ნანახია: 745
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), იწყებს ახალ ონ-ლაინ (ინტერნეტ) ტრეინინგს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს საფინანსო ინსტიტუტებს უკეთ გააცნობიერონ მყარი საფინანსო სფეროს მნიშვნელობა, სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვა, და მოიძიონ მდგრადობასთან დაკავშირებული ახალი ბიზნესშესაძლებლობები. ტრეინინგი ზემოთ აღნიშნულ თემაზე და ელექტრონული სწავლების პროგრამა ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიო ბანკის სასწავლო სისტემაში 2009 წლის 15 ივლისიდან. საფინანსო ინსტიტუტებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: www.ifc.org/STEP. ინტერაქტიული ელექტრონული სწავლების პროგრამა განკუთვნილია მენეჯერებისათვის და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომელთათვის, მათ შორის ბანკების, კერძო სააქციო ფონდების, ლიზინგ კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის. პროგრამის მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს მონაწილეებს სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მნიშვნელობის უკეთესად გააზრებაში და მათ პორტფელში არსებული ასეთი რისკების მართვის პროცესის გასაუმჯობესებაში. STEP პროგრამა, აგრეთვე, მიზნად ისახავს დაეხმაროს საფინანსო ინსტიტუტებს განსაზღვრონ მდგრადობასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები მათ პორტფელში და საქმიანობის სფერო გააფართოვონ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, ან მდგრადი მიწოდების ჯაჭვის პროექტები. IFC- ის გლობალური ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის დირექტორის, გეორგინა ბეიკერის, თქმით: "სულ უფრო მეტი საფინანსო ინსტიტუტი აცნობიერებს იმას, რომ მყარი საბანკო საქმიანობა ახალ, საოცარ ბიზნეს შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრეინინგი და ელექტრონული სწავლების პროგრამა დაეხმარება მათ გააფართოვონ მათი პროდუქტები და უკეთ გაანალიზონ მყარი საბანკო საქმიანობიდან მიღებული სარგებლის მნიშვნელობა".
|