ნანახია: 733
2009 წლის ივლისიდან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე „გეგუთის“ ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი ამოქმედდა. საბაჟოს მშენებლობა 2007 წლის ნოემბერში დაიწყო და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გაწეული სამუშაოს ღირებულებამ, დაახლოებით 900.000 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებზე 50-მდე მუშახელი დასაქმდა, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც ყველა საბაჟო ინფრასტრუქტურა, გეგუთის საბაჟო-გამშვები პუნქტიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, შემცირებულია ადმინისტრაციული ბარიერები, გამარტივებულია საბაჟო პროცედურები. თანამედროვე სტანდარტების საბაჟო ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამოქმედო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ბიზნესაქტივობის გაზრდას ქვემო ქართლის რეგიონში, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ტურისტული ნაკადის მატებას, ასევე საინვესტიციო გარემოსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
|