12 ივნისს სასტუმრო "თორში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრმა" "ეკონომიკის მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარება საქართველოში" კვლევის პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ისეთი საკჯითხების კვლევა და ანალიზი, როგორიცაა: "ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების როლი ბაზრის რეგულირებაში", "დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების საქმიანობა" "ბაზრის რეგულირების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები". კვლევის შდეგები საზოგადოებას "ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის" წევრებმა, ეკონომიკის ექსპერტებმა ნოდარ ხადურმა, დავით ნარმანიამ, შოთა და თემურ მურღულიებმა გააცნეს.
აღნიშნულ თემებზე კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარდა.
პრეზენტაციას როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ბოლოს მკვლევარებმა სტუმრების კითხვებს უპასუხეს და მათი შენიშვნები მოისმინეს.
ადა ექიზაშვილი