ბიუჯეტის ზრდა გრანტებითა და სესხებით ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ბიუჯეტის ზრდა გრანტებითა და სესხებით ხდება
ნანახია: 517

ბიუჯეტის ზრდა გრანტებითა და სესხებით ხდება
"საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი განიხილეს დღეს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2009 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახადების გაანგარიშება 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდისა და 7%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით მოხდა.

ბიუჯეტის ზრდა ძირითადად, აზიისა და მსოფლიო ბანკის გრანტების გაზრდისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით მოხდა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 24.9 მლნ. ლარით, რომელიც ძირითად მიმართული იქნება 2009 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე (10.0 მლნ. ლარი) და მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებზე (14.7 მლნ. ლარი); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 38.5 მლნ. ლარით, მათ შორის ძირითადად იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება 16.5 მლნ. ლარით და სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების – 14.5 მლნ. ლარით; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 16.3 მლნ. ლარით, რომლიდანაც 9.2 მლნ. ლარი გათვალისწინებულია 2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველსაყოფად, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებულ საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე, ხოლო 4.2 მლნ. ლარი – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარებული მოსახლეობის მიერ ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტებში მოხმარებული კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 37.3 მლნ. ლარით, საიდანაც 20.0 მლნ. ლარი მიმართული იქნება საჯარო სკოლების მშენებლობაზე და რეაბილიტაციაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მთავრობას გაუზიარებს. კომიტეტის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ შენიშვნები მთავრობის მხრიდან შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება. მთავრობის სხდომაზე პროექტის დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი კვლავ პარლამენტს, უკვე განსახილველად დაუბრუნდება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48