ირაკლი კოვზანაძე მართალი აღმოჩნდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ირაკლი კოვზანაძე მართალი აღმოჩნდა
ნანახია: 1036

ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოტანას, რამდენიმე ექსპერტი არასწორად მიიჩნევდა. ყველაზე რეზონანსული პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის პოზიცია იყო. მმართველმა გუნდმა ბენდუქიძე-გურგენიძე-ნოღაიდელის დაჟინებული მოთხოვნით ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოიტანა, გაუერთიანა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს და ერთიანი მეგარეგულატორი შექმნა. კოვზანაძემ მაშინ მოახერხა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის მეტნაკლებად შენარჩუნება და ინფლაციაზე ეროვნული ბანკის გარდა მთავრობის პასუხისმგებლობის განსაზღვრაც, მაგრამ ვერ შეძლო სებ-ში ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნება. სხვა საკითხია, რისთვის სჭირდებოდა ამ სამეულს (ბენდუქიძე-გურგენიძე-ნოღაიდელი) მთავრობისთვის ბანკების ზედამხედველობის ფუნქციის უშუალოდ დაქვემდებარება, ეს სხვა საუბრის და განსჯის თემაა. მთავარი ისაა, რომ ეს ცვლილება ყველა მეტნაკლებად ცნობილმა ქართველმა ექსპერტმა და უცხოელმა დამკვირვებელმა ეროვნული ბანკის დასუსტებისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად შეაფასა.
... და აი, დღეს, ყოველგვარი, რამდენადმე საფუძვლიანი განმარტებების გარეშე, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს შეუერთდა, ანუ მის სტრუქტურაში დაბრუნდა.
იყო კიდევ ერთი უცნაური ისტორია. კოვზანაძე საბანკო სისტემის საიმედოობის ასამაღლებლად და ბანკებისადმი ხალხის ნდობის გასაზრდელად დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის აუცილებლობის საკითხს აყენებდა. მას ეთანხმებოდა ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკების უმეტესობა, საბანკო ექსპერტები, მაგრამ ისევ მთავრობისა და ბენდუქიძის გააფთრებული წინააღმდეგობის გამო, ეს საკითხიც ჩავარდა.
.... დღეს ცნობილი ხდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ეროვნულ ბანკთან დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
ხომ აღმოჩნდა კოვზანაძე მართალი? მაშ რა ხდება?
ის პრიმიტიული ახსნა, რომ დღეს ვითარება შეიცვალა, მსოფლიო საფინანსო კრიზისმა და აგვისტოს ომმა ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და ამიტომ საჭიროა ცენტრალური ბანკის გაძლიერება და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა და სისულელეებია. - ეროვნული ბანკი და ზედამხედველობის სისტემა იქმნება არა სხვადასხვანაირად, ეკონომიკური აღმავლობის პერიოდისთვის სხვანაირად (ოლღა ბებიასი არ იყოს, დაუდგეთ თვალები, სად ნახეს ამ ქვეყანაში აყვავებული და აღმავალი ეკონომიკა) და სხვანაირად კრიზისის პერიოდის ეკონომიკისათვის, არამედ ყველანაირი სიტუაციისა და მოვლენათა ყოველგვარი განვითარებისთვის. აღმავლობის პერიოდში, თუ ასეთი რამ რეალურად ეღირსა ეკონომიკას, და არა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დახატული ციფრებით, ასეთ დროს, ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ძლიერდება და თადარიგს იჭერს მოვლენათა არასასურველი გზით განვითარების პერიოდისათვის.
ამდაგვარი აზროვნება შორს იყო არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბენდუქიძისა და მისი თანამოაზრეებისთვის. მათი მიზანი იყო ეროვნული ბანკის დასუსტება, დაშლა, ფაქტობრივი ლიკვიდაცია და სადღაც ქუთაისში ან ოზურგეთში გადატანა.
ამას ისევ და ისევ კოვზანაძე ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც დაპირისპირება ბენდუქიძე-გურგენიძე-ნოღაიდელსა და მას შორის გაღრმავდა და სახელისუფლო განხილვების საგანი გახდა. ბენდუქიძე ვერ ეგუებოდა მაღალი რანგის პროფესიონალად აღიარებული და პოლიტიკურ დაჯგუფებებს გარეთ მდგომი, კომპეტენტური თვალსაზრისის არსებობას პარლამენტში.
გამარჯვება დროებით ბენდუქიძემ იზეიმა. მან ნოღაიდელთან ალიანსში მიაღწია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - რომან გოცირიძის გადაყენებას, სებ-ში დამყოლი და მორჩილი დავით ამაღლობელის ფაქტობრივ გაპრეზიდენტებას, ეროვნული ბანკიდან მარეგულირებელი ფუნქციის გატანას და ფინანსური მეგარეგულატორის შექმნას. ამით სახელისუფლო დაჯგუფებამ მიაღწია ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე და ბანკებზე, ფინანსური ნაკადების მოძრაობაზე სრულ და მონოპოლიურ კონტროლს.
უცნაური იყო დეპოზიტების დაზღვევის ისტორიაც. სავალუტო ფონდის მისიის ფონდის წევრები ადასტურებენ, რომ პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი გამონაკლისია, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ მოქმედებს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ფინანსური და პოლიტიკური რისკებით ხასიათდებიან. 2006 წლისთვის მზად იყო ეროვნულ ბანკთან ერთად კოვზანაძის მიერ შემუშავებული პროექტი და "გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკმა" 4 მლნ. ევროც გამოყო დეპოზიტების დაზღვევის ფონდში პირველი შენატანისთვის. თუმცა, მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა მაშინ მიზანშეწონილად არ მიიჩნია და ეს თანხა ბათუმის წყალკანალიზაციის სისტემაში "ჩაირეცხა".
პროექტის მიხედვით, თითოეული დეპოზიტარის ანაბრიდან 5000 ლარი დაიზღვეოდა. ასე იყო გათვალისწინებული საწყისი ეტაპისთვის. ეს განაკვეთი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, რუსეთში იგი 750 000 რუბლია, აშშ-ში _ 250 000 დოლარი. განაკვეთი ერთ მოსახლეზე მშპ-ს წილის მიხედვით, გარკვეული კოეფიციენტით გამოითვლება.
ირაკლი კოვზანაძე ყველა დონეზე დაჟინებით იმეორებდა, რომ "ქვეყნის ფინანსური სექტორის მდგრადობას 3 მახასიათებელი განაპირობებს _ ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მოქნილი ზედამხედველობა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემა". სამწუხაროდ, მას არავინ უსმინა. ეროვნული ბანკის დასუსტებისა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არარსებობის მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალური და თვალსაჩინო გახდა აგვისტოს საომარი მოქმედებებისას, როცა ბანკებიდან დეპოზიტარებმა დღენახევარში ერთბაშად 400 მლნ-მდე ლარის დეპოზიტები გაიტანეს და საბოლოო ჯამში ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემის მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარზე მეტით შემცირდა.
რატომ ვერ ჰგუობს საქართველოში პროფესიონალებს ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი? ეს პასუხგაუცემელი კითხვაა. დღეს კოვზანაძე "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ("ევრობანკის") წარმომადგენელია აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 3 ბანკში. მისი მონოგრაფია ახლახანს ინგლისურ ენაზე გამოიცა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბიბლიოთეკაში დევს. იგი ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში საბანკო სისტემების განვითარების პრობლემებს ეხება.
რატომ არ ეკითხება მთავრობა აზრს ასეთი რანგის სპეციალისტებს?
რატომ არავინ აგებს პასუხს ფინანსური მეგარეგულატორის წარუმატებულ შექმნასა და გაუქმებაზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არარსებობით მოქალაქეებისა და საბანკო სისტემისათვის მიყენებულ ზარალზე.
ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
ხელისუფლება კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კვალიფიციურ ექსპერტებს უნდა დაეკითხოს. მაგრამ, რა ვუყოთ, თუკი ასეთი ექსპერტები, ბოლო წლებში წესად დამკვიდრებული პოლიტიკის გამო, მას (ხელისუფლებას) უბრალოდ არაფერში სჭირდება.

ვაჟა ბერიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48