ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ნოდარ ჯავახიშვილთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ნოდარ ჯავახიშვილთან
ნანახია: 1077

ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთა ნოდარ ჯავახიშვილთან


[b]- ბენდუქიძის იდეას, საქართველოში ლართან ერთად მიმოქცევაში ევროს ჩაშვების თაობაზე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ნანა ყარალაშვილიც ეთანხმება. მისი განცხადებით, ეს ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს. "ევრო თავისუფალ მიმოქცევაში გავა, თავდაპირველად ლარი მეორადი ვალუტა გახდება, ხოლო შემდეგ საერთოდ გაქრება", როგორ შეაფასებდით, ყარალაშვილის ამ განცხადებას, რამდენად შესაძლებელია, რომ ლარი ევროთი შეიცვალოს და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?

- დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს ბენდუქიძე, როგორც ადრე, პრობლემა არაა. ანუ იდეების გენერაცია სულ სხვა ადგილას ხდება, ბენდუქიძე უბრალოდ ამის გამხმოვანებელია. ფაქტია, რომ ბენდუქიძე თითქოს მთავრობაში აღარ არის, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამარხვა ისევ გრძელდება. ეს განცხადებებიც ერთმნიშვნელოვნად ამას ემსახურება.
საკუთარი ფულის ერთეული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. როდესაც ეროვნული ვალუტა გაქვს, საკუთარ ეკონომიკას უფრო მძლავრად აკონტროლებ.
პრემიერის მრჩევლის ამ განცხადებაში ღრმა არაპროფესიონალიზმი იგრძნობა. რას ჰქვია ევრო უნდა შემოვიღოთ? როგორ შეიძლება ევრო შენი ნებით შემოიღო? ეს იგივეა, რომ ევროკავშირში ძალით შევარდე. ვინ მისცა საქართველოს იმის უფლება, რომ ევრო გამოაცხადოს სახელმწიფო ვალუტად, ევროკავშირი ამას შორიდან დაუწყებს ყურებას? ევრო რომ საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო ვალუტად გამოაცხადო, ამისთვის უამრავი კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც საქართველო უბრალოდ ვერ შეძლებს.
სხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტის შენ სახელმწიფო ვალუტად გამოცხადება, უბრალოდ მითვისებაა და ამის უფლებას არავინ არ მოგცემს. ეს უფლება საქართველოს მხოლოდ მაშინ ექნება, როცა ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროპის ქვეყნებს დაუახლოვდება.
საერთოდ, ვინმე ხსნის, თუ რატომ აკეთებენ ამას? ის, რომ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება უფრო გაუადვილდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ბევრ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალუტა, მაგრამ იქ ინვესტორები შესვლაზე თავს არ იკავებენ. მთავარია ლარი იყო სწორად მართვადი და სტაბილური ვალუტა, თორემ მისი არავის არ ეშინია. ინვესტორებს ხელს არასტაბილური მდგომარეობა უშლის და არა ქვეყნის ეროვნული ვალუტა. ინვესტორებს ისეთი არასწორი ქმედებებიც უშლის ხელს, რაც გასული წლის შემოდგომაზე ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთეს. ლარის გამო დისკომფორტს საქართველოში არც ერთი ინვესტორი არ განიცდიდა. პირიქით, მყარი და სტაბილური ლარი მათ საქმიანობას უადვილებდა. ამ იდეაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
ამ ინიციატივის შემოღების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ის დავასახელოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ ან არ აკონტროლებს ფულის მასას და აქედან გამომდინარე, ლარის სტაბილურობაზე გარანტიას ვერ იძლევა. როცა კონკრეტული ხელისუფალი პირდაპირ თუ ირიბად აღიარებს, რომ მას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ვალუტის მოვლა არ შეუძლია, ამისათვის ვალუტა კი არ უნდა გააუქმო, ხელისუფალი უნდა შეცვალო. კაცს თუ ცოლი ღალატობს, ეს ხომ არ შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ ცოლ-ქმრული ინსტიტუტი საერთოდ გააუქმო.
ვერც ის გავიგე, მეორადი ვალუტა რას ნიშნავს. ან უნდა გვქონდეს საკუთარი ფულის ერთეული, ან არა. ლარი პირველადი ვალუტა არასოდეს ყოფილა. ის ყოველთვის გადახდის ერთადერთი საშუალება იყო. პირველადი და მეორადი გადახდის საშუალებები თეორიაში არ არსებობს. ლარზე ხელის აღება ნიშნავს, რომ აღარაფერში ერევი, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ ინტერვენციის განხორციელებას მაინც გეგმავენ. თუ ლარზე უარის თქმას აპირებენ, მაშინ აღარც ინტერვენციაზე უნდა საუბრობდნენ.
დღეს რომ ლარის მეორად ვალუტად გადაქცევაზე ვსაუბრობთ, იმ მოსახლეობამ რა ქნას, ვინც ლარზეა დამოკიდებული? ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა ქართული სახელმწიფოსა და ეკონომიკის წინაშე. შადრევნების ქვეყანას არც ეროვნული ბანკი სჭირდება და არც საბანკო სისტემა. თუმცა მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლებელი და წარმოუდგენელი არც ლარის ჩანაცვლებაა და არც ეკონომიკის მთლიანად დანგრევა. ეკონომიკის ნგრევის გამოსწორება შესაძლებელია, ერთხელ მოწყვეტილ ქართულ ფესვს კი ვეღარ აღადგენ.
ეს იდეა გუშინ და დღეს წარმოშობილი არ არის. ბენდუქიძემ პირველმა გაახმოვანა, რომ საქართველო სახელმწიფო აღარაა, ის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი უნდა იყოს. ამის შესახებ კანონში პირდაპირ იყო მინიშნებული. ჯერჯერობით, გეგმას შესანიშნავად ახორციელებენ. საქართველო ეროვნულ იდენტურობას კარგავს, ერთგვარი წარმონაქმნი, დასახლების ადგილი ხდება, სადაც უცხოური კაპიტალის თავისუფლად მიმოქცევა შესაძლებელი იქნება. გეგმა დღესაც გრძელდება და ყველა სფეროს დარტყმას აყენებს.
მოვა, ალბათ, დრო, რომ მთელ მსოფლიოში ერთი ვალუტა იქნება, მაგრამ ჩვენ პირველი სად ან რატომ მივხტებით, გაუგებარია.
- თქვენი აზრით, მოახდინა თუ არა ზეგავლენა საპროტესტო აქციებმა ქვეყნის ეკონომიკაზე და კონკრეტულად რა სფეროებზე?
- აქციები დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო. ჩვენი ეკონომიკა 98 წლიდან უკან მიდის, ხოლო 2003 წლიდან კატასტროფულ ვარდნას განიცდის. ამ ხელისუფლებას, საკმაო დრო ჰქონდა, რომ ქვეყანაში რაიმე გაეკეთებინა, მაშინ არც აქციები იყო და საზოგადოების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ ეკონომიკაზე კი არ ფიქრობდნენ, ფასადებსა და შადრევნებს აშენებდნენ.
ამასთან, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც მოახდინა ჩვენს ეკონომიკაზე ზეგავლენა, რადგან მისგან აბსოლიტურად იზოლირებული ვარ დავრჩებოდით. არ შეიძლება მსოფლიო საფინანსო კრიზისი ფატალური იყოს ქვეყნისთვის, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კატაკლიზმაა, მაგრამ ეს ბუნებრივი კატაკლიზმა, მიწისძვრა ან წყალდიდობა, არ არის რომ ფანტანები დაანგრიოს, ჩვენ კი სწორედ შადრევნების ეკონომიკა გვაქვს.
დღეს ადამიანი იმაზე კი არ უნდა დაფიქრდეს, თუ რას მოუტანს აქციები ეკონომიკას, არამედ გაანალიზოს, ამ ხელისუფლების არსებობის პირობებში, აქვს თუ არა ერს რაიმე პერსპექტივა, რომ წინ წავიდეს, ან ეკონომიკა განვითარდეს, - არა გვაქვს. ამიტომ, მთავარია, ეს ხელისუფლება წავიდეს და ეკონომიკას უპრობლემოდ ეშველება.
ჩემთვის ყველაზე შემაზრზენი ის იყო, რაც რამდენიმე დღის წინ დიღომში, პოლიციის შენობასთან მოხდა, როცა ხალხი "გაუმარჯოს საქართველოს" სკანდირებას იწყებდა, პოლიციის შენობიდან ამის საპასუხოდ "მიშა, მიშას" გაიძახოდნენ. ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, იმ ღობის შიგნით მდგომი ყველა ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ. რომ იძახიან, ვიღაცამ სახელმწიფოს უღალატაო, ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს, როცა სახელმწიფო სტრუქტურა "გაუმარჯოს საქართველოს" ალტერნატივას "მიშაში" ხედავს. ასეთ ხალხს, სულ მინიმუმ, საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჩამოართვა და ქვეყნიდან გაყარო. ყველა ელჩს დიდი სიამოვნებით მივატყეპებდი ამას შუბლზე, რომლებსაც დღესაც სჯერათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ პოლიცია საქართველოსი კი არა მიშასია. ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ეკონომიკაზეც და სხვა დანარჩენზეც.
მე ჩემ ერს მოვუწოდებ, კარგად აწონ-დაწონონ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტული მათი პირადი კარგად ყოფნა თუ სამშობლო, ჩემი აზრით, სამშობლო აქ უპირველესია. ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ხსნა კი სააკაშვილის გადადგომითაა შესაძლებელი.
- როგორ უყურებთ სახელმწიფოს მხრიდან სამშენებლო და საბანკო სფეროებზე დახმარებას, რამდენად სწორედ მიგაჩნიათ ასეთი ნაბიჯი?
- მე არცერთი ამ მიმართულებისადმი სახელმწიფოს დახმარებას არ მივესალმები, თუ ადამიანები ამ საკითხებში კარგად არ ჩაიხედავენ. დავიწყოთ სამშენებლო ბიზნესით. რამდენი იყო მშენებლობის თვითღირებულება და რამდენად ყიდდნენ. ახლა, როცა ფასები დაეცა, იმდენად არ შემცირებულა, რომ ეს მშენებლებს დიდ მოგებას მაინც აძლევს. ამიტომ ა,ქ ყველა შემთხვევაში, დახმარება მაფიოზური იქნება. იმიტომ, რომ უნდათ სამშენებლო სექტორში არარეალურად მაღალი ფასები შეინარჩუნონ, რათა სამშენებლო კომპანიების წილში ჩამჯდარმა მთავრობის ჩინოვნიკებმა იქ ჩადებული ფული არ დაკარგონ.
რაც შეეხება ბანკებს. ძალიან მიკვირს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქართულ ბანკებს ფულს ასე თავაღებით აძლევენ, რადგან ქვეყანაში, სადაც ბანკებზე ნორმალური ზედამხედველობა არ არსებობს, იქ არცერთი ბანკი სანდო არაა. თუ სახელმწიფოს მართლა უნდა ბანკებზე დახმარება, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა აღადგინოს თავის ფუნქციებში. ეროვნულმა ბანკმა დეტალურად უნდა შეისწავლოს, თუ რა მოხდა თითოეულ კომერციულ ბანკში და თუ აღმოაჩენს, რომ აქ მაფიოზური გარიგებები იყო, ამისგან უნდა გაწმინდოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე დახმარებაზე ფიქრი.
გარწმუნებთ, რომ თუ კვალიფიკაციითაც და პროფესიონალური ღირსებითაც ნორმალური ეროვნული ბანკი ჩაატარებს ამ გამოძიებას, აღმოაჩენს, რომ ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის მაფიოზური გარიგებები იყო, რომლებმაც წამოიკიდეს ქართული საზოგადოება და უამრავი ხალხი გააკოტრეს.
რამ გაზარდა 15 000 აშშ. დოლარამდე კვ. მეტრი ბინის ფასი? უსაფუძვლო, ეგრეთწოდებული გადახდისუნარიანობის მოთხოვნამ, რომელიც ბანკებმა შექმნეს, თორემ ამას რეალური საფუძველი არ ჰქონდა. ამ პერიოდში ქვეყანას რომ ნორმალური ეროვნული ბანკი ჰყოლოდა, ასეთ მაფიოზურ გარიგებებს არ დაუშვებდა.
შეხედეთ, ამერიკელებმა იმ ბანკებში, რომლებშიც სახელმწიფო წილის მფლობელი გახდა პირველ რიგში რა გააკეთეს. ადგნენ და მენეჯმენტში ხელფასები შეამცირებინეს. ერთი ნახეთ და აჩვენეთ საზოგადოებას, რამდენი აქვთ ქართული ბანკების ხელმძღვანელებს ხელფასი, ან შარშან რამდენი ჰქონდათ. მერე მიხვდებით ესენი დასახმარებლები არიან თუ არა. აქ ასეულ ათასობით ლარის წლიურ შემოსავალზეა ლაპარაკი. ბანკის მენეჯმენტმა წელიწადში მილიონი აიღოს და მას დახმარება 80 ლარიანმა პენსიონერმა გაუწიოს?
ასე რომ, ზოგადად ამ საკითხზე საუბარი და ყველანაირი წინასწარი გარკვევის გარეშე ბანკებისთვის დახმარება, ყველა შემთხვევაში მაფიოზური იქნება.
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა ეშველოს იმ 200 ათასამდე ადამიანის, რომლებიც ეგრეთწოდებულ "შავ სიაში" არიან მოხვედრილები, უნდა დაეხმაროს თუ არა მათ სახელმწიფო?
- როგორც კი მთავრობა რაიმეს ზედაპირულად და ზეპირად აკეთებს, ამ შემთხვევაში, თუ გნებავთ, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ამით უპასუხისმგებლობას ნერგავს და სახელმწიფოში საბანკო სექტორის არსებობას პერსპექტივას უკლავს.
გარწმუნებთ, რომ იმ 200 ათას კაცში უამრავი ღია ავანტურისტია. მაგალითად, ადამიანს ბანკში მიჰქონდა ცნობა, რომ ვითომ 4 000 ლარი აქვს ხელფასი და უპრობლემოდ იღებდა სესხს, რა თქმა უნდა. ბანკის უყურადღებობის ფონზე. ჩენ კი ახლა ამ კაცს უნდა დავეხმაროთ?
მათ შორის ასევე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ომისა და მსოფლიო კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ამ ხალხის დახმარება, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ხოლო თუ მთავრობა ყველა მათგანს დაეხმარება, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, პატიოსანი და უბრალო გადამხდელი დაზარალდება.
- აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1,8% შეადგინა, ამ წელს ინფლაცია ძალიან დაბალ ნიშნულზეა. რაზე მეტყველებს ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაცია და რას მოუტანს იგი ჩვენს ეკონომიკას?
- ეს ერთმნიშვნელოვნად იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა კატასტროფულად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე ფასები შემცირდა, ისინი მაინც არ იყიდება. პროდუქცია არის, მაგრამ ხალხი მას ვერ ყიდულობს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მიტინგების ტალღაზე ეს ხელისუფლება ვერ გადავაყენეთ, გარწმუნებთ, რომ ქვეყანაში ძალიან მალე სერიოზული შიმშილი დაიწყება. უკვე მშიერი ხალხი კი ხელში ფიწლებს აიღებს და მათ აღარც ოპოზიცია დასჭირდებათ და აღარც პოზიცია. ამიტომ, ჯობია, ყველაფერი ახლავე და მშვიდობიანად მოვაგვაროთ.

ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48