მედოფის პირამიდა ჩამოიშალა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მედოფის პირამიდა ჩამოიშალა
ნანახია: 1321

მედოფის პირამიდა ჩამოიშალა

"გადაგდებულთა" შორის HSBC და Sosiete Generale-ც არიან

ქართული და ეგვიპტური პირამიდებისგან განსხვავებით, ამერიკული პირამიდები სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევიან. ხეოფსის და ხეფრენის პირამიდების მარადიულობის საიდუმლო ჯერაც ვერ ამოხსნა კაცობრიობამ. ასევე უცნობია ქართული პირამიდების დღეგრძელობის ჯადოსნური ფესვები, რატომაა, ვთქვათ, `ცენტრპოინტი~ ხელშეუხებელი და ეჭვმიტანილი, როდესაც ჰაერის გაყიდვით უზარმაზარი პირამიდა შეიქმნა, უზარმაზარი ქართული მასშტაბით, რასაკვირველია. დღეს "ცენტრპოინტი" და სხვა სამშენებლო კომპანია-პირამიდები ხსნას სახელმწიფოსგან და მისი ბიუჯეტისგან ელიან. მოგეხსენებათ, ამ კომპანიების უკან მაღალჩინოსნები დგანან, რომლებიც ზოგჯერ ამა თუ იმ კომპანიის საკონტროლო პაკეტსაც ფლობენ. აღარაფერს ვიტყვი ზოგიერთ ბანკ-პირამიდაზე, რომლებმაც ხელოვნური გაბერვით ქაღალდის ურჩხულები შექმნეს და რომელთა გადარჩენასაც ახლა ხელისუფლება გულმოდგინედ ცდილობს, რადგან ეს ბანკები მათ "საძმოს" ეკუთვნით.
სამაგიეროდ, ამერიკაში ყველა პირამიდა, ადრე თუ გვიან ინგრევა. მსოფლიო ეკონომიკა შეაზანზარა "ენრონის" სკანდალმა. მომავალი ეკონომიკური კატასტროფის პირველი სიგნალიც ეს იყო. ჯანსაღმა ამერიკულმა დემოკრატიამ "ენრონი" კი ამხილა და დაანგრია და დამნაშავეებიც დასაჯა, მაგრამ უფრო მასშტაბური რეციდივებისა და კატაკლიზმების თავიდან აცილება ვერ შეძლო.
კრიზისი სახეზეა. კრიზისს მისი გამომწვევი მიზეზების ძიება მოჰყვა. ახალი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი შემოქმედი და გენიოსი ლამის მსოფლიო საფინანსო კრიზისის მთავარ დამნაშავედ იქცა.
ყველაფერ ამის ფონზე, მედოფის პირამიდის კრახიც სავსებით ლოგიკურად გამოიყურება.
ნიუ-იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ბერნანდ მედოფს, მსოფლიოში უდიდესი ფინანსური პირამიდის შემქმნელს 150 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მედოფის საქმის ყველა ბრალდების ერთობლიობის გათვალისწინებით, პროკურორის მოთხოვნა სწორედ ასეთი გახლდათ. ბერნანდ მედოფის ადვოკატი, მისთვის 12 წლიან სასჯელს მოითხოვდა, რადგან განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მას დაახლოებით 13 წლის სიცოცხლე დარჩენია ამ ქვეყნად. ამიტომ ადვოკატმა სასამართლოს ჰუმანურობისკენ მოუწოდა, რათა ასაკოვანი დამნაშავე გათავისუფლების შემდეგ გარდაცვლილიყო.
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ დაამტკიცა განჩინება ბიზნესმენის ქონების კონფისკაციის შესახებ, რაც დაახლოებით 170 მილიარდ დოლარს შეადგენს. სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა მედოფის უამრავი მსხვერპლი. ისინი, ვინც დარბაზში ვერ მოხვდა, სასამართლოს მსვლელობას გარეთ დადგმული ტელეეკრანის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.
ბერნანდ მედოფმა თავი დამნაშავედ ბრალდების 11 პუნქტში ცნო. ის 20 წლის განმავლობაში ატყუებდა ინვესტორებს, შეექმნა რა 64 მილიარდიანი პირამიდა. მედოფი გარიგებებს არ დებდა. ის უბრალოდ რიცხავდა ფულს თავის საბანკო ანგარიშებზე. ახალი ინვესტორების ფულს თაღლითი ძველი შემომტანების პროცენტების გადასახდელად იყენებდა. მედოფი აყალბებდა დოკუმენტებს ფინანსური რესურსების ინვესტირების შესახებ. მოტყუებულ მეანაბრეებს შორის აღმოჩნდნენ არა მარტო ამერიკის შეძლებული მოქალაქეები, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებიც.

მედოფმა აღიარა და მოინანია
70 წლის მედოფს 64.8 მილიარდის თაღლითური გზით მითვისებაში ადანაშაულებენ. თუმცა, საქმე ისაა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო დაკარგული მილიარდების აღმოჩენა. პროკურორი, რომელიც ბრალდებებს წარმოადგენდა, აღნიშნავს, რომ ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი დანაკარგის მხოლოდ მცირე ნაწილი.
მედოფმა სასამართლოს მოუთხრო, რომ 20 წლის განმავლობაში ატყუებდა ინვესტორებს, რომ მას არ განუხორციელებია არანაირი ინვესტიცია და გარიგება, უბრალოდ რიცხავდა ფულს თავის საბანკო ანგარიშზე და მერე მის მცირე ნაწილს გასცემდა "ძველ კლიენტებზე" მოგების სახით. მოგვიანებით მან თანხა ნიუ-იორკიდან ლონდონში გადაქაჩა, რათა შეექმნა ბიზნესაქტივობის მოჩვენებითი სურათი.
ექსპერტების აზრით, მედოფის აფერისგან მთელს მსოფლიოში 3 მლნ-მდე ადამიანი დაზარალდა. მათმა მესამედმა დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია მის ფულს., რადგან ისინი პირდაპირ მედოფის ფონდში არ დებდნენ ფულს. მოტყუებულ მეანაბრეთა შორის აღმოჩნდნენ BNP Paribas, HSBC, Kredit Agrikole, Sosiete generale, Natixis, Nomura, Royal Bank of Scotlend, Unitcredit.

მედოფი და მსოფლიო კრიზისი
"სწრაფვამ მამონასაკენ არ იცის საზღვარი - არც სახელმწიფო და არც სოციალური" (ს. ელიშიანცი)

ბერნარდ მედოფის სახელი უკვე შევიდა მსოფლიო ეკონომიკურ ისტორიაში. მის მიმართ გამოყენებული ტიპური საინფორმაციო შტამპი "საუკუნის თაღლითი", მართალია პირველ ნომრად, მაგრამ მაინც მას გამოჩენილი თაღლითებისა და აფერისტების რიგში აყენებს. ეს კი შეცდომაა. "მედოფის აფერა"- ეს მიმდინარე მსოფლიო კრიზისის სანიშანსვეტო მოვლენაა.
რა გვაძლევს საფუძველს, რომ ბერნარდ მედოფი მიმდინარე მსოფლიო კრიზისთან დავაკავშიროთ?
პირველი - მედოფი ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჰეჯ-ფონდს, ჰეჯ-ფონდები კი მსოფლიო კრიზისის მთავარი სიმბოლოებია. მეორე - G-20-ის ნოემბრის დეკლარაცია ითვალისწინებს ბაზრების კონტროლის გაძლიერებას, მედოფის აფერამ კი ცხადჰყო, რომ ეფექტური კონტროლი ამ ბაზრებზე თვით ყველაზე კაპიტალისტურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს. მესამე, პირამიდების წარმოშობა კაპიტალის ჭარბწარმოების ბუნებრივი შედეგია, ამიტომ "მედოფის აფერა" გვაიძულებს მსოფლიო კრიზისს სხვანაირად შევხედოთ.

ნამდვილი ამერიკული ისტორია
მედოფი შვილებმა ჩაუშვეს
პირამიდა ცნობილმა ფინანსისტმა, 70 წლის ბერნარდ მედოფმა შექმნა. ის ვინმე უბრალოდ ტალანტი არ გეგონოთ. მედოფი გახლდათ ბირჟა NASDAQ-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და საინვესტიციო კომპანია (ბერნარდ მედოფ ინვესტმენტ სექიურითიზ) დამფუძნებელი. მედოფმა თავისი კომპანია დააფუძნა 1960 წელს. ხუთი ათასი დოლარით, რომელიც, მისივე სიტყვებით, სარწყავი მანქანების დაყენებითა და მაშველად მუშაობით გამოიმუშავა. თავის დროზე მედოფი აქტიურად მუშაობდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ლიდერთა ეროვნულ ასოციაციაში. მისი ფირმა ერთ-ერთია იმ ხუთი კომპანიიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სავაჭრო სისტემის - ”ნასდაკ სტოკ მარკეტ”-ის შექმნაში. 90-იანი წლების დასაწყისში მედოფი NASDAQ-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და დღემდე რჩება დანიშვნების კომიტეტის წევრად.
მსოფლიო პრესაში აფერა მას შემდეგ მოხვდა, რაც გახმაურდა მედოფის შვილებთან საუბრის შინაარსი, რომლებმაც ის გაყიდეს. მედოფმა შვილებს უთხრა, რომ კლიენტებმა მოითხოვეს მათთვის 7 მილიარდი დოლარის დაბრუნება, მაგრამ მან ვერ შეძლო ამ ფულის შეგროვება. თანამშრომლები, რომლებმაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეატყობინეს მედოფის გულახდილობის დეტალები, იყვნენ მისი შვილები - მარკი და ენდრიუ. ფაქტობრივად მედოფმა აღიარა, რომ შექმნა გიგანტური პირამიდა, სადაც შემოსავალს იღებდნენ ისინი, ვინც პირველებმა შეიტანეს ფული. ეს შემდგომი პერიოდის ინვესტორების ფინანსური რესურსების ხარჯზე ხდებოდა.
მედოფის პირამიდის მსხვერპლთა სრული სია 162 ფურცელს მოიცავს. მედოფის ჰეჯ-ფონდის ლიკვიდაციამ 946 მლნ დოლარი მოიტანა, მაშინ როცა ზარალი 50 მილიარდს შეადგენს.

თვითმკვლელობათა სერია
2009 წელი კრიზისის მსხვერპლთა თვითმკვლელობებით დაიწყო. ცნობილი გერმანული ფირმის - "რაციოფარმის" მეპატრონე ადოლფ მერკლე მატარებელს შეუვარდა. ერთი თვის წინ მსხვილი რიელტორული კომპანიის "შელდონ გუდის" მეპატრონემ სტივენ კუდიმ თავი მოიკლა. მედოფის ერთ-ერთი "ესეს ინტერნეიშენალ რენეს" მეპატრონემ - ვილიუშენ ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ფრანგი ბიზნესმენი ვერ შეეგუა 1,4 მილიარდის დაკარგვას, რომელიც მან მედოფის დანგრეულ პირამიდაში ჩადო. ბიზნესმენმა ძილის წამალი მიიღო, ვენები გადაიჭრა და ასე გარდაიცვალა თავის ოფისში., ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე. ფინანსური რესურსები მას ანდო როგორც ბევრმა ძველმა არისტოკრატულმა ოჯახმა, ისე ზოგიერთმა ევროპის სამეფო გვარის წარმომადგენელმაც.
როგორც ვარაუდობენ, თვითმკვლელობათა ეს სერია არ დამთავრებულა.

ფინანსური გურუ-ამერიკული მითები
ბევრისთვის მედოფი ფინანსური გურუ იყო. NASDAQ-ის ყოფილი მეთაურის სტატუსი ადამიანებს განაწყობდა მისდამი ნდობით. ის იყო ყოველმხრივ ინფორმირებული ფინანსისტი. მას ენდობოდნენ. მედოფი იბირებდა ინვესტორებს თავისი აგენტების მეშვეობით, რომლებიც ელიტურ კლუბში მიღებული ადამიანები იყვნენ. ხალხს და უმაღლეს საზოგადოებას ხიბლავდა მისი ელიტური სტატუსი. მის დახურულ კლუბში რჩეულები მხოლოდ ბერნარდ მედოფთან პირადი კონტაქტის შემდეგ ხვდებოდნენ. შთამბეჭდავი იყო მისი მიზანმიმართული ქველმოქმედებაც.
კოლუმბიელი ბანკირი ანდრეს პიედრაიტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, თავისდაუნებურად მედოფის თანამეინახედ შეიქმნა. ჯერ თავისი 7,5 მილიარდი დოლარი ჩადო მედოფის ფონდში, ხოლო შემდეგ მოიზიდა უამრავი ლათინოამერიკული ინვესტორი, რომლებიც ესპანური "ბანკო სანტენდერის" მეშვეობით მუშაობდნენ ევროპაში. როცა მედოფის საქმეები უკვე ძალიან ცუდად იყო, მან თავისი ძველი და ერთგული მეგობარიც კი "გადააგდო". 95 წლის ფილანტრიპს პალმ-ბიჩიდან, ფლორიდაზე რომ მდებარეობს, მედოფმა 250 მლნ გამოართვა, მალე და კარგი პროცენტით დაბრუნების პირობით.
ლუქსენ-ბურგის ფონდმა "ლუქს ალფამ", რომელსაც შვეიცარული ბანკი UBS მართავს 1,4 მილიარდი დოლარი ჩადო მედოფის ფინანსურ პირამიდაში. ესპანური "სანტანდერის" დანაკარგები 3,1 მილიარდს შეადგენს, ბრიტანულ- ჰონკონგური ბანკი HSBC, რომელიც საქართველოშიც მოღვაწეობს 1 მილიარდ დოლარს, იტალიური "უნი კრედიტი" 0,8 მილიარდს. არის ერთი გამონაკლისიც - ესპანურმა "ბანკო სანტანდერმა" გადაწყვიტა კლიენტებს კომპენსაციის სახით 2 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ეს დაკარგული თანხის დიდი ნაწილია. "სანტანდერი" ასე მოიქცა, რათა თავი ააცილოს სასამართლო პროცესებს.
ასეთია ამ პირამიდის ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაზანზარა. ეს გაკვეთილი კარგად უნდა ისწავლონ დასავლეთში, რათა მთელი წარმატებული სისტემა ერთ მთლიან პირამიდად არ იქცეს. უკიდეგანო ლიბერალიზმი ისეთივე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის, როგორც ტოტალური და მკაცრი სახელმწიფო რეგულირება.
ძველი ფინანსური ჯადოქრებისა და ნობელიანტების დრო დამთავრდა. ახლა ახალი ეკონომიკური აზროვნებისა და რეალური ფინანსური მაგების დრო დგება.

მოამზადა ლევან მზიანიშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48