ლომბარდები – გაჭირვების ტალკვესი, თუ თაღლითობა დღისით–მზისით და ღამითაც » ბანკები და ფინანსები

ლომბარდები – გაჭირვების ტალკვესი, თუ თაღლითობა დღისით–მზისით და ღამითაც

მთავარიფინანსები 10.08.2013

ლომბარდები – გაჭირვების ტალკვესი, თუ თაღლითობა დღისით–მზისით და ღამითაცოქრო წლიურ მინიმუმ 24%, ხოლო ტექნიკა წლიურ 360%–ად

სალომბარდო ბიზნესი ფინანსური მომსახურების ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც კრიზისის ფონზე საქართველოში ერთ–ერთ მომგებიან საქმედ იქცა. ძვირფასი ნივთის დაგირავება შეიძლება დღე–ღამის ნებისმიერ დროს, ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე. ხალხს უჭირს. ყოველდღიურობის გასატანად და მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს ლომბარდს და ოქროსა და ვერცხლის ნივთებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აბარებს.

ფინანსური კრიზისის შემდეგ ბანკები კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემის წინაშე დადგნენ, რის გამოც მათ საგრძნობლად შეზღუდეს სესხების გაცემა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახდა საბანკო კრედიტი. ასევე კრედიტების დაუბრუნებლობის გამო ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ”კრედიტინფოს” შავ სიაში მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის და შედარებით იაფი საკრედიტო რესურსით სარგებლობის საშუალება. ბუნებრივია, ამ ფაქტორების გამო, სალომბარდო მომსახურებაზე მოთხოვნა ერთიორადაა გაზრდილი. ლომბარდებს კლიენტურა გაუზარდა იმანაც, რომ ომისა და ეკონომიკურმა კრიზისის ფონზე მომხმარებლის საკმაოდ დიდ ნაწილს ბანკების დავალიანების ყოველთვიურ რეჟიმში, გრაფიკის შესაბამისად დაფარვა გაუჭირდა. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები იმისთვის აგირავებენ ლომბარდში ძვირფას ნივთებს, რომ ბანკის ვალი დროულად დაფარონ და დამატებითი საურავი და ჯარიმა თავიდან აიცილონ.

ლომბარდში იოლია, არც კრედიტ–ოფიცერი გიყურებს გამომცდელი მზერით, არც საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებას მოელი ნერვული სტრესის ქვეშ, არც `იურიდიული აისბერგებით" სავსე საკრედიტო ხელშეკრულების დეტალურად კითხვა და მისი შესწავლა გიწევს (თუმცა, რა აზრი აქვს? – თუ სესხს გიმტკიცებენ, შეფარული განაკვეთების, დამტკიცების საკომისიოს, გატანის საკომისიოს, შემოტანის საკომისიოს, წინასწარ დაფარვის საკომისიოს, მომხიბვლელი ღიმილის საკომისიოს, ხელის ჩამორთმევისა და ხელის დაქნევის საკომისიოს, ანუ ბანკის მხრიდან ცალმხრივი სრული და უპირობო კარტბლანშის გამო მასზე უარს ცოტა თუ ამბობს) და თანხის მისაღებად დროც ცოტა გჭირდება. მერე რა, რომ საპროცენტო განაკვეთი დამზაფვრელად დიდია. როცა ფული დღეს, აქ და ახლა გჭირდება, პროცენტი რას მიქვია?!..

ლომბარდმა რომ გამართულად იმუშაოს, როგორც პრაქტიკა ამბობს, საწყის კაპიტალად ნახევარი მილიონი ლარი მაინც ესაჭიროება. საკმაოდ დიდი თანხაა საიმისოდ, რომ მისი მობილიზება ადამიანმა დამოუკიდებლად, ბანკის სესხის გარეშე მოახერხოს. მით უფრო, როცა საუბარი ქსელურ ლომბარდებზეა.

კლასიკური სქემა ბანალური და მარტივია და ასე გამოიყურება: ლომბარდი სესხს იღებს ბანკში და სწორედ ამ რესურსით მუშაობს. გამსესხებელი მხარის ყველა სუბიექტი, ანუ ბანკიც და საკუთრივ ლომბარდიც მყარად არიან უზრუნველყოფილი ოქროს ვერცხლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩამბარებლის აქტივით. ლომბარდები სიხარულით ითვისებენ იმ საბანკო საკრედიტო რესურსს, რასაც ბანკები შედარებით მაღალრისკიან ბიზნეს, იპოთეკურ თუ სამომხმარებლო კრედიტებში ვეღარ ანთავსებენ მათთვის სასურველი მოცულობით. ცხადია, ლომბარდები ამ ფულს მომხმარებელზე გაცილებით ძვირად, 2–ჯერ და 3–ჯერ უფრო ძვირად ჰყიდიან.

საპროცენტო, ანუ საფასო პოლიტიკა თითქმის ყველა ლომბარდს ანალოგიური აქვს. ოქროზე თვეში 2 დან 5 პროცენტამდე (რაც წლიურ 24–60 %–შეადგენს), ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 10 დღეში გაცემული თანხის 10 %. ეს უკანასკნელი არნახულად დიდი საპროცენტო განაკვეთია და ოდნავი შეფერხების შემთხვევაშიც კი ნივთის ჩამბარებელი ფაქტობრივად განწირულია, რომ ნივთს ვერ გამოისყიდის, რადგან საამისოდ საჭირო თანხამ შესაძლოა 1-2 თვეში ამ ნივთის საბაზრო ღირებულებასაც კი მიაღწიოს.

თავის მხრივ, ოქროზე პროცენტის სიდიდე იამზეა დამოკიდებული, თუ რა პირობას ირჩევს მომხმარებელი. თუ იგი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გატანილი თანხის 0,5 %–ის გადახდაზე თანახმაა, მაშინ შეუძლია ბაზარზე ყველაზე იაფი, თვეში 1,5–2 %–იანი განაკვეთით ისარგებლოს. თუ იცის, რომ შესაძლოა შენატანი რამდენიმე დღიტ დაყგვიანდეს, მაშინ მას ურჩევნია უჯარიმო, მაგრამ თვეში 2,5 %–იანი, ზოგჯერ კი 3 % და 5 %–იანი განაკვეთიც კი აირჩიოს. თავად განსაჯეთ, – მაგალითად 500 დოლარიანი სესხით სარგებლობისას, თუ 7 დღით დაგიგვიანდათ %–ის გადახდა, ნაცვლად 7,5 ერთეულისა, მოგიწევთ ამ 7,5 ერთეულს კიდევ საჯარიმო 17,5 ერთეული დაამატოთ, რომ გრაფიკს დაეწიოთ.

თუკი ძვირფასი ლითონის, განსაკუთრებით ოქროს გირაოს ქვეშ, ლომბარდები, როგორც წესი, მაღალ, თითქმის 90%იან შეფასებით გასცემენ სესხებს, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გირაოს შემთხვევაში. აქ შეფასება ნივთის საბაზრო ღირებულების 30–40 %–ს არ ცდება, ხშირად უფრო დაბალიც კი არის.

ხშირად ისმის კითხვა, არიან თუ არა ლომბარდები ორიენტირებულნი გირაოს გაყიდვაზე და არის თუ არა ეს მათი დამატებითი შემოსავლის წყარო. ჩვენთან საუბარში ქსელური ლომბარდის ,,კრედიტ სერვის +"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნაზი კანდელაკი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა მათ ინტერესში არ შედის. ,,მართალია, ბიზნესი ბიზნესია, მაგრამ ჯერ ერთი ადამიანები ვართ და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი ვინმეს რამე გავუყიდოთ. ამასთან, კომერციული თავლსაზრისით იმას, რომ გირაოს გაყიდვა ჩვენს ინტერესში არ არის, თავისი მიზეზიც აქვს. მრავალგზის გაფრთხილების და შეხსენების შემდეგ ჩვენ ვაფასებინებთ ექსპერტ შემფასებელს ოქროს ნივთებს, რომლის %-საც მსესხებელი ვეღარ ემსახურება. რა შეფასებასაც მოგვცემს იმ ფასად ვყიდით ოქროს და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგ, თუკი რჩება, თანხას ვუბრუნებთ კლიენტს. ერთ ერთი მოტივი რატომაც არ გვაწყობს რეალიზაცია არის ისიც, რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს ოქრო, ჩვენ კი, ვთქვათ, იმ წუთშივე მისაღებ ფასს შევამცირებთ მაგრამ, რაც მიღებული ოქრო გვაქვს იმისი რეალიზების დრო თუ დადგა რა თქმა უნდა უკვე ზარალშიც ვიქნებით. პირდაპირ გეტყვით, რომ არ აწყობს ეს სისტემა ჩაბარებული ოქროს რეალიზაციაზე არ არის ორიენტირებული”. – ამბობს ,,კრედიტსერვის +"-ის წარმომადგენელი

ახლა თავად გადაწყვიტეთ რა აუცილებლობის შემთხვევაში გიღირთ ასეთი ძვირი საკრედიტო რესურსით სარგებლობა. და თუ მაინც გარდაუვალი აუცილებლობის გამო თქვენს ნივთთან დროებით თუ სამუდამოდ გამოთხოვება გიწევთ, ,,ბ&ფ" ბაზარზე სადღეისოდ არსებულ ვითარებას გაგაცნობთ: ბოლო ორი თვის განმავლობაში ოქროზე ფასები კლებადი ტენდენციით ხასიათდება, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშიროსო ბაზრებზე. თუ 958 სინჯის ოქროს ნაკეთობა უნდა ანდოთ ლომბარდს, მასში გრამში 65-70 ლარს გადაგიხდიან. ბაჯაღლო ოქროს ჩაბარების ფასი 64–66 ლარია, ხოლო ერთ გრამ 583 სინჯიან ოქროში ლომბარდები 30–33 გადაგიხდიან. თუ იმთავითვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ თქვენს ნივთს ვერ დაიხსნით, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ოქროს ბირჟაზეც ჩააბაროთ. როგორც ოქროს ბირჟის ერთ–ერთმა გამოცდილმა მოვაჭრემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მართალია, ლომბარდებმა ოქროს ჩაბარების ფასები საკმაოდ გაზარდეს, რათა გარკვეული სახის კონკურენცია გაეწიათ ბირჟაზე მოვაჭრე სუბიექტებისთვის, მაგრამ ბირჟაზე ჩაბარებისას მცირედით, მაგრამ მაინც მოგებული შეიძლება დარჩეთ. ` ხალხი ძალიან განიცდის ფულის დეფიციტს, ოქროს იქ აბარებენ, სადაც უფრო მეტს გადაუხდიან, ხალხი ოქროს აღარ ყიდულობს, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა, როგორიცაა ქორწილი და ნათლობა, არ არსებობს~ – მისივე თქმით ზაფხულის სეზონზე ოქროზე მოთხოვნა ისედაც ხასიათდება სეზონური შემცირების ტენდენციით, თუმცა მთავარ ფაქტორად, მაინც მოსახლეობის მსყიდვეელობითი უნარი საკმაოდ შემცირება რჩება.


შოთა გულბანი



113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან

ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება
ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

22.04.2014 · ბიზნესი
ქართველ ავტოდილერებს მორიგი ”სიურპრიზი” ელით.

ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება
ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება

22.04.2014 · ბიზნესი
პროექტის განხორციელებას კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს

არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს

22.04.2014 · ფინანსები
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში გეგმავს ინვესტირების გაგრძელებას.

„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს
„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს

22.04.2014 · ეკონომიკა
„რუსჰიდროს“ კაპიტალში 40 მილიარდი რუბლის ჩადებას „როსნეფტეგაზი“ გეგმავს.

პრემიერი ახალი ინიციატივით გამოდის – „თითო რაიონი - თითო პროდუქტი“
პრემიერი ახალი ინიციატივით გამოდის – „თითო რაიონი - თითო პროდუქტი“

22.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოს ყველა რაიონში საწარმოები აშენდება.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის და მეგა სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გეგმავს
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის და მეგა სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გეგმავს

22.04.2014 · ბიზნესი
„თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარი მეგაპროექტების დეტალებზე ტელეარხ „მაესტროზე“ საუბრობს