კერძო აღმასრულებელის ფუნქცია ბანკების კრედიტორებისგან ვალის ამოღებაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კერძო აღმასრულებელის ფუნქცია ბანკების კრედიტორებისგან ვალის ამოღებაა
ნანახია: 690

საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება. ძალიან იმატა პრობლემური სესხების რაოდენობამ. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არიან ის ბანკები, რომლებმაც დიდი რაოდენობით კრედიტები გასცეს და ახლა უჭირთ თანხის დაბრუნება. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, თუ რატომ იმყოფებიან ასეთ მძიმე მდგომარეობაში კრედიტორები. ადამიანთა უმრავლესობას, რომელთაც აიღეს სესხი ბანკისგან, არ აქვთ საშუალება დააბრუნონ თანხა და უწევთ შეელიონ იმ მოძრავ თუ უძრავ ქონებას, რომელიც კრედიტის მიღებისას თანხის სანაცვლოდ ჩადეს. მაგრამ კრედიტორებს არ აქვთ უფლება თვითნებურად დაისაკუთრონ კლიენტის ქონება. ასეთ შემთხვევებში, სასამართლოს მხრიდან ხდება ჩარევა. გამოტანილი ვერდიქტის შესრულება სააღსრულებლო ბიუროებს ევალებათ. დღესდღეობით საქართველოში 130 საჯარო აღმასრულებელია, თითოეულ მათგანს 300-400 საქმე აქვს გადაცემული. აქედან გამომდინარე, ხდება საქმის გაჭიანურება და პროცესში მონაწილე ორივე მხარე ზარალდება. სწორედ არსებულმა სიტუაციამ განაპირობა, "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რის მიხედვითაც, პირველი ივნისიდან ფუნქციონირება დაიწყო კერძო სააღსრულებლო ბიუროებმა. კერძოO აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც შეასრულებს სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ლიცენზიებს ფიზიკურ პირთათვის იუსტიციის სამინისტრო გასცემს. კანონში შეტანილია სპეციალური კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც ზემოთხსენებული ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია. პირველ რიგში, პირი, რომელსაც სურს გახდეს კერძოO აღმასრულებელი, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება, სავალდებულოა, ჩააბაროს აღსრულებისა და კერძო აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე სავალდებულოა ჰქონდეს ოფისი ან ბიურო და დააზღვიოს მისი პროფესიული საქმიანობა. ლიცენზია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გასცემს, არის უვადო იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი თავის ვალდებულებებს შეასრულებს შვიდი წლის განმავლობაში. სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ კანონის შესაბამისად მისი ღირებულება 200 ლარს შეადგენს.
კერძო აღსრულების ბიუროების შემოღება, ერთი მხრივ, შეიძლება შევაფასოთ როგორც დადებითი მოვლენა. პირველ რიგში იმიტომ, რომ კრედიტორებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება, მიმართონ საჯარო მოხელეებს თუ კერძო პირს. ამასთან, ბანკებს შეეძლებათ შვილობილი კომპანიების შექმნა და კერძო აღმასრულებელთა დაქირავება, რაც მეტად გაუიოლებთ საქმეს. ასევე აღარ მოხდება აღსრულების გაჭიანურება, რაც გამოიწვევს კრედიტორთა კმაყოფილებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სააღსრულებლო საქმიანობაში კერძო პირებიც მიიღებენ მონაწილეობას, ბადებს კითხვას, ხომ არ ცდილობს სახელმწიფო, თავი აარიდოს სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებას, ან იქნება თუ არა დაცული პროცესში მონაწილე ორივე მხარის უფლებები, რასაც კერძო აღმასრულებლის პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა განაპირობებს. ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შევა საჩივარი ამასთან დაკავშირებულ რაიმე უკანონობაზე, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახური მონიტორინგს გაუწევს იმ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელმაც დაარღვია წესი ან შელახა მსესხებლის ან გამსესხებლის უფლებები.

თამარ ზედელაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48