წინ, წარსულისკენ! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : წინ, წარსულისკენ!
ნანახია: 781

სადაზღვევო ბიზნესი და ზედამხედველობა - ექსპერიმენტების პოლიგონი

დაზღვევის სფეროს სრულყოფისა და სადაზღვევო ურთიერთობების დახვეწის თემა გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო. ამჯერად ეს საკითხი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საქმიანობის საკითხის განხილვის დროს დაისვა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეტაპზე სადაზღვევო სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხი სრულყოფასა და დახვეწას საჭიროებს და ამ მიზნით, სადაზღვევო სფეროს სახელმწიფო რეგულატორის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის მინიჭებას მიიჩნევს.
ცნობისთვის _ დაზღვევის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციას საქართველოში 1997 წლიდან სწორედ ამ მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებდა. 2008 წელს ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა კახა ბენდუქიძის რეფორმადწოდებულ ცვლილებებს შეეწირა, როცა ჩამოყალიბდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელმაც სადაზღვევო სფეროს გარდა, საბანკო სფეროსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო ფუნქციაც შეიძინა.
ერთი წლის წინ განხორციელებულ ინსტიტუციონალურ "რეფორმას" ხელისუფლება დღეს უკვე იწუნებს და გულმოდგინედ უმტკიცებს საზოგადოებას ბანკების საზედამხედველო ფუნქციის ისევ ეროვნული ბანკისთვის უპირობოდ დაბრუნების აუცილებლობას. ამასთან, ცდილობს სადაზღვევო სფეროსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფოებრივი ზედამხედველობისა და რეგულირების ფუნქციაც ეროვნულ ბანკს გადასცეს. არგუმენტები? არგუმენტები არ არის! თუმცა, რა საჭიროა?! არგუმენტები არ ყოფილა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაჩქარევი და გაუაზრებელი შექმნის დროს, როცა პრაქტიკულად ერთი ხელის მისმით დაიშალა ქვეყანაში საბანკო და საფინანსო ბაზრის რეგულირების სახელმწიფოებრივი მექანიზმები. არგუმენტები არ არის არც დღეს. არის მხოლოდ სურვილები!
სადაზღვევო სფეროს ზედამხედველობის მექანიზმების და მთლიანად ამ სფეროს საზედამხედველო სისტემის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმაც და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემაც აღნიშნეს. ამჯერად, ამ საკითხებზე სასაუბროდ სადაზღვევო სფეროს ექსპერტს ლევან კალანდაძეს მივმართეთ.
- ბატონო ლევან, რამდენად ხორციელდება დღეს საქართველოში დაზღვევის სფეროს სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა და რამდენად ხედავთ ამ საქმიანობის სრულყოფის ან გაძლიერების აუცილებლობას?
- საქართველოში სადაზღვევო სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობა მეტ-ნაკლები წარმატებით 1997 წლიდან მიმდინარეობს და იგი ყოველთვის თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებზე იყო დაფუძნებული და ყოველთვის სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის ადეკვატური იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირება და საქმიანობის კონტროლი, კომპანიების გადახდისუნარიანობისა და რენტაბელობის მარჟების დაწესება და მონიტორინგი, სადაზღვევო ურთიერთობების მონაწილეთა უფლებების დაცვა და მხარეთა შორის კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება, გარკვეული მედიაცია. ამით, პრაქტიკულად, უზრუნველყოფილი იქნა სადაზღვევო ინდუსტრიის ეტაპობრივი, დინამიური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად შემცირდა სადაზღვევო ბაზარზე მონოპოლიზმისა თუ სხვა კარტელური გარიგების დადების შესაძლებლობები. თუმცა, ვფიქრობ, 2008 წლის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდგომ, მხედველობაში საბანკო და მთლიანად საფინანსო სფეროების ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები მაქვს, ეს პროცესი შენელდა და დღესდღეობით მცირედი პასიურობაც კი შეინიშნება. ამდენად, სადაზღვევო სფეროსა და სადაზღვევო ურთიერთობების სრულყოფა საჭირო და აუცილებელიცაა, თუ დაგვიანებული არა.
- ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ 2008 წელს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა არასწორი ნაბიჯი იყო?
- ვფიქრობ, დიახ. უფრო მეტად ნაჩქარევი. ყოველ შემთხვევაში, სადაზღვევო სფეროს რეგულირების კუთხით. და, როგორც ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებების გატარების აუცილებლობამ დაადასტურა, ნაჩქარევი აღმოჩნდა საბანკო ზედამხედველობის კუთხითაც. პრაქტიკულად, ამ სტრუქტურის შექმნით საბანკო და სადაზღვევო ზედამხედველობა არაფრით გაუმჯობესებულა ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, პირიქითაც კი, გაუარესდა. და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი და ხელშესახები სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ამოქმედების შემდგომ გახდა. საზოგადოებაში გაჩნდა მრავალი კითხვა და მრავალი ტექნიკური სირთულე ამ პროგრამების განხორციელების პროცესში. ამას თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, როცა სადაზღვევო სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმების სრულყოფაზე საუბრობენ. მაგრამ, მთავარია გავიაზროთ, რომ აღნიშნული მექანიზმები სრულყოფა და გაძლიერებას საჭიროებს იმის გამო, რომ ეს სადაზღვევო ბაზრის და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების აუცილებლობით არის განპირობებული და არა იმის გამო, რომ 2008 წელს ტაქტიკური ხასიათის შეცდომები იქნა დაშვებული სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით. ეს არ არის ხელწამოსაკრავი და საექსპერიმენტო თემა. აღნიშნული ცვლილება ღრმა ანალიზის და გააზრებული ნაბიჯების შედეგი უნდა იყოს. ანტიმონოპოლიური სამსახურისა არ იყოს. რომელიც ჯერ გააუქმეს, სხვათა შორის ესეც ცრუ, მოჩვენებითი `ლიბერალიზმის~ პათეტიკით, და შემდგომ კი, უკვე დღეს ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილების ნაკლებეფექტურობასა და გაუაზრებლობაზე. ცვლილებები, რომლებიც ვითომდა ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და დეცენტრალიზაციის ეგიდით განხორციელდა, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებეფექტური და ყოვლად უსარგებლო აღმოჩნდა და ასეთი შეცდომები ვფიქრობ, აღარ უნდა გავიმეოროთ.
- დაზღვევის სფეროს ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე გასულ კვირას ექსპერტებმაც ისაუბრეს. მაინც რა სახის გაძლიერება და სრულყოფა უნდა იყოს განხორციელებული, რა უნდა იყოს ამ მიმართულებით პრიორიტეტული?
- დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე იმისგან განსხვავებით, ვიდრე ეს 90-იანი წლების ბოლოს და თუნდაც, 3-4 წლის წინ იყო. დღეს ქვეყანაში ხორციელდება სამი დიდი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად მილიონამდე ადამიანს მოიცავს და მათი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პირობებს განსაზღვრავს. ყოველ შემთხვევაში, უნდა განსაზღვრავდეს და საზოგადოების სოციალური დაცულობის და სამედიცინო სერვისების მიღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდეს. ამის გათვალისწინებით, დაზღვევის სფეროსა და სადაზღვევო ურთიერთობების სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმებისა და სისტემის სრულყოფა უნდა ითვალისწინებდეს ცვლილებებს სამი ძირითადი მიმართულებით:
1. სადაზღვევო ბაზრის მდგრადობის უზრუნველყოფა. რაც, უპირველეს ყოვლისა, სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის და მათი ფინანსურად სტაბილური განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიმართულებით ქვეყანაში შექმნილია, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზა. ფინანსური კუთხით, სადაზღვევო ინდუსტრიის ზედამხედველობას 1997-2008 წლებში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და 2008 წლიდან კი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სრულყოფასა და დახვეწას საჭიროებდეს. ეს ნორმალურია. როცა ვითარდება ბაზარი და იხვეწება ბიზნესურთიერთობები, დგება ამ ურთიერთობების ოპტიმიზაციის და ახლებური საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის საკითხი.
2. დაზღვევის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის სახელმწიფო ზედამხედველობა და ამ მიმართულებით სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამაში ჩართული ერთ მილიონამდე ბენეფიციარის სადაზღვევო უფლებები და მათი სრულყოფილი, ეფექტური რეალიზაცია და არა კერძო, კორპორაციული სადაზღვევო ურთიერთობები და კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობები დაზღვევაში. სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამა სრულად და დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობებსა და წესებს, მათ შორის ფინანსურსაც და ტექნიკურსაც, და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პრიორიტეტს სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების ზედამხედველობა უნდა წარმოადგენდეს. ანუ, ზედამხედველობის ობიექტი უნდა იყოს ისიც, თუ რამდენად სრულყოფილად, დროულად და რა დოზით იღებს ბენეფიციარი სადაზღვევო კომპანიისგან სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო სერვისებს და ანაზღაურებებს.
3.სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია. მხედველობაში მაქვს ახალი, მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული სტრუქტურის ჩამოყალიბება და იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლითაც სახელმწიფო განახორციელებს ეფექტურ ზედამხედველობას სადაზღვევო ინდუსტრიასა და სადაზღვევო ურთიერთობებზე. და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზედამხედველობა ორი ძირითადი მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის და სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეთა უფლებების რეალიზაციის კუთხით უნდა განხორციელდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა საზედამხედველო სისტემის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს ენიჭება. თავის მხრივ, სტრუქტურული დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი განაპირობებს გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღების და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების შესაძლებლობას.
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაისვა სადაზღვევო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის გადაცემის საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ცხადია რომ, თქვენ სხვა მოსაზრებას უნდა იზიარებდეთ. რამდენად გამართლებული იქნება საკითხის ამგვარი დასმა?
- რატომ ეროვნული ბანკისთვის? ეგებ დაზღვევის ზედამხედველობის ფუნქცია ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგვეცა, ისევე როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყნებშია? ან, ეკონომიკის სამინისტროსთვის, მაგალითად, როგორც ეს საფრანგეთშია? ან, სულაც იდეალური მოდელი შეგვერჩია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის წარსულში გაუქმებული დამოუკიდებელი სისტემა აღგვედგინა? მაგალითები ამ მხრივ მრავლადაა დღევანდელ მსოფლიოში. ვნახოთ გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის და აშშ-ს პრაქტიკა ამ მიმართულებით, სადაც დაზღვევის სახელმწიფო საზედამხედველო სისტემა თითქმის იდეალური და სრულყოფილია.
ყოველივე ამას ანალიზი და ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა სჭირდება. რაც მთავარია, აჩქარება და სხვადასხვა რისკ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა ისევ შეცდომებთან და არაეფექტური საზედამხედველო სისტემის ჩამოყალიბებასთან მიგვიყვანს. საქართველო, სამწუხაროდ, ერთგვარ ექსპერიმენტების პოლიგონად ჩამოყალიბდა, სადაც დღეს ვქმნით, ხვალ ვაუქმებთ და ზეგ კი, ხელახლა ვქმნით გუშინ გაუქმებულ ინსტიტუტებს და ინფრასტრუქტურას. შეიძლება ყოველწლიურად, ან თუნდაც ორ წელიწადში ერთხელ სისტემის სტრუქტურული ცვლილებები განვახორციელოთ?! რამდენად ნორმალურია ეს?! მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის დღეს არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ დაზღვევის და სადაზღვევო ურთიერთობების ზედამხედველობის ფუნქცია ნაკლებეფექტური იქნება. ვიმეორებ, სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობის მარჟების დადგენა და კონტროლი არ არის. საუკეთესო მოდელად კი, საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გათვალისწინებით დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ჩამოყალიბება მიმაჩნია. ისე, მაგალითად, როგორც ეს გერმანიაშია და რომელიც სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლებთან (ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და თუნდაც ეროვნული ბანკი) კოორდინირებულად მუშაობის პირობებში უზრუნველყოფს სადაზღვევო ინდუსტრიისა და სადაზღვევო ურთიერთობების ეფექტური და მოქნილი საზედამხედველო სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

სააუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48