ნანახია: 665
"ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა" ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "ეკონომიკის მარეგულირებელი ორგანოების განვითარება საქართველოში" განახორციელა. პროექტის ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების საქმიანობა იქნა გამოკვლეული, ბაზრის რეგულირებების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები და ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების როლი ბაზრის რეგულირებაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა. კვლევის პრეზენტაცია 12 ივნისს 16:00 სასტუმრო "თორში" გაიმართება.
|