მოახდინა თუ არა ზეგავლენა აქციებმა საქართველოს ეკონომიკაზე? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მოახდინა თუ არა ზეგავლენა აქციებმა საქართველოს ეკონომიკაზე?
ნანახია: 1088

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი – საუბარი იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა აქციებმა ეკონომიკაზე, ახლა უბრალოდ გამართლებული არ იქნება. იმიტომ, რომ ლოკალურად აქციები რაღაც ზეგავლენას ახდენს, ყოველ შემთხვევაში, ხელს არ უწყობს ეკონომიკურ აქტივობას. ქართულ ეკონომიკაზე უფრო დიდი ხანია გავლენას ახდენს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ხელისუფლება და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ აქციები და დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია არ შეიძლება იქნეს შედარებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,, სინამდვილეში, ძალიან ღრმა პრობლემებია და ამას თანდათანობით გამოსწორება სჭირდება. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და გაცილებით მწვავე იქნება.

გია ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი - საქართველოს ეკონომიკაზე აქციების ზემოქმედება ძირითადად აისახა იმაზე, რომ სტაბილურობაში ეჭვი შეეპარათ ინვესტორებს. საერთოდ, არავისთვის არ არის საინტერესო ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, როცა არაა გარკვეული, შემდგომ რა მოხდება. კომუნიკაციების გადაკეტვაც არ არის მთლად კარგი და იმედია, რკინიგზების და მაგისტრალების გადაკეტვამდე არ მივა საქმე. ამან კი შესაძლებელია სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე.
ნიკო ლეკიშვილი, ბიზნესმენი, ეკონომიკის ექსპერტი - ახლა ეკონომიკური კრიზისია და არ მგონია, აქციებს განსაკუთრებულად ემოქმედა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ანუ, ინვესტორები რომ მოლოდინის რეჟიმში არიან და ვერ გარკვეულან, რა იქნება მომავალში, ეს ფაქტია. ეკონომიკური კრიზისი საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს და აქციები დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს. მოლოდინის რეჟიმი კი აშკარად ჩამოყალიბდა.

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე - აქციებმა, რა თქმა უნდა, ფაქტია რომ ზეგავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესიც ვერ მუშაობს გამართულად და ის ადამიანებიც ვერ ფიქრობენ და გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, რომლებიც ბიზნესში ფულის ჩადებას აპირებდნენ. ამ ეტაპზე, დასაქმების კუთხით, გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესება იგრძნობა. სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ აქციები ეკონომიკაზე არაპირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებას ახდენს.

პაატა შეშელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლა -საქართველოს" პრეზიდენტი - ეს ძალიან ძნელად პასუხგასაცემი კითხვაა. ასე ცალსახად თქმა, რომ ან დადებითი, ან უარყოფითი გავლენა მოახდინა აქციებმა, ძალიან რთულია. უბრალოდ, რამდენიმე ასპექტია, რომლებიც ზოგი ბიზნესმენის მხრიდან პოზიტიურად აღიქმება, ზოგისგან პოზიტიურად. მაგალითად, რაღაც კონკრეტულ საკითხში ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ დაძაბულობას ჯობია გაერიდოს და გადადოს თავიანთი ღონისძიებები, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება კონკრეტულმა ბიზნესმენებმა ჩათვალონ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება მუშაობა, იმის გამო, რომ ხალხს აქვს საშუალება, გამოვიდეს ქუჩაში, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარი უფლებები დაიცვას. მე არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე მოახდინა, თუ არ მოახდინა აქციებმა ზეგავლენა. კონკრეტულად კონკრეტულ ბიზნესში რაღაც გაფუჭდა ან გაკეთდა, მე გამიჭირდება ამის თქმა. ამ მომენტში ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. ზოგადად, უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოდიოდეს იმისგან, რომ მთავრობა ვერ ახერხებს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და გადაწყვიტოს წარმოშობილი პრობლემები. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქციების მიერ რამის დაძაბვა. აქციები რაღაცის გამოა და ეს მიზეზები თუ ისპობა, მაშინ აქციებს აზრიც ეკარგება და დაიშლება. ანუ, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ აზრს გამთქვამს, ვინაიდან, მთავრობისგან განსხვავებით, მას ნაკლები ბერკეტი აქვს. ერთი ქუჩის გადაკეტვა მაინცდამაინც დიდ ტრაგედიას არ ქმნის. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ორი მხრიდან უნდა შეფასდეს. საერთოდ, მე პირადად, აქციების მომხრე მაინცდამაინც არ ვარ. იმიტომ, რომ როცა კეთდება რევოლუციები, ძალმომრეობისაკენ მოწოდებები, ეს მიუღებელია. ეს ეხება არა მარტო ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც. მუშაობა საჭიროა კანონის ფარგლებში., დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის და არა იგნორირებისა და ბრალდებების რეჟიმში.

სოსო გალუმაშვილი, ექსპერტი - მიმდინარე აქციებს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა არ მოუხდენია. საერთოდ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, იმოქმედა ომმა და ძალიან მცირე ხარისხით ფინანსურმა კრიზისმა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აქციებს არანაირად არ უმოქმედია, ვინაიდან საქართველოში ეკონომიკა საერთოდ არ გვაქვს. მომსახურეები ვართ და აქციების ზეგავლენაზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ზედმეტია. ეკონომიკა რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის აქციები ზემოქმედებას მოახდენდა. პოლიტიკურმა კრიზისმა კი სერიოზული გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე მოახდენს კიდევაც – სავარაუდოდ, უფრო ტურიზმის მიმართულებით.

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი - არსებითი გავლენა აქციებს ქვეყნის ეკონომიკაზე და ეკონომიკურ პროცესებზე არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, ამით ეკონომიკას ზიანი არ მისდგომია და ამის არგუმენტირებისთვის მე მომყავს ორი მთავარი მომენტი. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რთული მდგომარეობა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო, შემდგომ ამას დაემატა აგვისტოს აგრესია, შემდგომ კი მსოფლიო ფინანსური კრიზისის მომენტები. ამდენად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში აპრილის მოვლენებამდეც იყო და მეორე, აპრილის მოვლენები შედარებით უფრო დემოკრატიულად ვითარდება და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებსა და დემოკრატიული პროცესებიდან გადახვევას ადგილი არ ქონია. ამდენად, ამ ორი არგუმენტიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ აპრილის მოვლენებმა გამოიწვია რაიმე სახით ეკონომიკური პროცესების შეფერხება. ეკონომიკური პროცესების შეფერხება აქციებამდეც იყო. დრამატული ამაში არაფერია. გარდა ერთისა, რომ არ დავაბრალოთ ყველაფერი ამ მოვლენებს. დემოკრატიულ პროცესებს, ადამიანების უკმაყოფილების გამოთქმას, ყოველთვის ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში აქვს ადგილი. აქ მთავარია ის, რომ, ასეთი სახის გამოსვლები არ გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. და თუ მოხდება ასეთი რამ, მხოლოდ მაშინ შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამასთანავე, რა თქმა უნდა, სასურველია დროულად მოგვარდეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ის პრობლემები, რის გამოც ადამიანები გამოდიან ქუჩაში. ანუ, საუბარი მაქვს სოციალურ და კიდევ სხვა პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - რა თქმა უნდა, ნებისმიერი აქცია, რომელიც მიმართულია არასტაბილურობისკენ, ყოველთვის გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც უფრო მაღალი იქნება სტაბილურობის გარანტიები, მით უფრო მაღალი იქნება ინვესტიციების შემოდინება და იმის პერსპექტივა, რომ ადამიანები დასაქმდნენ. აქედან გამომდინარე, სტაბილურობა ცალსახა და ძალიან მნიშვნელოვანია. იგი განსაზღვრავს ინვესტიციების გროვას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების დასაქმებაში.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი - აქ გააჩნია დროის რომელ მონაკვეთს ავიღებთ. თუ მოკლევადიან პერიოდს ვიღებთ, ე.ი თუ მიზეზად აქციებს, ხოლო შედეგად ეკონომიკურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არის უარესობა საინვესტიციო კუთხით.
გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი - ბუნებრივია, პოლიტიკური მოვლენები ეკონომიკაზე რაღაც ზეგავლენას ახდენს. კონკრეტულად, ალბათ, ზოგადად გარემოზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი ირიბად ყველა სფეროს ეხება. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ეკონომიკური კრიზისის ძირითადი ფაქტორების გამომწვევი სწორედ შიდაპოლიტიკური დაძაბულობაა. კრიზისში შესვლა ჩვენ უკვე დიდი ხანია დავიწყეთ და რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამის გამომწვევი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს. მთავარი მიზეზი გახლავთ ის სისტემური პრობლემა ანუ, ის სისტემა, რომელიც შეიქმნა ქართულ ეონომიკური ურთიერთობებში. აგვისტოს ომს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ამანაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე. ამჟამად თბილისში მიმდინარე მოვლენებიც გარკვეულწილად ზემოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ეს არის დაახლოვებით ისე, გრიპი რომ გაქვს და 39 სიცხე და შეიძლება ამ შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ 2 ხაზი მოუმატა და 39,2 გახდა. ასე რომ, ეს ავადმყოფობა ამის გარეშეც ვითარდებოდა და აქციებისთვის დაბრალება, არასწორი იქნება.

ნოდარ ხადური, ეკონომიკის ექსპერტი - ეკონომიკის აქტივობის დაცემის მიზეზი არა საპროტესტო აქციები, არამედ ამ აქციების მიზეზებია. უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესწრეებიდან ხშირად ისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ საპროტესტო აქციები ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. საქართველოში ბიზნესგარემო, მართლაც, გაუარესებულია. ბევრი ორგანიზაცია გაკოტრების პირასაა მისული, ბევრგან მიმდინარეობს თანამშრომელთა ან მათი ხელფასების შემცირების პროცესი, მძიმე ვითარებაა საბანკო სექტორში, შემცირებულია მათ მიერ ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობა. ეკონომიკა ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდა. მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, 9 აპრილამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. და დაიწყო არა იმიტომ, რომ ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე, ტელევიზიასთან ან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მასობრივი აქციები დაიწყო, არამედ დაიწყო იმით, რამაც ხალხის პროტესტი გამოიწვია. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც მე-19 საუკუნის დამახასიათებელი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. ამის დამადასტურებელია 2003 წლის შემდეგ მიღებული კანონმდებლობა, რაც აშკარად უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესგარემოს გაუარესებას ხელს უწყობს, ხოლო, შესაბამისად, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ხელყოფის არა ერთი ფაქტი, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო დონეზე, მონოპოლიური რეგულირების კანონმდებლობის გაუქმება, ანტიდემპინგური კანონმდებლობის არარსებობა, უსამართლო და დამოკიდებული სასამართლო, დრაკონული შრომის კანონმდებლობა, ხარისხის მონიტორინგის სისტემების არარსებობა, გაუარესებული ურთიერთობები მეზობლებთან, დაკარგული ბაზრები, საომარი რიტორიკა, მუდმივი Pღ-აქციები, "დასაქმების" პროგრამები და მსგავსი უმსგავსო ფაქტორები. ამ ყველაფერში კი ოპოზიციის და მოსახლეობის საკმაოდ დიდი, პროტესტგამომხატავი ნაწილის როლი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ამდენად, ხომ არ ჯობდა, საქმიან ადამიანებს პროტესტი სწორედ იმაზე გამოეხატათ, რამაც რეალურად გააუარესა საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობა და ამან უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

იაკობ მესხია, ეკონომიკის ექსპერტი - ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი, სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი იერარქიულობით ვერ დაალაგა. მთავარი ყურადღება რუსეთ - საქართველოს ომზე და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე იქნა გადატანილი. არ არის საუბარი იმაზე, რომ შეცდომები ქვეყნის შიგნით იყო დაშვებული.
მე დარწმუნებული ვარ, რომ შიდა პოლიტიკური შეცდომების დაშვების გამო მოხდა ასე. ეკონომიკური კრიზისის არა შექმნის, არამედ ამ კრიზისის გაღრმავება და მისი დაძლევის დროის უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაგდება, უშუალოდ ეს არის მიზეზი და არა აქციები. აქციების გამომწვევი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მენეჯმენტია. თავისთავად შიდა პოლიტიკური სიტუაცია ნეგატიურ განწყობას ახდენს მათზეც და ნებისმიერ სხვა სექტორზეც.

მოამზადა გვანცა ზავრაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48