არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი
ნანახია: 1259

საქართველოში არის რეცესია. ამის შესახებ პირველად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ახლა მთავრობის წარმომადგენლებიდან ყველა აღიარებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რეცესიაა, მაგრამ არა კრიზისი. რა საფეხურებია რეცესიიდან კრიზისამდე გასავლელი? "ბ&ფ"-მა კითხვებით ექსპერტებს მიმართა - არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი? რა მეტყველებს ქვეყანაში კრიზისის არსებობაზე და რა განსხვავებაა კრიზისსა და რეცესიას შორის. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხისგან სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს. გთავაზობთ ექსპერტთა შეფასებებს.

ლადო პაპავა, ეკონომიკის ექსპერტი: დღეს საქართველოში რომ ეკონომიკური კრიზისია, ამას ფიქრი არც სჭირდება. ქვეყანაში სახეზეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ვარდნა და ყველა ის მახასიათებელი, რაც ეკონომიკური კრიზისს თან სდევს. ამას მთავრობა, უბრალოდ, არ აღიარებს და სიტყვებს ათამაშებს, ვითომ საქართველოს ეკონომიკაში რეცესია არის, ხოლო კრიზისი არაა.

ნოდარ ჯავახიშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი: მაგაზე კიდევ ფიქრობენ, არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი? ქვეყანაში ეკონომიკა არაა და მეტი რაღა კრიზისი გვინდა. საქართველოში კრიზისის მთავარი დამახასიათებელი არის ის, რაც ამ ხელისუფლების ხელში არასოდეს გვექნება. ეს არის წარმოების მოცულობის მკვეთრი ვარდნა. ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად, მისი ვარდნაც გამოირიცხა.
საერთოდ ჩვენი ხელისუფლება კრიზისის არაღიარებით ხალხს დასცინის. ჩვენს ქვეყანაში 1998 წლიდან კატასტროფულად ეცემა წარმოების მოცულობა ნებისმიერ დარგსა თუ მიმართულებაში და 2003 წლიდან საერთოდ კრახია. რას აწარმოებენ ახლა? რა საწარმოებზე საუბრობენ? ძალიან მაინტერესებს, რას ეძახიან ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკას, ფანტანებს?

ნიკო ლეკიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: ცხადია, რომ ახლა საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. ამის ნათელი მაგალითებია, როცა ბანკები კრედიტებს ვერ გასცემენ, საკრედიტო განაკვეთები საშინლად გაზრდილია, გაჩერებულია მშენებლობები, ქალაქში რეკლამების ბანერები ცარიელია, უმუშევრობა იზრდება და ა.შ.
მართალია, სახელმწიფო ამას ჯერ კიდევ არ აღიარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში კრიზისია. მთავრობა აცხადებს, რომ რეცესიაა, რაც სწორედაც რომ ეკონომიკური კრიზისის დამახასიათებელი პირველი ნიშანია, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ეცემა, ეს თავისთავად ეკონომიკურ კრიზისს ნიშნავს.

ნოდარ ხადური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: თუ ვინმე სხვა ინფორმაციას ფლობს, მითხრას. ტერმინებით მანიპულირება რომ არ მოხდეს, მოდით, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის დაცემა. ქვეყნის ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი და წარმოების მოცულობა მცირდება. ამას კრიზისს დავარქმევთ თუ რეცესიას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის რომ ეკონომიკური რეალობა უარესდება, აშკარაა.
ზოგადად, ეკონომიკური კრიზისის მახასიათებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოების მოცულობის დაცემაა. საქართველოში დაახლოებით აგვისტო-სექტემბრიდან წარმოების მოცულობა ეცემა, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია რეცესიაა, რაც თავისუფლად შეიძლება კრიზისის სერიოზულ ნიშნებად ჩავთვალოთ.
ხელისუფლების მხრიდან რეცესიის აღიარება, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რეცესია არის ხანმოკლე დაცემა, ხოლო კრიზისია, როდესაც ასეთი მდგომარეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეცესიის არსებობა აღიარა, იმაზე ცოტა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ რეცესიას.

პაატა შეშელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი: საქართველო, ისევ როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა, კრიზისში იმყოფება, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე გადაიზარდოს კრახში, რადგან როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკა არსებითად უცვლელია და ეკონომიკაში სახელმწიფო ინტერვენციონიზმის კურსს ადგას, რასაც საგარეო ინვესტიციების მზარდი დეფიციტი ემატება, საგარეო აგრესიითა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული რისკების ზრდა.
კრიზისის არაღიარება, განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან და ინტერვენციონიზმის გააქტიურება, კრახს აჩქარებს, რადგან წარმოებას არ აძლევს საშუალებას, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია მოახდინოს. სახელმწიფო, როგორც `მთავარი ინვესტორი~, კიდევ უფრო მეტ რესურსს ართმევს იმ წარმოებას, რომელზედაც ბაზრის მხრიდან რეალური მოთხოვნაა და შესაბამისად, ზრდის მის დანახარჯებს, ისევე როგორც რესურსების ფასს.
რეცესია ეკონომიკის ზრდის შენელებას ნიშნავს, რაც მშპ-ს, დასაქმების, შემოსავლების, ინვესტიციების და სხვა აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებაში გამოიხატება გარკვეული პერიოდის, როგორც წესი, ზედიზედ 2-3 კვარტლის განმავლობაში. კრიზისის დადგომა მისი უცილობელი მოახლოების ნიშანია და თუ რეცესია ძალას იკრებს და გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მცდარი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა გრძელდება.
ბიზნესციკლს ახასიათებს სამი სტადია: ეკონომიკური გამოცოცხლება, კრიზისი და კრახი.
ცენტრალური ბანკის ფულადი ინფლაცია და ნაწილობრივი რეზერვირების პრინციპით მოქმედი საბანკო სისტემის საკრედიტო ექსპანსია, რასაც უცხოური სუბსიდიების (ე.წ. დახმარების) ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდაც ერთვის თან, იწვევს სარგებლის განაკვეთის ხელოვნურ შემცირებას და ეკონომიკის ხელოვნურ გამოცოცხლებას, რაც ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი რესურსებია, ვიდრე სინამდვილეში არის. შესაბამისად, ადამიანები ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და იწყებენ წარმოების გაფართოებას, რასაც ფასებისა და ხელფასების ზრდა, დასაქმებულთა რიცხვისა და ნომინალური შემოსავლების მატება სდევს თან.
მაგრამ ბევრი ფული არ ნიშნავს ბევრ რესურსს. ცენტრალურ ბანკს შეუძლია ბეჭდოს ქაღალდის არაუზრუნველყოფილი ფული, მაგრამ რეალური რესურსების წარმოება დროს მოითხოვს. თუ ინვესტიციები ეყრდნობა არა შესაბამის დანაზოგებს, არამედ საკრედიტო `ბუშტებს~, მაშინ ამას არსებული რესურსების ზე-ინტენსიური მოხმარება და `გამოფიტვა~ ახლავს თან. გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ინვესტიციები ჩადებულია პროექტებში, რომელთა დასამთავრებლად არ არსებობს სათანადო რესურსები, შესაბამისად, ვალდებულებები მეტია, ვიდრე მათ გასასტუმრებლად არსებული რეალური რესურსები. დგება კრიზისი, ანუ ვითარების გააზრებისა და სამეურნეო ურთიერთოებების რესტრუქტურიზაციის ეტაპი.
თუკი მონეტარულ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა გვიანდება და ამასთან, ფულად ინფლაციასა და საკრედიტო ექსპანსიას სამთავრობო ხარჯების, ე.წ. დასაქმების პროგრამებისა და `იაფი სესხების~, თუ სუბსიდირებისა და დახმარებების სხვა ფორმების ზრდა ემატება, კრიზისი, ანუ სიტუაციის გააზრების პროცესი, დროში იწელება - რესურსების ექპლუატაცია და მომავლის ხარჯზე ცხოვრება გრძელდება. დანაზოგები ქრება. ვალდებულებების გასტუმრება შეუძლებელი ხდება - ბანკროტობა მასობრივ ხასიათს იძენს. ეკონომიკა კრახისკენ მიექანება და ეს გაგრძელდება სრულ დაკნინებამდე, ვიდრე არ შეიცვლება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც ე.წ. მყარი ფულისა და ეკონომიკური ჩაურევლობის პოლიტიკისკენ შემობრუნებას არ გულისხმობს.

ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო სააგენტო GBC-ის რედაქტორი: საქართველოში ეკონომიკა ღრმა რეცესიაშია და კრიზისისკენ მიემართება. ეს ბიზნესის ყველა სეგმენტზე მეტ ნაკლები პროპორციითაა ასახული. შემცირებულია მოსახლეობის გადახდისუნარიანობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოხმარების და ეკონომიკური აქტივობის შემცირებას. ექსპორტ-იმპორტის მოცულობა 30-40%-ითაა შემცირებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ იხდიან საბანკო კრედიტებს. ასევე გაზრდილია უმუშევრობა, შემცირებულია საარსებო მინიმუმი, წლის ბოლომდე კი ოფიციალური მონაცემებით ეკონომიკა 1,5%-ით შემცირდება. შეჩერებულია ინვესტიციები და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები, რაც წლების მანძილზე აბალანსებდა ნეგატიურ ტენდენციებს ეკონომიკაში. ყველა ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისისკენ მიემართება და საჭიროებს ფინანსურ ინექციებს.
კრიზისის მთავარი მახასიათებელია თითოეული ადამიანის ცხოვრების დონე ქვეყანაში. თუ გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ადამიანს გაურთულდა ცხოვრება, ვიდრე პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიზისი იწყება. საქართველოში კი ასეთი ადამიანების ციფრი შთამბეჭდავია.
კლასიკური განმარტებით ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის სრულ პარალიზებას. ეკონომიკური რეცესია კი წარმოების დაცემას და ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას, რომელიც სოციალური შემოსავლების შემცირებასა და უმუშევრობის ზრდაში აისახება. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკა ღრმა რეცესიაშია და თუ ქმედითი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, სავსებით შესაძლებელია ეს ღრმა კრიზისში და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების პარალიზებაში გადაიზარდოს.

ნიკო ორველაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში არსებული სიტუაციაზე კრიზისი მსუბუქად ნათქვამია, ეკონომიკა, ფაქტიურად, განადგურებულია, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ბრალია. ჩვენ ხელისუფლებას, როგორც ჩვევია, არაადეკვატურობით გამოირჩევა, ასეა ეკონომიკის შემთხვევაშიც. სააკაშვილს რომ ჰკითხოთ, ქვეყნის ეკონომიკა ყვავის. რა საფუძველი აქვს ამ შეფასებებს, უცნობია.

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: რა თქმა უნდა, საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ, კრიზისის მთავარ მახასიათებლად ეკონომიკური ზრდის დაცემა მიიჩნევა. ამასთან ეკონომიკური კრიზისის აღმნიშვნელ ყველა მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, დღეს საქართველოში მკვეთრად გამოხატული კრიზისია.
გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: ნათელია, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. საუბარია იმაზე, რომ საგადასახადო შემოსავლები შემცირდა, რაც თავისთავად ეკონომიკური კრიზისს ნიშნავს. არასაგადასახადო შემოსავლებით რაღაცნაირად ამის დაბალანსება არ ნიშნავს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. ერთჯერადი შემოსავლებს ეკონომიკასთან პირდაპირი კავშირები არ აქვს.
საქართველოს ეკონომიკაში კრიზისის არსებობაზე შემდეგი მახასიათებლები მიუთითებს, მაგალითად, იმპორტ-ექსპორტის კატასტროფული ბალანსი, მაშინ როცა იმპორტი გაქვს 22%-ი და ექსპორტი 88%-ი, როდესაც სამეწარმეო სექტორი, ეკონომიკის რეალური სექტორი, პრაქტიკულად, არ გაქვს და დამატებითი ღირებულება ქვეყანაში პრაქტიკულად არ იქმნება. ამის გარდა, საგარეო ვალმა უკვე ბიუჯეტის ადეკვატურ ციფრს მიაღწია, რაც ქვეყანას დეფოლტის საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული კრედიტები, ფაქტობრივად, აღარ გაიცემა.
ზუსტი ზღვარი რეცესიასა და კრიზისს შორის არავის დაუდგენია. კრიზისი მანმადე გაგრძელდება, სანამ ეკონომიკა იმყოფება ვარდნის ფაზაში. როდესაც მდგომარეობის სტაბილიზაცია, გამოსწორება ხდება, იწყება კრიზისიდან გამოსვლის ფაზა, მაგრამ დღეს რადგან ვარდნა გრძელდება და არ შეჩერებულა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისი გრძელდება და მას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. თუ ვიღაცას უნდა, რომ ამას მაინცადამაინც რეცესია უწოდოს, დაე, უწოდოს, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. ახლა ამას რას დავარქმევთ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. არ მინდა არსებული ვითარება გადაჭარბებით შევაფასო, მაგრამ არის სერიოზული პრობლემები და მათი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ფაქტია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპები ეცემა, უმუშევრობა მაღალია, საქართველოში შეინიშნება მკვეთრი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ჩვენთან ყველა მხრივ, იგივე მცირე და მსხვილ ბიზნესშიც, შემოსავლები მცირდება, ბიზნესების წლიური ბრუნვა კი ნელ-ნელა იკლებს. თუ ასე გაგრძელდა და ამ პროცესის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, ეს რეცესია მწვავე ეკონომიკურ კრიზისში გადავა, რომლის ყველა მაჩვენებელი უკვე ისედაც სახეზეა.

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი: კრიზისი ნამდვილად არის. არსებობს რამდენიმე მთავარი პარამეტრიც, საიდანაც დასტურდება, რომ დღეს ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება, საგადასახადო შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის რაოდენობის ზრდა და საგარეო ვალის რაოდენობის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
რეცესია თავისი არსით არის კრიზისის მთავარი სტადია, ანუ რეცესია ეკონომიკის ენაზე იგივე კრიზისია. რეცესია არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში გამოცოცხლების ნიშან-წყალი არ ჩანს.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: დღეს საქართველოს ეკონომიკა ცალსახად რეცესიულ მდგომარეობაშია. იზრდება უმუშევართა რაოდენობა, შემცირდა უცხოური ინვესტიციები, ეს არის კრიზისული მოვლენები. მეორე მხრივ, არის სავალუტო სტაბილურობა, საერთაშორისო დონორების დახმარებიდან გამომდინარე, აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული დახმარებით. რამდენიმე ბანკის სავალუტო რეზერვები საკმაოდ მყარ პოზიციებზეა. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკაში სრული კრიზისის არსებობაზე საუბარი ნაადრევია. ასეთი სრულფასოვანი კრიზისი, ჯერჯერობით, არ არის. გაუარესება შეინიშნება, თუმცა სრულად კრიზისი არ არის.
საერთოდ, კრიზისის განმსაზღვრელი რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, ესენია: მშპ, დასაქმებულთა-უმუშევართა დონე. ამ ინდიკატორების გაუარესების შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისი დაწყებულია.
დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში კრიზისის სრულად დაუფლებამდე საფინანსო-საბანკო სისტემაში რყევა, ე.ი. ვალუტის კურსი და ინფლაციის დონის გაუარესება დარჩა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48