ინტრევიუ მერაბ კაკულიასთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტრევიუ მერაბ კაკულიასთან
ნანახია: 1113

- ბატონო მერაბ, ეროვნულმა ბანკმა ბოლო კვირის განმავლობაში 100 მლნ. დოლარი გაყიდა ლარის კურსის შესანარჩუნებლად, მაგრამ ბოლო დღეებში ადგილი აქვს ლარის დოლარის მიმართ მკვეთრ გაუფასურებას. ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბოლო - ორშაბათის სესიაზე ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ერთბაშად 16 თეთრით გაიაფება დაუშვა, რასაც პარასკევს ლარის კურსის 5 თეთრით დაწევა უსწრებდა წინ. თქვენი ახსნა - რა ხდება და როგორია ლარის პერსპექტივა?
- ლარის მკვეთრი გაუფასიურება მოსალოდნელი იყო, რადგანაც სავალუტო ბაზარზე დოლარის სიჭარბის ხანგრძლივი ტენდენცია სექტემბრის ბოლოდან მისი მწვავე დეფიციტის ტენდენციით შეიცვალა. ამ დროიდან მოყოლებული კომერციულიმა ბანკებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს ბანკთაშორის ბირჟაზე დოლარის გაყიდვა და ბევრად გაზარდეს მასზე მოთხოვნა. ერთადერთი გამყიდველის როლში მთელი ამ ხნის მანძილზე ეროვნული ბანკი გამოდიოდა, რომელიც დიდი მოცულობის ინტერვენციებით ლარის კურსის ძალზე ნელა და შედარებით უმტკივნეულოდ დაწევას ცდილობდა, თუმცა დოლარზე მოთხოვნის მასშტაბის შემცირება მაინც ვერ მოხერხდა. ნათელი გახდა, რომ ლარის კურსის ახალი წონასწორული მნიშვნელობის მიღწევა ცოცვით დაღმასვლის ტაქტიკით ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების ხარჯვის თვალსაზრისით ერთობ ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მიღებული იქნა ნახტომისებრი დაღმასვლის გადაწყვეტილება, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ლარის ნახტომისებრი გაუფასურება, ცხადია, ძალზე არასასურველი იყო, თუმცა ეროვნულ ბანკს სხვა გზა უკვე აღარ ჰქონდა. რაც შეეხება ახალ წონასწორულ მნიშვნელობას, ეროვნული ბანკი თვლის, რომ იგი ერთ დოლარში 1.65 ლარის ნიშნულზეა, თუმცა დღეს უკვე ძნელი სათქმელია რამდენ ხანს იქნება ეს კურსი წონასწორული.
- რა ფაქტორებმა განაპირობეს დოლარზე მოთხოვნის ასე სწრაფი ზრდა?
- დოლარზე მოთხონის მკვეთრი ზრდის ტენდენცია აგვისტოს მოვლენების შემდეგ გამოიკვეთა. რუსულმა აგრესიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს და საზოგადოდ საქმიან აქტივობას. შედეგად იკლო როგორც კერძო საინვესტიციო, ისე სასესხო ნაკადებმა უცხოეთიდან. ამ ნაკადების შესუსტებას ხელი შეყწყო აგრეთვე სექტემბერში მსოფლიო ფინანსური კრიზისის უპრეცენდენტო გაღრმავებამ, რასაც სარისკო აქტივებიდან ინვესტორთა გაქცევის გაძლიერება და ექსპორტის პირობების გაუარესება მოჰყვა. ამასთან, აქამდე შემოსული უცხოური ფინანსური დახმარების მასშტაბი საკმარისი არ აღმოჩნდა საგადამხდელო ბალანსში წარმოქმნილი სავალუტო ნაპრალის ამოსავსებად. საბოლოო ჯამში მოხდა შიდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დეფორმაცია.
- კულუარული ხმების თანახმად, ეროვნული ბანკი აღარ აპირებს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებას, ან ამ ინტერვენციების მასშტაბების შემცირებას აპირებს.
- არა მგონია, რომ ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტოს ინტერვეციები, თუნდაც იმიტომ, რომ ორშაბათს მიღწეული საკურსო ნიშნულის დასამკვიდრებლად მას მაინც დასჭირდება ბანკთაშორის ბირჟაზე ვალუტის გაყიდვა. სხვა საკითხია ინტერვენციების მასშტაბი. დევალვაცია ძირითადად იმიტომ განხორციელდა, რომ დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულიყო და შესაბამისად ეროვნულ ბანკს კურსის შედარებით სტაბილურ დიაპაზონში შესანარჩუნებლად რეზერვებიდან გაცილებით ნაკლები ვალუტა დაეხარჯა. მიღწეული იქნა თუ არა ეს მიზანი, ამას დრო გვიჩვენებს. და თუ არ იქნა მიღწეული, ლარს დოლარის მიმართ ახალი წონასწორული მნიშვნელობის ძებნა მოუწევს.
- რა ხდება ინფლაციის თვალსაზრისით საქართველოში, ლარის გაუფასურების პროცესი რა ზეგავლენას მოახდენს ფასების დინამიკაზე?
- ლარის დევალვაციას წინ უსწრებდა ოფიციალური ცნობა ოქტომბერში წლიური ინფლაციის 7 პროცენტის დონეზე დასვლის შესახებ (სექტემბერში ანალოგიური მაჩვენებელი 10.6 პროცენტი იყო, აგვისტოში კი – 12.8 პროცენტი). როგორც ჩანს, ამ ცნობამ ერთგვარად გაადვილა ლარის კურსის მკვეთრი დაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ისტორიულად ყოველთვის თან სდევდა სამომხმარებლო ფასების ზრდა. ამჯერადაც ასე იქნება: თუ ინფლაციის ზემოთ მოყვანილი მონაცემის რეალურობაში ეჭვს არ შევიტანთ, სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა ლარის დევალვაციის გავლენით ალბათ კვლავ გადასცდება 10 პროცენტიან ნიშნულს, რასაც სეზონური ფაქტორიც შეუწყობს ხელს.


საუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48