ნანახია: 613
"საქართველოს ბანკმა" "სტუდენტური ბარათის" მფლობელი 20 სტუდენტი დააჯილდოვა. სტუდენტები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. გამარჯვებული ოცივე სტუდენტი ბანკისგან სამი თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს. "სტუდენტური ბარათი", რომელიც ბანკმა 16 მარტს გამოუშვა, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით, თბილისის მეტროსა და ავტობუსით მგზავრობისას ისარგებლონ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "სტუდენტური ბარათის" ანგარიშზე 100 ლარი, აშშ დოლარის ან ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს, ბანკი წლიურ სარგებელს არიცხავს - ლარში დაგროვილ თანხას წლიურ 10%-ს, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში- წლიურ 7%-ს. "საქართველოს ბანკი" ყოველ სამ თვეში ერთხელ 20 გამარჯვებულს სტუდენტს კვლავ გამოავლენს. გარდა ამისა მათთვის წამახალისებელი აქციები ჩატარდება, რომლის საშუალებითაც სტუდენტები მნიშვნელოვან შეღავათებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მიიღებენ.
თამარ ზედელაშვილი
|