ნანახია: 846
ხვალ, 25 ივნისს, 11.00 საათიდან 15.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ ქალაქებს: ფოთი, აბაშა, სენაკი, მარტვილი და ხობი. ფოთის ნავსადგურისა და რკინიგზის გარდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიც მთლიანად გაითიშება. ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი წინასწარ არის ინფორმირებული ელექტროენერგიის გათიშვის თაობაზე. აღნიშნულ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილ ქვესადგურზე მენჯი 220 განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ 15.00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ ქალაქებსსრულიად აღუდგება.
|