ეკონომიკა ეცემა, ცხოვრება ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკა ეცემა, ცხოვრება ძვირდება
ნანახია: 785

ქართული ბანკების საერთაშორისო რეიტინგები ეცემა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investor Service-მა "საქართველოს ბანკისა" და "TBC ბანკის" რეიტინგები კლების მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა და მათზე დაკვირვებას აწარმოებს. ამის შესახებ, მიმდინარე კვირას თავად სააგენტომ განაცხადა. სადღეისოდ ორივე წამყვანი ქართული ბანკის ფინანსური სტაბილურობის რეიტინგი "D-" კატეგორიითა შეფასებული. მთელი რიგი სარეიტინგო მაჩვენებლები კი Moody’s-ს ნეგატიური პროგნოზით აქვს გამოყოფილი. განვლილ ორ თვეში, ქვეყნის სუვენერულ საკრედიტო რეიტინგთან ერთად, ქართული კომერციული ბანკების რეიტინგების შემცირების შესახებ, განცხადება მეორე უმსხვილესმა სააგენტომ "ფიჩ რეიტინგსმაც" გააკეთა. ორივე სააგენტო კლების მოლოდინის საფუძვლად ქვეყანაში შენარჩუნებულ მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს ასახელებს.
მთავრობა ბიუჯეტს ეკონომიკიდან ამოღებული ფულის ნაცვლად გრანტებითა და სესხებით ავსებს
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდის შეფერხებასთან ბრძოლას ფისკალური სტიმულირების პაკეტით აპირებს. კერძოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტი 312.000.000 ლარით იზრდება. ცვლილება ვალდებულებების ზრდის, მათი შორის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მოხდება, რომელთა მაქსიმალური ოდენობა 260.000.000 ლარს მიაღწევს. არაფინანსური აქტივების ხარჯზე ბიუჯეტში დამატებით 134.000.000 ლარი შევა, საიდანაც 75.000.000 "ჯეოსელისა" და "მაგთის" მიერ ლიცენზიების გაგრძელებაზე მოდის, ხოლო 57.000.000 ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიებზე. ბიუჯეტში დამატებით მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის კრედიტები და ეროვნული ბანკის 50.000.000 ლარიანი მოგებაც შევა. სწორედ ამით უნდა გადაიფაროს ის დანაკარგები, რომელთა ზრდასაც მთავრობაში უკვე აღარ მალავენ. ფინანსური სტიმულირების პაკეტი შემოსავლების გეგმიური პარამეტრით 372.000.000 ლარით შემცირებას ითვალისწინებს, საიდანაც გადასახადების გეგმა 500.000.000 ლარით მცირდება. ყველაზე მეტად იკლებს დამატებული ღირებულების გადასახადისგან მისაღები თანხის გეგმიური მაჩვენებელი.
მთავრობა რამდენიმე უწყებას ხარჯებსაც უმცირებს. თავდაცვის სამინისტროს 45.000.000 ჩამოეჭრება, ფინანსთა სამინისტროს – 19, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 15, სხვა უწყებებს ჯამში 35.000.000. რაც შეეხება გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. სამცხე-ჯავახეთში გზების მშენებლობას დამატებით 86.000.000 დაეხარჯება, დაიწყება ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები, თბილისში საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 69.000.000 ლარია გამოყოფილი.

თბილისში ცხოვრება ძვირდება

ამასობაში, თბილისი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში დაწინაურებულა. საერთაშორისო კომპანია "ისიეის" მიერ შედგენილ რეიტინგში თბილისი 71 ადგილზეა, როცა შარშან 104 პოზიცია ეკავა. ევროპის მსხვილ ქალაქებს შორის კი თბილისი 36 ადგილზე მოხვდა, ლისაბონის, ლონდონ სიტისა და სტამბულს შორის. მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ კვლევამ ანგოლის დედაქალაქი ლუანდა აღიარა, სადაც თუნდაც კაფეში სადილის ღირებულება 100 დოლარს აღწევს.
მოკლედ, თბილისში ცხოვრება საგრძნობლად გაძვირებულა. ამ სიახლის ფონზე საქართველოს დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა 39%-ს ფინანსური მდგომარეობა გაუუარესდა. ამ მონაცემებს მარკენტიგული კვლევების კომპანია "ეისითი" ავრცელებს. კვლევის მიხედვით, ხარჯები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე თითქმის ყოველმა მეორემ, 46%-მა, შეამცირა.
მეორე სფერო, სადაც შეზღუდვა მოხდა გართობაა. რესტორანში, კაფესა თუ კინო-თეატრებში გართობა 42%-მა შეამცირა. ყველაზე ნაკლებად ეკონომია ჯანმრთელობისა და კვების სფეროებს შეეხო. ამ მიმართულებით დანახარჯები 31%-ით შეიკვეცა.

განახლებულ "იაფი კრედიტის" პროგრამაში ბანკები მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ

მიმდინარე კვირას გაირკვა, რომ წელს პირველად იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართვას მთავრობა ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც სთავაზობს. შესარჩევი კონკურსი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ფინანსური ინსტიტუტები სამთავრობო რესურსს თვიური 2%-ით მიიღებენ, რომელიც კრედიტების სახით 12%-იანი განაკვეთით უნდა გასცენ. პირობის მიხედვით, თითოეული კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 20.000 ლარია, მაქსიმალური ვადა კი 7 წელი. პროგრამის ფარგლებში, სესხი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამეწარმეო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს მიეცემათ.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართვას საფინანსო ინსტიტუტების უმეტესობა არ გეგმავს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სამთავრობო რესურსის მიღების აუცილებლობა არ გააჩნია. მეორე ნაწილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბაზარზე მოქმედი 20 კომერციული ბანკიდან კი დაინტერესებას მხოლოდ 3 მათგანი გამოთქვამს: "ვი თი ბი ბანკი", ”სახალხო ბანკი” და "ბაზის ბანკი".

მშენებლები დახმარებას ითხოვენ

სახელმწიფოსგან საკრედიტო ან სხვა სახის დახმარებას ითხოვს სამშენებლო სექტორი, რომელიც უკვე ძალიან ღრმა კრიზისში შედის. კომპანიები მშენებლობებს ვეღარ ასრულებენ. მათ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობა კი დღითი-დღე მატულობს. ერთ-ერთი ასეთი სარჩელის საფუძველზე, კომპანია ”საბა +” -ის სანზონაში მდებარე ობიექტი სასამართლომ დააყადაღა. მოსარჩელის ცნობით, ობიექტზე მშენებლობა უკვე რამდენიმე თვე შეჩერებულია. მას კი თანხა სრულად აქვს დაფარული და ”საბა +” - გან მშენებლობის დაგვიანების გამო თანხის დაბრუნებასა და ჯარიმების გადახდას ითხოვს.
კომპანიაში მშენებლობის გაჭიანურებას ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო ჯარიმას ვერ გადაიხდიან. საქმის დასრულებამდე კომპანიის ქონება დაყადაღებული დარჩება. იურისტები აცხადებენ, რომ ეს საქმე, სავარაუდოდ, პრეცედენტად იქცევა და ამგვარი მდგომარეობა ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას დაუდგება.

ჟვანიას დაპირების მიუხედავად, ტყეები მაინც გაიყიდება

მიმდინარე კვირასვე შვიდი თვის წინ გაყინული პროცესი დაიძრა. ეკონომიკის მინისტრის დანიშვნისას, მისი განცხადების მიუხედავად, რომ ტყეების ინვენტარიზაციამდე ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა შეჩერდებოდა, სამინისტრომ ტყეების გასხვისება მაინც დაიწყო. აუქციონზე, რომელიც 13 ივლისისთვისაა დაგეგმილი, 4211 ჰექტარი ტყის მასივი 10 წლით გასხვისდება, საიდანაც ბიუჯეტში სულ მცირე 2 მილიონი ლარი შევა. ლიცენზიის გასხვისება 2006 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტყეების აუდიტის შესაბამისად მოხდება. შემდეგი აუქციონები კი უკვე სატყეო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგებს დაეყრდნობა.
სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში 21.000 ჰექტარი ტყის მასივით ინვენტარიზაცია სრულდება, რომლის გარკვეულ ნაწილზეც აუქციონი გამოცხადდება. პროექტის განხორციელება ბიუჯეტს 150.000 ლარამდე უჯდება. ტყის ინვენტარიზაცია მთავრობამ უკანასკნელად 1996 წელს განახორციელა და ამ მონაცემებით ქვეყანაში 1.900.000 ჰექტარი ტყის მასივია.

უხარისხო სომხური კარტოფილი საქართველოში კვლავ შემოვა

მიმდინარე კვირასვე მთავრობამ კარტოფილის იმპორტზე დაწესებული სამ თვიანი აკრძალვა ვადაზე ადრე მოხსნა და პროდუქციის იმპორტი განახლდა. კარტოფილის შემოტანის აკრძალვის მიზეზად იმპორტიორ ქვეყნებში მავნებლის, ე.წ. ჩრჩილის, გავრცელება სახელდებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმპორტიორ ქვეყნებს საგანგებო ნორმების გატარება მოსთხოვა, თუმცა, მანამდე სომხურმა მხარემ სომხური კარტოფილის შემოტანის შეჩერბის სანაცვლოდ სომხეთში ბორჯომის იმპორტის აკრძალვის იდეა გააჟღერა. საბედნიეროდ, პრობლემა დაგეგმილზე ადრე მოგვარდა და საქართველოდან სომხეთში ბორჯომი, სომხეთიდან საქართველოში კი კარტოფილი კვლავინდებურად შეუფერხებლად გადაედინება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48