USAID-ი ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : USAID-ი ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს
ნანახია: 720

ფინანსთა სამინისტრომ და ამერიკის განვითარების სააგენტოს ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს, რომელიც სამინისტროს საინფორმაციო სისტემის სრულყოფისთვის ბოლო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებს მოიცავდა. ამ პროექტს მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი უძღვებოდა. ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად USAID-ის ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტის წარმომადგენელმა სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავეს:
1) ყველა სახის გადასახადის ელექტრონულად გადახდის უზრუნველყოფა;
2) ერთიანი ანგარიშგების სისტემის შექმნა, საბაჟო, საგადასახადო და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე დაყრდნობით;
3) გასაჩივრების ახალი, ავტომატიზირებული მართვის სისტემის შექმნა.
ელექტრონული გადასახადი გადამხდელებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ამცირებს და ხელს უწყობს გადასახადების ნებაყოფლობით გადახდას. ასეთი სისტემა ამცირებს საგადასახადო ტვირთს, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დანახარჯებს. ამ დროისთვის ელექტრონულ მომსახურებაზე 6 404-მდე გადამხდელია დარეგისტრირებული. ცენტრალური ანგარიშგების სისტემის მოდერნიზება მონაცემთა სანახის განახლებას გულისხმობს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ოთხი მთავარი წყაროდან: საგადასახადოდან, საბაჟოდან, ხაზინიდან და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან. იგი საშუალებას მისცემს სამინისტროს მენეჯერებს, მიიღონ კარგად ორგანიზებული ინფორმაცია შემოსავლების შესახებ, რომელიც მათ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ეს მოდერნიზებული ავტომატიზირებული სისტემა შეამცირებს დაგვიანებებსა და უზუსტობებს სისტემაში დავების განხილვის კუთხით. ის გადამხდელებს მათი საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ოპერატიულ შეტყობინებებს მიაწვდის. ასეთი სისტემა უფრო ეფექტურს გახდის დავების განხილვის პროცესს.

ანი გუმბერიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48