ხშირად ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის მტრად გვევლინება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ხშირად ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის მტრად გვევლინება
ნანახია: 1140

მცირე მეწარმეობა განვითარებულ ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ერთერთ მთავარ განმაპირობებლად აღიქმება. შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა მსგავს ქვეყნებში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესით არის დაკავებული. ამ ქვეყნებში მცირე მეწერმეობას უდიდესი ყურადღება ექცევა, მოქმედებს სპეციალური საგადასახადო და ადმინისტრაციული შეღავათები, აგრეთვე, მცირე მეწარმეთა პრობლემების კვლევასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე უამრავი ფული იხარჯება. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მცირე მეწარმეობა საგადასახადო კოდექსში ნახსენებიც კი არ არის, საუბარი აღარ არის შეღავათებსა და სახელმწიფოს მხრიდან სხვა რაიმე ტიპის ხელშემწყობ ღონისძიებებზე. საქართველოში მცირე მეწარმეეობიზ მდგომარეობაზე, ეკონომიკის ამ სეგმენტის ექსპერტ ანზოს ბაბუხადიასთან ვისაუბრეთ.

ანზორ ბაბუხადია - საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება უშლის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის, ანუ მეწარმეობის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორად და მტრადაც კი გვევლინება. რამდენიმე სერიოზულ ფაქტს გეტყვით, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრივატული განცხადება.
ქვეყანაში არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 4 წლიანი პროგრამა. ამ პროგრამამ მხოლოდ 2 წელი იმუშავა და შემდეგ ის კანონი, რომლითაც ეს პროგრამა იქნა დამტკიცებული, გააუქმეს. პროგრამის დარჩენილმა პუნქტებმა დაკარგა ძალა. გარდა ამისა, გააუქმეს კანონი `მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ~, გააუქმეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროში, ასევე მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი. ყველა სტრუქტურა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო რეალურად საქმეს ვერ აკეთებდა, მაგრამ ამ სფეროზე ევალებოდა ფიქრი, ერთი ხელის მოსმით გაუქმებულ იქნა და ის უპატრონოდ დარჩა. დღეს რომ ავიღოთ ეკონომიკის სამინისტროს დებულება, სადაც განსაზღვრულია სამინისტროს ფუნქციები, უფლებები და ა.შ, მასში ერთხელაც არ არის ნახსენები მცირე და საშუალო ბიზნესი.

ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების დამოკიდებულება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისადმი
ჩვენ, ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირმა, სხვა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შევიმუშავეთ მცირე ბიზნესის განვითარების კანონპროექტი, თავისი დანართებითა და დებულებებით და ეს ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირადად გადავეცით, რომელიც ფილარმონიაში, კინოთეატრ ”ამირანში” ჩვენთან შეხვედრაზე იყო მოსული. მან ეს კანონპროექტი იქვე გადასცა ზურაბ ჟვანიას, რომელმაც იქვე კიდე ვიღაც სხვას და საბოლოოდ პროგრამა აორთქლდა, ვეღარ მივაგენით..

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლება მცირე მეწარმეობის მტერია. ძალიან გახმაურებული თემაა თურქული კრედიტი, რომელიც თავის დროზე 50 მლნ დოლარის ოდენობით გამოიყო მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის. კრედიტის განაწილებიდან მის დარიგებამდე და შემდეგ მის გამოყენებამდე, ყველაფერი საიდუმლოებებით იყო მოცული. მაშინ მე მთავრობის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი გახლდით და ეს დოკუმენტი ვერ მოვიხელთე, რადგან ამ კრედიტის ასეთ განაწილებას, ბუნებრივია, მე არ დავუშვებდი. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გავიგე, რომ ის სხვა მიმართულებით წავიდა. შემდგომში ყველა დარწმუნდა თურქული კრედიტის არასწორად განაწილებაში. არცერთ ორგანიზაციას, ვისთვისაც ეს კრედიტი იქნა განაწილებული, უკან არაფერი დაუბრუნებია და შესაბამისად, მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის არ ყოფილა გამოყენებული. საქართველოს პარლამენტში ამის თაობაზე კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით, როგორც ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირის თავმჯდომარე. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვსწავლობდით ამ კრედიტის ისტორიას, მის განვითარებას, გამოყენებას და დავდეთ საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი, სადაც ხელისუფლებას კრედიტის არასწორად განაწილებასა და გამოყენებაში ვადანაშაულებდით. ამ დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი მოხსენებითი ბარათით მაშინდელ პარლამენტს მივმართეთ, ცალკეული პუნქტი გავუშიფრეთ იმ იმედით, რომ რაღაც გამოსწორდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმეხნიანი ლოდინის შემდეგ დავადგინეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას რეზოლუციით, ამ დოკუმენტს დაეწერა "საქმეში" და დაიმარხა, მოკვდა. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო ამ პრობლემისადმი.
ვისაუბრებ სერიოზულ ბრალდებაზე, რომ სამინისტროები და შესაბამისი უწყებები არაკვალიფიციურად უდგებიან თავიანთი ძირითადი საქმიანობის შესრულებას.
სამმა სამინისტრომ - ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, გამოსცა ერთობლივი ბრძანება, რომელიც ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელებითა და თამბაქოთი ვაჭრობის საკითხის მოგვარებასა და რეგულირებას უნდა მომსახურებოდა. იგი სულ 4 პუნქტიანია. ჯერ მარტო სათაურის 3-ჯერ წაკითხვაც არაა საკმარისი, რომ იგი ნებისმიერმა ადამიანმა გაიმეოროს. ბრძანების ოთხივე პუნქტი ცარიელი სიტყვების რახარუხია და მისი შინაარსი, დანიშნულება და მიზანი გაუგებარი რჩება. დავინტერესდი ამ აბსურდული და გაუგებარი ბრძანების ავტორის ვინაობით, მაგრამ ვერ დავადგინე. ბრძანება არაა სათანადოდ დანომრილი, არ გაუვლია ექსპერტიზა. ბევრი წვალების შედეგად ეს ბრძანება ძალადაკარგულად ჩაითვალა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ მთავრობა როგორ უდგება ასეთ საკითხებს.

როგორ უდგას გვერდში მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო სისტემა

- მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო სისტემა რთული სისტემა გახლდათ თავიდანვე და გახლავთ ახლაც. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც არ უნდა ავიღოთ, მეზობელი ევროპის, აშშ-ს და ა.შ, მცირე და საშუალო ბიზნესს განსხვავებული საგადასახადო სისტემა აქვს, რომელიც გამოარჩევს მას დიდი, უზარმაზარი კორპორაციებისგან, რომლებიც დარგში, მთლიანად ქვეყანაში და მის ეკონომიკაში ამინდს ქმნიან. მთავრობაში მუშაობის დროს, როცა გარკვეული გავლენა მქონდა ამ სფეროში, 2 დადგენილება მივაღებინე მთავრობას. პირველი, თბილისის რამდენიმე ობიექტში ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის გამარტივებას ითვალისწინებდა. ერთ წელიწადში ამან განსაკუთრებული და უნიკალური შედეგი მოგვცა. შემდგომში ეს ჩემს მიერ შეთავაზებული მეთოდი და სისტემა გავავრცელეთ მთელს ქუთაისზე. ქუთაისში ერთ წელიწადში ამან ნამდვილი ბუმი გამოიწვია, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ისე შემოსავლებისა და ყველაფრის გათვალისწინებით. ასეთი შედეგების მიუხედავად, მთავრობის წინაშე დადგა პრობლემა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში, რომელსაც ერქვა ფიქსირებული გადასახადების დანერგვა, იმდენად გამარტივებული იყო საგადასახადო სისტემა, ამ უწყებას ძალიან ბევრი ფუნქცია უმცირდებოდა. აღნიშნულის გამო ჩემსა და საგადასახადო სამსახურს შორის მდგომარეობა დაიძაბა. ამის თაობაზე ოფიციალური წერილით მივმართე მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს. არც პარლამენტის თავმჯდომარემ და არც მისმა სტრუქტურამ, ანუ მოქკავშირის ფრაქციამ, ამ დოკუმენტს ყურადღება არ მიაქციეს და სად წავიდა ეს დოკუმენტი, რომელ საქმეში ჩააკრეს, ჩვენთვის უცნობია. პრეზიდენტმა კი ჩემს მოხსენებით ბარათს სერიოზული მიმართულება მისცა. მან ექვს სამინისტროს დაავალა შეკრება და საკითხის დეტალური განხილვა, თავიანთი პოზიციის ჩამოყალიბება და პროექტის ავტორთან ანუ ჩემთან შეხვედრა. მაგრამ ამ სამინისტროებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. სახელმწიფო კანცელარიაში შემთხვევით აღმოვაჩინე დოკუმენტი, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ მიწერა პრეზიდენტს, რომ თითქოს ისინი შეხვდნენ პროექტის ავტორს, შეიკრიბნენ, განიხილეს და ამ ეტაპზე ამ საკითხის შემდგომი მსვლელობა არ მიაჩნიათ გამართლებულად. ეს ყველაფერი მოგონილი და ტყუილია. ესაა კრიმინალური დანაშაული ქვეყნის წინაშე.

ბაზრებისა და ბაზრობების დაბეგვრა

"სანამ მე ვარ ფინანსთა მინისტრი, დაივიწყეთ ამ თემაზე ფიქრი და მსჯელობა" - ზურაბ ნოღაიდელი
საქონელბრუნვის უზარმაზარი წილი დღეს ბაზრებზე და ბაზრობებზე მოდის. ასეთი სფერო გამოთიშეს საგადასახადო სისტემიდან. მხედველობაში მაქვს ის, რომ ადრე, დღევანდელ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობამდე მოქმედ კანონში, ასე თუ ისე, კარგად თუ ცუდად, მაინც საუბარი იყო და ჩამოყალიბებული იყო ბაზრებისა და ბაზრობების დაბეგვრის მექანიზმი. დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში კი მთლიანად ამოგდებულია ეს თემა და პასუხგაუცემელი რჩება საკითხი, თუU როგორ უნდა დაიბეგროს ბაზრები და ბაზრობები და სად წავიდეს მათი შემოსავალი. საგადასახადო კოდექსიდან ამ სისტემის ამოვარდნა იმიტომ მოხდა, რომ სად და როგორ მიდის ეს უზარმაზარი შეკრებილი თანხა, ამაზე კონტროლი არ ყოფილიყო და ფარულად მომხდარიყო ყველაფერი. ჩემს კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაიბეგროს ბაზრები და ბზრობები, მინისტრ ნოღაიდელის პასუხი იყო შემდეგი, რომ ამას კანონმდებლობა არ სჭირდება და საგადასახადო სტრუქტურის თანამშრომლები - ინსპექტორები, როცა მივლენ ბაზრობებზე, თვითონვე გადაწყვეტენ, როგორ და რა კუთხით შეამოწმონ მათი მუშაობა. ეს ნონსენსი და წინასწარ დაგეგმილი თაღლითობა რომაა, ამას ნებისმიერი, ამ საქმეში გაურკვეველი კაციც კი მიხვდება.
კიდევ ერთ კურიოზულ ამბავს მოგიყვებით. ერთხელ, როგორც ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირის თავმჯდომარე, გამოვდივარ სიტყვით პარლამენტის კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე. იქ საუბარი აბსოლუტურად სხვა თემაზე იყო, ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ფიქსირებული გადასახადები არც იყო დღის წესრიგში და არც მიხსენებია. მაგრამ გამოსვლა რომ დავამთავრე, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა პირდაპირ მომმართა სიტყვით: ბატონო ანზორ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ თქვენ ფიქსირებულ გადასახადზე მომავალში არ ისაუბრებდით, სანამ მე ვარ ფინანსთა მინისტრი, დაივიწყეთ ამ თემაზე ფიქრი და მსჯელობა. მას თავში ჰქონდა ჩამჯდარი, რომ ბაბუხადია რადგან გამოდის, ალბათ, ამ თემაზე ისაუბრებდაო, თორემ მას ჩემი გამოსვლა საერთოდ არ მოუსმენია.


ხელისუფლებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულება

არსებობს ასეთი შპს "აღორძინება", რომელმაც პარლამენტში ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით სერიოზული დოკუმენტი შემოიტანა. როგორც წინა, ასევე ახლანდელ პარლამენტში, მე გახლავართ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, პირველად მე მკითხეს რჩევა, თუ რა მიმართულება მიეცათ ამ დოკუმენტისათვის. პარლამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს გადეგზავნა, რომელმაც პარლამენტის დავალება, მინისტრის მოადგილის რეზოლუციით, მის ერთ-ერთ სტრუქტურას გაუგზავნა. არადა ელემენტარული წესია, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი დარღვეულია. იმისთვის, რომ მინისტრი დარჩენილიყო ჩრდილში, რომ იგი არაფერ შუაში არ არის, ყველაფერი მინისტრის მოადგილეების დონეზე წყდება. როცა ეს დოკუმენტი პარლამენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაუგზავნა, მას თან დაურთეს ჩემი ორგანიზაციისა და მცირე მეწარმეთა ასოციაციის დასკვნები. დოკუმენტი განიხილეს და ერთ-ერთმა სტრუქტურამ, არ დავასახელებ რომელმა, მისწერა თავის ხელმძღვანელობას, სამინისტროს, რომ მათ განიხილეს პარლამენტის ეს დავალება, საკითხები საინტერესოა და მოსაზრებები გასათვალისწინებელიო. სამინისტრომ კი აიღო ეს დოკუმენტი, მინისტრის მოადგილის ხელმოწერით, გაუკეთა "პრეპრავადილოვკა" და გადაგზავნა პარლამენტში. სადაც არ იყო აღნიშნული, საერთოდ განიხილავდნენ თუ არა და საერთოდ საინტერესო იყო თუ არა მათთვის ეს დოკუმენტი. ასე ვთქვათ, უბრალოდ თავიდან მოიშორეს. ასეთია აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მასმედიაში გამოთქმული აზრის იგნორირება

გულისტკივილს გამოვხატავ, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება სრულ იგნორირებას უკეთებს მასმედიაში გამოთქმულ ყველა წინადადებასა და მოსაზრებას. ამაში ჩემი და მცირე მეწარმეთა ასოციაციის 100-მდე გამოქვეყნებული სტატიაც მოწმობს. ამ სტატიებში გვარებითა და სახელებითაა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეზე, მინისტრსა და ასე შემდეგ. გამოაშკარავებულია, ვის რა დანაშაული მიუძღვის ამა თუ იმ საქმეებისადმი. არც ერთი გამონაკლისი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს რაიმე ფორმით, თუნდაც სატელეფონო ზარით პასუხი გაეცათ კრიტიკულ შენიშვნებზე. მათ ეს საკითხები საერთოდ არ აინტერესებთ და არ აღელვებთ. ჩვენ გამოვეცით სპეციალური გაზეთი "მცირე მეწარმე", სადაც ასახვას ჰპოვებდა ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა. მე ამ გაზეთს ჩემი ხელით ვურიგებდი პარლამენტის ყველა სტრუქტურას, მაგრამ რეაგირება მაინც არავის მოუხდენია. უფრო მეტიც, ტელეკომპანია "იმედში" მოეწყო მრგვალი მაგიდა, სადაც მიწვეული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები და ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან მწვავედ დაისვა ეს საკითხები და იქაც უმწვავესი შეფასებები მიეცა, მაგრამ არანაირი ყურადღება.

კიდევ ერთი საკითხი უნდა იქნეს დანაშაულის დონეზე განხილული

ახალმა ხელისუფლებამ აჭარაში წინა ხელისუფლების მიერ კანონიერად, ყველა მოთხოვნიხ დაცვით აშენებული უკვე მოქმედი რამდენიმე ობიექტების დანგრევა დაიწყო. ჩემი რჩევით სასამართლოში სარჩელი შეტანეს. სასამართლომ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პოზიციები დაიცვა და გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ახალი ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება კანონიერად გამოცხადდა. შემდეგ შედგა სასამართლოს მე-2 ინსტანცია, სადაც საქმე კვლავ წაგებით დასრულდა. შემდეგ, ჩემი ოფიციალური ჩარევით, ეს საკითხი მივიყვანეთ უზენაეს სასამართლომდე, სადაც შევიტანეთ სარჩელი და მოვიგეთ. გამოიცა ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც შეწყდა ანალოგიური დამოკიდებულება ასეთი ობიექტებისადმი.

თავიდანვე, როგორც მოგახსენეთ, მცირე მეწარმეობის საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურა, რაც კანონიერი იყო, ყველა გააუქმეს. ამჟამად მომზადებულია მცირე ბიზნესის განვითარებისა და აღორძინების საკანონმდებლო ბაზა. ეს კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ განხილულ იქნა ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე ამ დარგში და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ჩვენ მათ გადავეცით მომზადებული კანონპროექტები, ის დოკუმენტები, რითაც ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს. გარდა ამისა, გასულ კვირაში შევხვდით ფინანსთა მინისტრს და განვიხილეთ ეს პრობლემები. ფინანსთა მინისტრის განწყობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რაღაც შემობრუნდეს, უფრო მეტიც, იგრძნო რა ბატონმა კახა ბაინდურაშვილმა ამ საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა, დაგვპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურად მთელი აპარატი, მთელი კოლეგია შეგვხვდება მცირე მეწარმეობის ინტერესების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დეტალურად განიხილავენ ყველა საკითხს. ჩვენ დავინახეთ აგრეთვე ეკონომიკის მინისტრის დადებითი განწყობა, რაც იმედს გვაძლევს. ღმერთმა ქნას, ჩვენი ამდენი ხნის წვალებამ, შედეგი გამოიღოს. მთავარია, ხელი არ შეგვიშალონ.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ

მთავარი მოთხოვნაა, რომ იმ დოკუმენტებზე, რაც მათთან დევს, თუ აქვთ უნარი იმსჯელონ, განიხილონ და თუ არ მოეწონებათ, უკეთესი დადონ. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ჩვენ მოვითხოვთ მსჯელობას, რის შედეგადაც უკეთესი ოპტიმალური ვარიანტი ჩამოყალიბდება.

მოამზადა გვანცა ზავრაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48