მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ახალ პაკეტს გვთავაზობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ახალ პაკეტს გვთავაზობს
ნანახია: 712

აქცენტი საბანკო და სამშენებლო სექტორებზე კეთდება

რა არის ხელისუფლების მიზანი, სამუშაო ადგილების თუ საკუთარი ბიზნესების ან დონორების გადარჩენა. ამის ნათელსაყოფად შეადარეთ, მაგალითად, სამშენებლო სექტორში გამოყოფილი თანხიდან რამდენი დაიხარჯება ხელფასებზე და რამდენი სხვა მიმართულებით, რომელი სამშენებლო კომპანიები დაფინანსდება და რა ძალები მოიაზრება მათ მიღმა.
მთავრობამ 30 ივნისს ეკონომიკის სტიმულირების გეგმის პრეზენტაცია გამართა. ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ითავა. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობაც მრავალჯერ გადაიდო, მთავრობამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის მერიამ და მენაშენეთა ასოციაციამ მოამზადა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. ხელისუფლება გეგმას ნაზად და ალერსიანად "ეკონომიკის სტიმულირების პაკეტსაც" ეძახის და ანტიკრიზისულ პროგრამასაც. პაკეტია თუ პროგრამა, ერთი რამ ცხადია, "ანტიკრიზისული პროგრამა" ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, რომლის მსოფლიო საფინანსო კრიზისზე და საპროტესტო აქციებზე გადაბრალება შეუძლებელია. თუმცა ნაციონალური ტელეარხების ვარდისფერი ზღაპრების ფონზე, ანტიკრიზისული გეგმის გამოჩენა მაინც წინააღმდეგობრივი ნაბიჯია.
ახალი პაკეტი 6 პუნქტიანია და მისი მთავარი მიზანი მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირება, საბანკო სექტორის აქტივობის ზრდა და სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერაა. პაკეტით გათვალისწინებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 მლრდ. ლარს აღწევს.
პირველი პუნქტი ეხება სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას და მისი პრეზენტაცია თბილისის მერიამ ერთი დღით ადრე მოაწყო. ეკონომიკური სტიმულირების პირველი პუნქტის მიხედვით, მერია ახალაშენებულ ბინებს ავარიულ შენობებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის შეისყიდის. რომელ ბინებს? რომლებიც ხელისუფლებასთან შეკრულ სამშენებლო კომპანიებს ჰაერის სახით უკვე გაყიდული აქვთ? მენაშენეთა ასოციაციის და მთავრობის შეთანხმებით, დეველოპერები დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან კრედიტს გამოიტანენ, სანაცვლოდ ყველა იმ უბანში, სადაც მწვავე ავარიული მდგომარეობაა, დეველოპერები მოსახლეობის განსახლებაზე იზრუნებენ. ის თუ რა თანხის დარეზერვება მოუხდება სახელმწიფოს ბიუჯეტში, ეს პროექტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ სექტორში უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც მიმდინარე პერიოდში უმუშევრად არიან დარჩენილნი.
პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ძველ თბილისში მცხოვრებ 50 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს. პროექტში 40 სამშენებლო და დეველოპერული კომპანია მონაწილეობს, რომლებიც ჯამში 420 ათასი კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინებს დაასრულებენ. პროექტში მოსახლეობა ნებაყოფლობით მონაწილეობს, მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული მიიღებს, თუ არა მშენებლის შეთავაზებას.
ეკონომიკური სტიმულირების გეგმის მეორე მიმართულებაა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რომლითაც სახელმწიფო ბანკებიდან 260 მლნ. ლარამდე მოზიდვას და ამ თანხებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გეგმავს.
"დღეს საბანკო სექტორს და კერძო კომპანიებს აქვთ გარკვეული ფინანსური რესურსი, რომელსაც არსებული მაღალი რისკების გამო არ ხარჯავენ. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც ეკონომიკაში არ მონაწილეობს. სწორედ ამ ჭარბი თანხების ეკონომიკაში დასაბრუნებლად მთავრობა იწყებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, რაც, ერთის მხრივ, ბანკებს მისცემს საშუალებას მოზიდული პროცენტების სახით მიიღონ დამატებითი შემოსავალი, ხოლო, მეორეს მხრივ, მთავრობას ეძლევა საშუალება მოზიდული რესურსი დააბანდოს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და დაასაქმოს მოსახლეობა", - აცხადებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.
სტიმულირების გეგმის მესამე პუნქტი საბანკო სექტორის დახმარებაზე საქართველოს მთავრობის შუამდგომლობაა საერთაშორისო ინსტიტუტებთან _ მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საბანკო სექტორის მხარდაჭერისთვის დამატებითი 0,5 მლრდ. დოლარის გამოყოფა სთხოვა. გილაურის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკისგან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან საქართველოს საბანკო სექტორისთვის 200 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და სექტორი ამ რესურსს 9-12 თვის განმავლობაში მიიღებს. რაც, მთავრობის აზრით, დაეხმარება ეკონომიკას მომავალი წლის პირველ ნახევარში შეინარჩუნოს ზრდის ტემპი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა ამ წლის ბოლოს მიაღწევს. თუმცა, საინტერესოა, რომელ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზეა საუბარი, როცა დღემდე მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი არსებობს და არა თუ ზრდაზე, არამედ მის 1,5-2%-ით შემცირებაზეა საუბარი, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. როგორც ჩანს, ხელისუფლება მომავალი წლის დასაწყისში კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ელის.
ფინანსური პაკეტის მეოთხე პუნქტის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, - "იმის გამო, რომ საქართველოში მკაცრი საბანკო რეგულაციები მოქმედებს, საქართველოს ეკონომიკის ეს სექტორი ბოლო პერიოდში გადაურჩა დიდ რყევებს და შეძლო იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად წარმოიქმნა. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება მოვახდინოთ რეგულაციების გარკვეულწილად შემსუბუქება. საუბარია აქტივების შეწონის კოეფიციენტის 1,75%-დან 1,5%-მდე დაწევაზე, რაც ბანკებს, თავის მხრივ, გამოუთავისუფლებს 700 მლნ. ლარზე მეტ რესურსს და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საბანკო სექტორისთვის, რათა გაააქტიურონ სესხების გაცემის პროცესი".
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სტიმულირების გეგმის მეხუთე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან აფორმებს ხელშეკრულებას და მათ გაცვლითი კურსის რისკს უმცირებს. ეს ინსტრუმენტი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე კვირის წინათ აამოქმედა. მისი საშუალებით, სებ-ი კომერციულ ბანკებს უხსნის ვალუტის გაცვლითი კურსის რისკს, ხელს უწყობს მათ უცხოეთიდან თანხა მოიზიდონ, მიიღონ მეტი სარგებელი და გაზარდონ საკრედიტო პორტფელი. კურსი სავალუტო სვოპების საშუალებით იმის მიხედვით განისაზღვრება, რაც ამ ხელშეკრულებაში ჩაიდება.
საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას განცხადებით, ახალი ფინანსური პაკეტი საბანკო სექტორის სტიმულირებასთან ერთად ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებასაც მოახდენს. "მთავრობის მიერ შემოთავაზებული პაკეტით საუბარია ეროვნული ბანკის საზედამხედველო ნორმის შერბილებაზე. ეს დაახლოებით 700 მლნ. ლარს გამოათავისუფლებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორმა ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება დაიწყოს, რაც, ბუნებრივია, არამარტო საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია", - მიიჩნევს გვასალია.
გილაურის განმარტებით, სტიმულირების გეგმის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე მყისიერი არ იქნება. ზოგიერთი ღონისძიება შედეგს მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოიღებს, ნაწილი – 2-3 თვის განმავლობაში.
მთავარია ჩვენი ეკონომიკა ვარდნისგან ვიხსნათ. ეს რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა იქნას გამოყენებული. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ პროგრამით საკუთარ ბიზნესებს აფინანსებს, რამდენადაც საბანკო და სამშენებლო სექტორში ხელისუფლების დონორები და ფარული წილები მასშტაბურად არის წარმოდგენილი. ეს ასეა თუ არა, ამის ტაობაზე დისკუსია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48