ნანახია: 1174
გერმანული პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი თბილისში "ბრეცელის სახლში" დამზადდება. ქართულ-გერმანული საწარმო "ბრეცელის სახლი" გერმანული საცხობისა და საკონდიტროს ქსელს წარმოადგენს, რომლის პირველი ობიექტი თბილისში საზეიმოდ გაიხსნა. "ბრეცელის სახლი" საცხობს, საკონდიტროს, მაღაზიასა და კაფეს აერთიანებს. საწარმოს ექსკლუზიური პროდუქცია წარმოადგენს გერმანული ტექნოლოგიითა და გერმანელი სპეციალისტ-მცხობელისა და კვალიფიციური კონდიტერის მიერ დამზადებულ: 20-მდე დასახელების თეთრ, შავ, რუხ და ჭვავის პურს; ხუთი სახეობის ბრეცელს; 30-მდე დასახელების ფუნთუშეულს; 25 დასახელების საკონდიტრო ნაწარმს; 20-მდე დასახელების სენდვიჩსა და ჰამბურგერს. პროდუქციის დასამზადებელი ღუმელები და სათანადო მოწყობილებები და ნედლეული გერმანიაშია შეძენილი. მცხობელი და კონდიტერი კვალიფიციური გერმანელი სპეციალისტი ვოლფგანგ ფლექსია. მომხმარებელს ყოველდღიურად ექსკლუზიური პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის შეძენისა და, სურვილის შემთხვევაში, არსებულ კაფეში მისთვის სასურველი პროდუქციის დაგემოვნების საშუალება ექნება. "ბრეცელის სახლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გერმანიის მოქალაქე, ბატონი თომას მაიერია. კომპანიაში ერთობლივი ინვესტიის ოდენობამ 100.000 დოლარი შეადგინა. საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. შემოდგომისთვის ქართულ-გერმანული კომპანია თბილისში მეორე ობიექტის გახსნასაც გეგმავს.
|