კანონი, რომელიც ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს უსახლკაროდ დატოვებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კანონი, რომელიც ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს უსახლკაროდ დატოვებს
ნანახია: 830

ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. კრედიტ-ინფოს "შავ სიაში" მოხვედრილთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ბანკების პრობლემური კლიენტების რიცხვმა უკვე 200 ათასს მიაღწია. მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, მოსახლეობას ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვა სულ უფრო მეტად უჭირს. პრობლემა უკვე დიდი ხანია გაცდა კონკრეტული ადამიანების პირად საკითხს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა სულ უფრო მწვავდება, ბანკები, ჯერჯერობით, განგაშს არ ტეხენ. მთლიანად ქართულ საბანკო სისტემაში გაცემული კრედიტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3.9%-ია პრობლემური. ბანკები ამ მონაცემს, ბუნებრივია, თავიანთი პოზიციიდან აფასებენ. კერძო სტრუქტურას, რა თქმა უნდა, არ აწუხებს საზოგადოებრივი პრობლემა და მათ ამას ვერც ვერავინ მოსთხოვს. საერთო მოცულობის 3.9%, ბანკირების აზრით, არ არის ისეთი ციფრი, რომ ბანკებს პრობლემები შეექმნათ.
საერთოდ, პრობლემური სესხების მოცულობა საკრედიტო განაკვეთების დადგენის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ბანკები პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობაში მიღებულ ზარალს, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების სახით, სხვა მსესხებლისგან იღებენ. ასე რომ, ბანკებს, ჯერჯერობით, ამ კუთხით, სირთულეები არ აქვთ ან ეს პრობლემები მართვადია.
თუ ბანკებისთვის ვადაგადაცილებული სესხები ნაკლებპრობლემატურია, ის ძალიან მწვავედ დგას საზოგადოებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "შავ სიაში" მოხვედრილი 200 ათასი ადამიანის უკან ოჯახები დგას, გამოვა, რომ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პრობლემები საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს პირადად ექმნება. ამ დროს მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. თავი დავანებოთ იმას, რომ დღეს ვადაგადაცილებული სესხების პრობლემის გაჩენა, თავის დროზე ეროვნული ბანკის ფაქტობრივმა გაუქმებამ და ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააყენა, სახელმწიფომ მსგავსი მასშტაბის პრობლემა მაინც უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
ამ ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ან უბრალოდ დუმან, ან ჩვენს მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვებს ირონიულად და უგულისყუროდ პასუხობენ. "სესხების საერთო მოცულობაში პრობლემური კრედიტების წილი მხოლოდ 3.9%-ია, ეს ბანკებს პრობლემას არ შეუქმნის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, რომელიც ისეთი კმაყოფილი გახლდათ ბანკების მდგრადობით, რომ "შავ სიაში" მოხვედრილი ადამიანების შავ მომავალზე დაფიქრება და კომენტარი აღარ ისურვა. ვადაგადაცილებულ სესხებს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესების გათვალისწინებით აფასებს გიგი უგულავა, რომელიც ამ თემაზე გაკეთებულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კომენტარში აცხადებს, რომ სახელმწიფო "მეწველი ძროხა" არ არის და ის ვერავის დაეხმარება.
ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა კი საპირისპიროს ამტკიცებს. შეიძლება ის თანხობრივად მართლაც არ არის კატასტროფულად ბევრი, მაგრამ თუ რაოდენობრივად განვიხილავთ, შეიძლება სოციალური აფეთქების კიდევ ერთ მიზეზად ჩავთვალოთ. ამდენი პრობლემური სესხი ნიშნავს, რომ ეკონომიკა გამართულად ვერ მუშაობს, ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ და დღეს დაკარგეს ეს შემოსავალი, სესხებს ვეღარ იხდიან. ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გარღვევა ზუსტად იქ დაფიქსირდა, სადაც მოქალაქეთა საშემოსავლო გადასახადი იყო გათვალისწინებული. მთავრობამ დეფიციტი მარტივად შეავსო. ერთის მხრივ, სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ბანკებისგან ერთგვარ სესხს იღებს, მეორე მხრივ კი, გაზრდილი უცხოური გრანტების მეშვეობით, ზრდის ბიუჯეტს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და რადგან ბიუჯეტის დეფიციტი არ დაფიქსირდა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხსენებულმა გადანაცვლებებმა, ნათლად გვიჩვენა, რომ ეკონომიკას სწორედ იქ აქვს პრობლემა, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეების შემოსავლები იქმნება.
ერთი სიტყვით, მთავრობა პრობლემებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ იღებს გადამჭრელ ზომებს. ამ ფონზე, ბოლო დროს ორი ძალიან საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა. 1 ივნისიდან ამოქმედდა კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი, ბოლო დღეებში კი კო­მერ­ცი­ული ბან­კების მიერ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვის გა­­მარ­ტივ­ე­ბაზე დაიწყო საუბარი. საკითხი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და უახლოეს მომავალში შევა ძალაში.
დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, თუ მო­ვა­ლე გა­ა­ჭი­ა­ნუ­რებს იპო­თე­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, მა­შინ საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და მო­ვა­ლე ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა­ვენ და იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი უძ­რა­ვი ნივ­თი საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვა. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­ს­ში" ცვლი­ლე­ბე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­დის. სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს, თუმ­ცა შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ იპო­თე­კა­რის­თ­ვის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მე­ო­რე მოს­მე­ნის­თ­ვის მი­ი­ღე­ბა. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თუ კრე­დი­ტორს წარ­მო­ად­გენს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი, მა­შინ ქო­ნე­ბა­ზე ბან­კის სა­სარ­გებ­ლოდ ყა­და­ღის მოხ­ს­ნა სა­ჯა­რო რე­ეს­ტ­რ­ში ბან­კის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა.
ეს ცვლილება, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა, როგორც პროგრესული ნაბიჯი სამოქალაქო ურთიერთობებში. მაგრამ ამ ცვლილებით, რეალურად იმ 200 ათასი ადამიანის მდგომარეობა უარესდება, რომელთა ქონების ჩამორთმევაზეც არის საუბარი. ამას თვალსაწიერ მომავალში კიდევ ის 300 ათასი ადამიანი დაემატება, რომელიც, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, მალე, სავარაუდოა, რომ გადახდისუუნაროები გახდებიან. თუ ადრე ბანკი ერიდებოდა პრობლემურ კლიენტთან ურთიერთობის გამწვავებას და რადგან ეს რთული პროცედურა გახლდათ, საკითხის ქონების ჩამორთმევამდე მისვლა არც მის ინტერესებში შედიოდა, დღეს იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევა ისე იოლდება, რომ თანხის ამოღება ბანკისთვის ნაკლებად მომგებიანი ხდება.
სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების უფრო მეტი ეფექტურობისთვის და ბანკების ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის მთავრობამ უფრო ადრე იზრუნა, როდესაც კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი შემოიღო.
1 ივნისამდე კრედიტორებს არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად დაესაკუთრებინათ კლიენტის ქონება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელი ხდებოდა სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის ჩარევა. გამოტანილი ვერდიქტის შესრულება სააღსრულებლო ბიუროებს ევალებოდათ. კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღებამდე საქართველოში 130 საჯარო აღმასრულებელი იყო, თითოეული მათგანი 300-400 საქმეს კურირებდა, რაც, ბუნებრივია, ქონების ბანკების ხელში გადასვლას ძალიან ართულებდა. არსებული სიტუაციის ბანკების სასარგებლოდ შესაცვლელად საქართველოს კანონში "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" შეიტანეს ცვლილება, რომლითაც კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი დააკანონეს.
კერძოO აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც შეასრულებს სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ლიცენზიებს ფიზიკურ პირთათვის იუსტიციის სამინისტრო გასცემს. ლიცენზია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გასცემს, არის უვადო იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი თავის ვალდებულებებს შვიდი წლის განმავლობაში შეასრულებს. სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ კანონის შესაბამისად მისი ღირებულება 200 ლარს შეადგენს. ბანკებს შეეძლებათ შვილობილი კომპანიების შექმნა და კერძო აღმასრულებელთა დაქირავება, რაც მეტად გაუიოლებთ საქმეს. აღარ მოხდება აღსრულების გაჭიანურება, რაც კრედიტორთა კმაყოფილებას გამოიწვევს, - ასეთია კანონპროექტის ინიციატორთა განწყობა. როგორც ჩანს, სწორედ კრედიტორთა კმაყოფილება არის დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. არავინ ფიქრობს მსესხებელთა, ანუ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების განწყობაზე, რომლებმაც დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობის პირობებში აიღეს კრედიტები, რომლებსაც ლამის "ატენიდნენ" კრედიტებს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შექმნილ ბიზნესგარემოში მივიდნენ გაკოტრებამდე და სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ინიცირებული კანონების საფუძველზე დარჩებიან უსახლკაროებად.

ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48