"პროკრედიტ ბანკის" 2008 წლის შემაჯამებელი ანგარიში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "პროკრედიტ ბანკის" 2008 წლის შემაჯამებელი ანგარიში
ნანახია: 1076

აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისა და ქვეყნის ეკონომიკაზე გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენის მიუხედავად, 2008 წელი "პროკრედიტ ბანკი, საქართველოსთვის" წარმატებული წელიწადი იყო.
წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში კიდევ 16 ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეისათვის, "პროკრედიტ ბანკს" 58 ფილიალი აქვს და ადგილობრივ საბანკო სექტორში ფილიალების ქსელის მიხედვით მესამე ადგილზეა. ფილიალების ქსელის ზრდის გამო, 2008 წელს ბანკმა 300-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა, რითაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. ყველა ახალ თანამშრომელს ინტენსიური მოსამზადებელი კურსი აქვს გავლილი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ახალი ფილიალის გახსნის დღიდანვე კლიენტებს მაღალი დონის მომსახურება გაუწიონ.
2008 წლის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორთფელი 36,3%-ით გაიზარდა და 526,1 მილიონი ლარი შეადგინა. პირველ შვიდ თვეში სწრაფი ზრდის შემდეგ, საკრედიტო პორთფელი აგვისტოდან დეკემბრამდე ერთ დონეზე შენარჩუნდა, რადგან ამ პერიოდში კრედიტებზე მოთხოვნა შემცირებული იყო. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე კრედიტები მთლიანი პორთფელის მხოლოდ 1,2%-ს შედაგენდა.
გასულ წელს ბანკის ანაბარების მოცულობა 6,3%-ით გაიზარდა და 293,6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კლიენტთა ანგარიშების მთლიანმა რაოდენობამ 365,000-ს მიაღწია. აქსედან თიოქმის 130,000-მდე შემნახველი და ვადიანი ანაბარებია, რომელთა 88% 1,000 აშშ დოლარზე ნაკლები თანხისაა. მცირე მოცულობის შემნახველი ანაბრების ასეთი დიდი რაოდენობა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ "პროკრედიტ ბანკის" მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. კრედიტების ანალოგიურად, ანაბრების მთლიანი მოცულობა პირველი შვიდი თვის განმავლობაში მკვეთრად იზრდებოდა, წლის ბოლოსკენ კი ზრდა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ 2008 წელს ბანკმა ანაბრების მთლიანი მოცულობის გაზრდა შეძლო, ეს მის საიმედოობასა და ბანკისადმი მოსახლეობის ნდობაზე მეტყველებს.
ანაბრებთან შედარებით საკრედიტო პორთფელის უფრო სწრაფი ზრდის მიუხედავად, ბანკმა 2008 წლის განმავლობაში მაღალი ლიკვიდურობა შეინარჩუნა, მისი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდული გრძელვადიანი დაფინანსების მეშვეობით. გაზაფხულზე "პროკრედიტ ბანკმა" 10 მილიონი აშშ დოლარი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო, ხოლო 10 მილონი აშშ დოლარი ბანკს შვეიცარიის საინვესტიციო ფონდმა Responsibility-მ გამოუყო. დეკემბერში "პროკრედიტ ბანკი, საქართველომ" ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 10 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი მიიღო. დეკემბერშივე ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) და ავსტრიის განვითარების ბანკთან (OeEB) 47,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე. 47,5 მილიონი აშშ დოლარიდან დღეისათვის ბანკს 12 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამოყენებული, დარჩენილ თანხას კი ბანკი საჭიროების შემთხვევაში აითვისებს.
2008 წელი "პროკრედიტ ბანკმა" 13,6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. ეს მონაცემი 2007 წელთან შედარებით 33%-იანი ზრდაა, რაც ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და სიძლიერეზე მიუთითებს.
2009 წლის მარტში ს.ს. პროკრედიტ ჰოლდინგმა IPC GmbH-სგან დარჩენილი აქციების 6,1%-იანი პაკეტიც შეისყიდა და "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" აქციათა 100%-ის მფლობელი გახდა. პროკრედიტ ჯგუფის ზოგადი სტრატეგიის შესაბამისად აქციების შესყიდვა განხორციელდა, რომლის მიხედვითაც პროკრედიტ ჰოლდინგი ყველა "პროკრედიტ ბანკის" ძირითადი აქციონერი გახდება.
"პროკრედიტ ბანკის" პრიორიტეტად მომავალშიც ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება დარჩება, რადგანაც ბანკს სჯერა, რომ დღისათვის სწორედ საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ბევრი სხვა ბანკისგან განსხვავებით, "პროკრედიტ ბანკი" სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებული არ არის. ბანკის უმთავრესი მიზანია, კლიენტებისთვის საიმედო საკრედიტო მომსახურების შეთავაზება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებით.
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში დაზოგვის კულტურის განვითარებისათვის ხელის შეწყობას გააგრძელებს, რადგანაც ბანკი დარწმუნებულია, რომ დანაზოგი პერსპექტივაში ოჯახების სტაბილურობის საწინდარია.
2009 წლისათვის ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება, რაც ბანკის მოქმედების არეალს გააფართოვებს და საშუალებას მისცემს რაც შეიძლება მეტ კლიენტს თბილისსა და რეგიონებში მოემსახუროს.
"ეკონომიკური პირობების გაუარესების მიუხედავად, 2008 წელს "პროკრედიტ ბანკი" ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდებოდა და ჩვენი კლიენტების რაოდენობაც დღითიდღე იზრდებოდა. "პროკრედიტ ბანკმა" დიდი ხანია საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკის სახელი დაიმკვიდრა. "პროკრედიტ ბანკს" ასევე იცნობენ, იმ ფიზიკური პირების საიმედო პარტნიორს, რომლებიც თავიანთი დანაზოგების განთავსებისათვის სტაბილურ ბანკს ეძებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მყარი ფინანსური მდგომარეობისა და ჩვენი აქციონერების წყალობით უახლოეს წლებში აუცილებლად მივაღწევთ იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც მომავალი წლებისათვის დავისახეთ" აცხადებს "პრიკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი ფილიპ პოტი.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48