ექსპერტების კომენტარი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ექსპერტების კომენტარი
ნანახია: 697

უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო ბანკებისა და კლიენტების ურთიერთობებში, ვადაგადაცილებული სესხების მასშტაბური პრობლემის მოგვარებისას და რა ფორმით?

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი[/center]
"ორივე ინიციატორმა მხარემ, ერთი მხრივ, ოპოზიციამ და მეორე მხრივ, სახელმწიფომ, უნდა დადონ თავიანთი მოსაზრებები და მოხდეს მათი შეჯერება. ფაქტია, რომ საფინანსო სექტორს გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, ეს იქნება პრობლემური სესხების გამოსყიდვა თუ სხვა. თუმცა იმ მექანიზმით პირდაპირ გამოსყიდვას ვეწინააღმდეგები, რომელიც შეერთებულ შტატებში გაკეთდა. სახელმწიფომ რესტრუქტურიზაციის საკითხებზე უნდა იზრუნოს და არა პირდაპირ გამოსყიდვაზე."

ზურა მელიქიშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

"როდესაც სახელმწიფოს საშუალება აქვს ნამდვილად უნდა იზრუნოს, მაგრამ საერთოდ თავიდანვე, კრედიტების გაცემის მომენტიდანვე, ბანკებთან აღნიშნული საკითხი გავიარეთ და ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში ინდივიდუალურ კრედიტორთან მიმართებაში მიეღოთ გადაწყვეტილება.
გარწმუნებთ, მსგავსი საშუალება სახელმწიფოს რომ ჰქონოდა, ამ ინიციატივაში ოპოზიციას არ დაელოდებოდა."

ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაცი სააგენტო GBC-ის რედაქტორი

"ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ვითარების გაუმჯობესებაზე. არის მოდელი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში განიხილეს და საკმაოდ წაადგება თვითონ ამ პრობლემის გადაჭრას, რასაც საბანკო სისტემაში დავალიანების არსებობა ჰქვია. ტენდენცია საკმაოდ მზარდია და თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივა.
მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუუნაროა. ბანკებს ეს პრობლემებს უქმის, პრობლემური სესხები იზრდება. სახელმწიფოს შეუძლია გონივრული ფორმით მოახდინოს მათი საკუთარ თავზე აღება: ბანკს ფული მისცეს პრობლემური სესხების დასაფარად და ამით მოეხსნას თანხების ამოღების პრობლემა. მოსახლეობა ანგარიშვალდებული ხდება უკვე თვითონ სახელმწიფოს წინაშე.
თანხების ამოღება შეიძლება გარკვეულ პერიოდზე გაიწელოს და ამ ადამიანებმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები დაფარონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამის რამდენიმე ფორმა შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, როდესაც ადამიანი დასაქმდება, საშემოსავლოდან მოხდეს თანხის დაკავება. კიდევ მრავალი გონივრული გზის მოფიქრება შეიძლება.
კარგად უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის ახსნა იმისა, რომ ეს სესხების ჩამოწერას არ ნიშნავს. თუ არასწორად იქნა ეს გაგებული, მაშინ ვინც დღეს გადახდისუნარიანია და იხდის ვალს, მან შესაძლოა შეწყვიტოს გადახდა და ამით არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
სახელმწიფომ ამ სესხების საკუთარ თავზე აღების გონივრულ გზებზე უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მეტნაკლბად უფრო აქვს ამის რესურსი ვიდრე კერძო სექტორს. შედეგად, მოიხსნება როგორც ბანკის პრობლემა, ასევე მოსახლეობას გარკვეული შეღავათი ექნება."

ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი

"მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც გავიგებთ, თუ რაშია საქმე და რატომაა პრობლემატური სესხი, სად არის პრობლემის თავი და ბოლო, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ნაბიჯების გადადგმა. ნორმალური ეროვნული ბანკის არსებობის პირობებში პრობლემური სესხების მოგვარებაში ცხვირს მთავრობა არ უნდ აყოფდეს.
მე ოპოზიციის მიერ წარდგენილი ეს გეგმა არ მინახავს. მე მხოლოდ განცხადება ვნახე. ამ გეგმას რომ ვნახავთ, დეტალურად უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. განცხადების შეფასება კი შეუძლებელია. ამ საქმეს ვერც ოპოზიცია უშველის და ვერც თქვენ. უნდა იყოს თავი, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ცენტრალური ბანკი და იმის დასკვნებზე უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ კი მკითხაობა დავიწყეთ და ეს, მე თუ მკითხავთ, კარგი სულაც არ არის."

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი

"ნებისმიერი ჩარევა შესაძლოა ატარებდეს კეთილ ნებას, თუმცა მას, როგორც წესი, ცუდი შედეგები მოჰყვება. სასურველია, რომ ბანკებსა და მის მომხმარებელს შორის ურთიერთობები თავად მოაგვარონ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ მდგომარეობიდან გამოსავალს თავად ვერ პოულობენ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩაერიოს ოღონდ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით და უკვე კარგად აპრობირებული ხერხებით."

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი

"ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. მან უნდა გააკეთოს ეკონომიკის გადარჩენის კომპლექსური პროგრამა, სადაც ეს საკითხი ჩაიდება და რესტრუქტურიზაციას გარანტად უნდა დაუდგეს."

ზურაბ გვასალია, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი

"მიმაჩნია, რომ თავად პრობლემური სესხის დეფინიციაა ჯერ გასარკვევი, ანუ, თუ რა ტიპის მსესხებლებს ვგულისხმობ – ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენთან ხდება ბანკების ვალების სახელმწიფოზე გადაწერაზე აპელირება, თანაბრად განიხილება როგორც ფიზიკური პირები (პოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე), ასევე იურიდიული პირებიც.
ყველგან, სადაც სახელმწიფომ განახორციელა საბანკო სექტორისთვის დახმარება, იგი იყო შემადგენელი ნაწილი ეკონომიკის სტიმულირების გეგმისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში, სადაც სახელმწიფომ განახორციელა დახმარება საბანკო სექტორისთვის, ბანკების ლიკვიდობისთვის მხარდაჭერა იყო, რაც პირდაპირი და არაპირდაპირი დახმარებების გზით განხორციელდა. ეს უპირველესად გამომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რომ საბანკო სისტემის კრიზისი ლიკვიდობის კრიზისიდან იწყება, რაზეც როგორც საბაზრო, ასე არასაბაზრო ფაქტორები ზემოქმედებს. და შესაბამისად, პრევენცია სწორედ ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ერთის მხრივ, ცენტრალური ბანკები აქტიურად მიმართავდნენ რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას და მეორეს მხრივ, გასცემდნენ ბანკებზე და მსხვილ კორპორაციებზე კრედიტებს, მათი აქციების შეძენის სანაცვლოდ, რაც ბევრმა ნაციონალიზაციადაც კი მონათლა.
მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, საბანკო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაცია განხორციელდა, მათ შორის ბანკების მხრიდან საფინანსო ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობისა და კრედიტორების დაცვის მიზნით, ასევე დავების პერიოდულობის შემცირების მიმართულებით.
მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საბანკო სექტორის მხარდაჭერა სწორედ შემდგომი ლიბერალიზაცია და ევროპულ საბანკო კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მიახლოება იქნებოდა. სასურველია, თუ ჩვენც იგივე გზით ვივლით და "ქართულ ინოვაციებს" ნაკლებ გამოვიყენებთ.
აქვე მსურს აღვნიშნო, ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, რეფინანსირების განაკვეთების ეტაპობრივად შემცირებისა და ლიკვიდობის მართვის მიმართულების პარალელურად, სავალუტო და საკრედიტო სვოპების პრაქტიკის შემოღების თვალსაზრისით, რაც დეპოზიტების დაბეგვრის გაუქმებასთან ერთად, უახლოეს მომავალში დადებითად წაადგება საბანკო სექტორს, უპირველესად სავალუტო რისკების შემცირებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ამავდროულად ძალზე სახიფათოდ მიმაჩნია ექსპერტთა ნაწილისა და პოლიტიკოსების მოსაზრებები, მოხდეს სახელმწიფოზე გადაწერა, თუნდაც იმ პირების დავალიანებისა, რომლებასაც უშუალოდ შეეხო აგვისტოს მოვლენები ან ცხოვრობდნენ კონფლიქტის ზონებში.
მიმაჩნია, რომ აქ დაირღვევა კრედიტორის ვალდებულებების მთავარი პრინციპი - ხელოვნურად დაყოფა დაზარალებული ან ნაკლებ დაზარალებული კრედიტორების განსაზღვრის მიმართულებით. მთავარი ისაა, რომ იურიდიულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილის მიმართ, ვინც კონფლიქტურ ზონებში ეწეოდა ბიზნესს, ბანკებმა ისედაც განახორციელეს სესხების რესტრუქტურიზაცია. აგვისტოს მოვლენებამდე შეიძლება ადამიანის ბიზნესი ყოფილიყო წარმატებული, მაგრამ ანალოგიურად გლობალურ კრიზისამდე, ანუ სექტემბრამდეც, იგივე შეფასება შეიძლება სხვებზეც განზოგადდეს. ამიტომ, მაშინ სხვებმა, ვინც თუნდაც საქართველოს სხვა რეგიონებში ცხოვრობს, რა დააშავეს?
როგორც უკვე აღვნიშნე, არსად სახელმწიფო ვადაგადაცილებული სესხების საკითხებში პირდაპირ არ ჩარეულა. უფრო მეტიც, სადაც განხორციელდა სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. ბაილოტის პოლიტიკა, ფორმირება საბანკო და ბიზნესსტრუქტურებს შეეხო და ერთადერთი მიზნით - ლიკვიდობის კრიზისის თავიდან ასაცილებლად. დღეს არცერთ წამყვან ქართულ ბანკს ლიკვიდობის კრიზისი არ უდგას. რაც შეეხება წამყვან ქართულ კომპანიებს, ბევრ მათგანს გადაუვადდათ არსებული სასესხო დავალიანება და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ქართული კომპანიების ნაწილი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე, ანდა სულაც უკვე დახურული იქნებოდა.
ქართული ბანკები ამ საკითხებზე, განსაკუთრებით გასული წლის სექტემბრის გლობალური კრიზისის დაწყებიდან, აქტიურად მუშაობენ. ძალზე ბევრ კომპანიას არსებული სასესხო დავალიანება სწორედ ამ გზით გადაუვადდა. რესტრუქტურიზაცია შეეხო ფიზიკურ პირებსაც. გარდა ამისა, ამ სახის თემების ტირაჟირება ბევრ ადამიანს დათვურ სამსახურსაც გაუწევს, იმ არასასურველი მოლოდინების შექმნაში, რაც მომავალში კიდევ უფრო დამძიმებული ვალდებულებების (თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის დარიცხვით) ზრდაში აისახება.
აქვე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ გარემოებას: საბანკო სამართალი საკონტრაქტო ვალდებულებათა იძულებით აღსრულების პრინციპზეა აგებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ბანკის კლიენტი სესხის აღებისას მთლიანად არის ინფორმირებული სესხის ვერ დაფარვის შემთხვევაში მის ვალდებულებებზე".

ვაჟა კაპანაძე - საბანკო საქმის ექსპერტი[center]
აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. ამას თან წლების მანძილზე მთავრობის მიერ განხორციელებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაც დაერთო და ქვეყნის მოსახლეობის 200 ათას კაცზე მეტი ეგრეთწოდებულ "შავ სიაში" მოხვდა, ანუ გადახდის უუნარო გახდა. კრედიტ ინფოში მოხვედრილი მევალეები ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, ამიტომ ამ საკითხს სერიოზული ყურადღების მიქცევა და მიხედვა სჭირდება, რადგან შესაძლოა ამ ადამიანების გაკოტრებით ქვეყანას უმუშევართა დიდი რაოდენობა შეემატოს.
ამ პრობლემაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ კრედიტების ამოღება ბანკებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს საბანკო სისტემამ თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე პირველად 2008 წელი ზარალით (300 მლნ. დოლარი) დაასრულა. ამ პირობებში აუცილებელია, რომ ეს სახალხო პრობლემა სახელმწიფოსთვისაც აქტუალური გახდეს, რადგან თუ საქართველოში, თუნდაც ერთი მცირე ბანკი მანიც გაკოტრდება, ეს უკვე ქვეყნის ეკონომიკას, ფაქტიურად, კოლაფსში ჩააგდებს.
აუცილებელია, რომ "შავ სიაში" მოხვედრილებს მთავრობა რაიმე სახით დაეხმაროს. პირველ რიგში, ამ ადამიანების კრედიტ ინფოს მონაცემთა ბაზიდან ამოღება უნდა მოხდეს. აქ არ არის საუბარი, იმ ადამიანებზე, რომლებსაც სესხი 2007 წელს აქვთ აღებული. სახელმწიფო იმ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, რომელთაც ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მიაყენა ზეგავლენა. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება, რომ მოხდეს. მაგალითად, სახელმწიფომ ამ 200 ან 300 მლნ-ს სესხი თვითონ გადაიხადოს და მოსახლეობა არა ბანკების, არამედ ქვეყნის მოვალეები გახდნენ. ოღონდ სახელმწიფომ არა მთლიანად, არამედ, ვთქვათ, 80% მაინც რომ გამოისყიდოს, რადგან დანარჩენ ნაწილზე ადამიანი ჯერ კიდევ ბანკთან იქნება ანგარიშვალდებული. შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა საურავები და ჯარიმები მოუხსნან ამ ხალს. "შავ სიაში" მოხვედრილი 200 ათასი კაციდან 20 ათასმაც რომ შეძლოს ახალი ბიზნესის დაწყება, ეს უკვე ამ რეფორმის წარმატების მანიშნებელი იქნება. რადგან ეს 20 ათასი კაცი, ხალხს დაასაქმებს, დამატებით გადასახადებს გადაიხდიან ბიუჯეტში და პრობლემაც, ასე თუ ისე, გადაწყდება.

ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48