იაფი კრედიტით შეძენილი თვითმფრინავი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : იაფი კრედიტით შეძენილი თვითმფრინავი
ნანახია: 945

2009 წლის "იაფი კრედიტი"-ს სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ სამი ბანკი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში მონაწილეობას "სახალხო ბანკი", "ბაზისბანკი" და "ვითიბი ბანკი ჯორჯია" იღებდა. ეკონომიკის სამინისტრომ სამივე მათგანს მისცა უფლება პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე. მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტი" რეგიონული ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ხალხური რეწვის განვითარებისა და ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამაა. "იაფი სესხით" სარგებლობა შეუძლიათ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ, აგრეთვე, აღნიშნულ სექტორში ბიზნესის დაწყების მსურველ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც `იაფი სესხის~ პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში საკუთარ საქმიანობას განავითარებენ.
მიმდინარე წელს ამ პროგრამისთვის ბიუჯეტში სულ 18 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ერთ მეწარმე სუბიექტზე გასაცემი კრედიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ათას ლარს, კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი პარტნიორი კომერციული ბანკისთვის წლიური 2 პროცენტით, ხოლო მეწარმე სუბიექტებისთვის სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი არაუმეტეს 12%-ია, სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა _ 7 წელი, ხოლო მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი _ 2 წელი (ვრცელდება მხოლოდ ძირითად თანხაზე). ამასთან ბენეფიციარებს მოეთხოვებათ სესხის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე, სესხის მოცულობის ტოლი.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სამივე ბანკისთვის იაფი სესხების გაცემის უფლების მიცემის მოტივი არის შემდეგი - გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა, რათა მოსახლეობა არ გაწვალდეს და მათთვის ხელმისაწვდომი გარემო შეიქმნას.
პროგრამაში ჩართული სამი ბანკი თანხებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ასიგნებებიდან მიიღებს, რომლებიც რეგიონების და მუნიციპალიტეტის მიხედვით გადანაწილდება. აქედან თითოეული მუნიციპალიტეტი 60 ათას ლარს, თვითმმართველი ქალაქები 150 ათას ლარს, ხოლო რეგიონები 480 ათას ლარს მიიღებს.
იაფი კრედიტისთვის 2009 წელს გამოყოფილი 18 მილიონი ლარიდან ნახევარი პირდაპირ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა კრედიტების გასაცემად - სამაცივრე მეურნეობისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო მეურნეობის მოსაწყობად.
პროექტის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: გამიზნულია თუ არა კრედიტით ძირითადი სშუალებების შეძენა, ფინანსური და მატერიალური თანამონაწილეობის ზომა, დასაქმების ეფექტი, ბენეფიციართა რაოდენობა, სესხის ეფექტი დროის მოკლე პერიოდში, ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში, კრედიტის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით. აღნიშნული კრიტერიუმებით შერჩეულ პროექტებს სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რომლის წევრები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან.
"იაფი კრედიტის" პროგრამაში ჩართული სამი ბანკი განაცხადის შეტანიდან, დაახლოებით, 5-6 დღეს მოითხოვს პასუხის გასაცემად, ამასთან ბანკები საკმაოდ მაღალ საგარანტიო უზრუნველყოფას მოითხოვენ. საგირავნო ქონების ღირებულება "ვითიბი ბანკის" მიერ დადგენილია 120%-ის ოდენობით, ხოლო "ბაზისბანკის" მიერ 150%-ის ოდენობით.
"იაფი კრედიტის"პროგრამა გასულ წელს დაიწყო და საკმაო დიდი ოდენობით სესხი გაიცა. 2008 წელს სულ დაფინანსდა 117 პროექტი, მათ შორის - 62 საწარმო. პროექტების საერთო ღირებულებამ 62,4 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს იაფი სესხის გაცემა ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაწყებულიყო, რათა სოფლის მეურნეობის სფეროში არ დაგვიანებულიყო სამუშაოების დაწყება, მაგრამ ივნისის ბოლომდე ჯერ ერთი სესხიც კი არ გაცემულა.
მსხვილ პროექტებზე შერჩევას ბანკები განახორციელებენ, ხოლო სათემო პროექტების შერჩევა და ადმინისტრირება თვითმმართველობას ჩაბარდება. თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, "იაფი კრედიტის" პროგრამა ეფექტიანად იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი საბანკო სისტემა სახელისუფლებო რეკეტისგან თავისუფალი იქნება.
ის ფაქტორი, რომ გასულ წელს სესხების გაცემისას ხელისუფლება აქტიურად ერეოდა მსესხებელთა შერჩევის პროცესში, გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კომერციული ბანკების ნაწილმა, მათ შორის წამყვანმა ბანკებმა, უარი თქვეს პროგრამაში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა ქართულმა ბანკებმა, მათ შორის, "საქართველოს ბანკმა", "თი ბი სი ბანკმა", "პროკრედიტ ბანკმა", "ბანკი რესპუბლიკამ" არ მოისურვა 2009 წლის "იაფი კრედიტის" პროგრამაში მონაწილეობა.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს სესხის მაქსიმალური ოდენობა 20 ათას ლარს არ აღემატება. გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა 2,5 მლნ. ლარის სესხი გაიცა კომპანია "ჯორჯიან ეარ სერვისისთვის", რითაც მან თვითმფრინავი შეიძინა. საინტერესოა, უწყობს თუ არა ხელს თვითმფრინავის შეძენა ექსპორტს. თუკი მთავრობას მართლაც სურს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაშინ იგი არ უნდა ჩაერიოს კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემის პროცესში.



შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48