ათვისების კუთხით, დადებითად აფასებენ. ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ ხუთი თვის პერიოდში საქართველოსთვის დაახლოებით 557.000.000 დოლარის დახმარება გამოიყო, აქედან 380.000.000 ბიუჯეტში მიიმრთა. მიმდინარე წლისთვის მთავრობის მთავარ ამოცანად დონორები ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენილი 4.700 ოჯახის სახლებით უზრუნველყოფას ასახელებენ.

ფასები იზრდება, სტატისკიტს დეპარტამენტი ინფლაციას არ აღიარებს - "რას გასწავლიდნენ ბიჭო, გიმნაზიაში?!"
ინფლაციის წლიური მაჩვენებლი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც იზრდება. ოფიციალური სტატისტიკით ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0.1%-ით 2.3%-მდე გაიზარდა. წლის მანძილზე ყველაზე მეტად, 12%-ით, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები გაძვირდა. 6%-ით მოიმატა სურსათის ფასმა, თითქმის 9%-ით გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების ფასები. მნიშვნელოვნად გაიაფდა ტრანსპორტი და საოჯახო ნივთები. ოფიციალური სტატისტიკით, ივნისში ქვეყანაში უმნიშვნელოდ გაძვირდა სურსათი, ალკოჰოლური სასმელები და ჯანდაცვის ხარჯები, რაც ტანსაცმელზე, კომუნალურ გადასახადებსა და საოჯახო ნივთებზე ფასების კლებამ დააბალანსა.

კრიზისმა მცირე საწარმოების საქმიანობა, ერთაოზ ბრეგვაძის ბიზნესს დაამსგავსა, -"გაყიდი თაფლს, იყიდი დედალს,..."
ფინანსურმა კრიზისმა კი ყველაზე მეტად მცირე საწარმოები დააზარალა. შარშანდელთან შედარებით მცირე საწარმოთა ბრუნვა 34%-ით 210.000.000 ლარამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით მცირე ბიზნესი საწარმოთა ბრუნვის მხოლოდ 5.8%-ს იკავებს. სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვა კი წლევანდელი პირველ კვარტალში ჯამში 18%-ით შემცირდა და 3.648.000.000 ლარი შეადგინა. ბრუნვის 86.6%-ი მსხვილი ბიზნესია, საშუალო საწარმოებს კი 7.6%-ი უკავია. საქმიანობის მიხედვით კი მთლიანი ბრუნვის თითქმის 44%-ი ვაჭრობის სფეროზე მოდის, 17%-ს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა იკავებს, 14%-ს კი მრეწველობა. მთლიან ბრუნვაში ყველაზე მკვეთრად - 5%-მდე - სამშენებლო სექტორის წილი შემცირდა.

ერთაოზ ბრეგვაძის მდგომარეობაში 232.000 ქართველია, - ქონებას მევალეები წაიღებენ, . . .
ივნისის შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. "კრედიტ ინფოს" ურჩი გადამხდელების მონაცემთა ბაზაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ 36.000 ჩანაწერი გაკეთდა. შესაბამისად, ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 232.000 შეადგინა. მონაცემების ასეთი მკვეთრი ზრდა ბანკების მიერ ურჩი კლიენტების საკრედიტო ბარათების დაბლოკვამ გამოიწვია. ბანკებმა ბაზაში ის კლიენტებიც შეიყვანეს, ვინც საკრედიტო ბარათზე წარმოქმნილ დავალიანებას დროულად ვერ ფარავს. სულ `კრედიტ ინფოს~ ბაზაში 509.000 ფიზიკური და იურიდიული პირია მოხვედრილი, თუმცა მათგან რამდენ პიროვნებაზეა გაკეთებული ნეგატიური ჩანაწერი "კრედიტ ინფოში" არ აკონკრეტებენ.
მიმდინარე კვირას საბოლოოდ გაირკვა, რომ ბანკებში გირაოდ ჩადებული ქონების ჩამორთმევა არ გამარტივდება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც კომერციულ ბანკებს იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევას უმარტივებდა, პარლამენტმა დაიწუნა. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება ბანკებს საშუალებას მისცემდა კრედიტის დროულად არდაფარვის შემთხვევაში, გირაოში ჩადებული ქონება მფლობელის თანხმობის გარეშე, პირდაპირ საჯარო რეესტრში გადაეფორმებინა. დღეს მოქმედი კანონით კი ქონება ბანკის მფლობელობაში მხარეთა შეთანხმების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გადავიდეს. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ კანონში მთავრობის შეთავაზებული ცვლილების შესვლა არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

"ნეტა ეს "შავი კაცი" ვიღა არიის?!"
მიმდინარე კვირასვე "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვაზე მისმა მფლობელმა ყაზახურმა სახელმწიფო "ყაზმუნაი გაზმა" უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ყაზახური კომპანია ფასის განსაზღვრაზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ "ყაზტრანს გაზ თბილისში" ჩადებული 200.000.000 დოლარის ამოღებას შეძლებს. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის ყველაზე რეალური მყიდველი აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარია", რომელიც საქართველოში 22 გაზგამანწილებელ ქსელსა და სოციალური გაზის განაწილების ფუნქციას უკვე ფლობს. "ყაზმუნაი გაზი" კი "თბილგაზში" 2005 წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე დაგროვილი 80.000.000 დავალიანების გასტუმრებაზე მუშაობს. ცენტრალური ოფისი შვილობილ კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნასაც არ ეთანხმება და დავალიანების დაგროვებას ეკონომიკური კრიზისით ხსნის – კრიზისით, რომელიც მას საბოლოოდ "თბილგაზის" გაყიდვასაც აიძულებს.

"ნაბუკო" - ცათმფრენი, რომელიც წაგვიყვანს მარგალიტამდე
კრიზისისა და სხვა ხელისშემშლელი გარემოებების გამო არაერთგზის გადადებული "ნაბუკოს" პროექტის რეალიზაციაზე მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა 13 ივლისს ანკარაში მოხდება. ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება იმ ქვეყნების სარგებელი, რომელთა ტერიტორიაზეც მილსადენი გაივლის. "ნაბუკო" კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით ითვალისწინებს. ამ ქვეყნებიდან ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს თურქეთი აყენებდა და ტრანსპორტირებული გაზის 15%-ს ითხოვდა. მხარეთა შორის კონკრეტული უთანხმოება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც ხელს 12 ქვეყანა მოაწერს. ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა გაიწეროს პროექტის მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათების რეჟიმი და მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებები. "ნაბუკოს" პროექტი 800.000.000.000 დოლარამდეა შეფასებული. მილსადენის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება. მისი გაზით დატვირთვა კი 2014 წლისთვის იგეგმება და რუსეთის გვერდის ავლით ევროპის გაზმომარაგებას ისახავს მიზნად.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48