კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვედრილებს განკითხვის დღე ელით » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვედრილებს განკითხვის დღე ელით
ნანახია: 1847

ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენა და იძულებული გახდება სარჩოს საძებნელად ემიგრაციაში წავიდეს


ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან დამოუკიდებლად აღმოცენდა და რუსეთის აგრესიის გარეშეც მიაღწევდა სერიოზულ მასშტაბებს. ქართული კრიზისის პირველი ნიშნები ზუსტად ერთი წლის წინ, 2008 წლის მაისში გამოჩნდა, როდესაც ადგილობრივი ბანკების უმრავლესობამ, მიმდინარე საკრედიტო ბუმის ფონზე, ერთხმად გააძვირეს კრედიტები და შეზღუდეს ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა.
სწორედ იმ დროს გამოჩნდა, რომ ბანკები უკვე გრძნობდნენ მოსალოდნელ საფრთხეს და საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრეს. რუსეთის აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერდა. ამან, რა თქმა უნდა, უფრო წარმოაჩინა და გაამკაცრა რეალობა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღვივება, რის შემდეგაც ქართულ ბანკებს ძალიან გაურთულდათ მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტებიდან რესურსების მოზიდვა, შესაბამისად, შეიზღუდა ბანკების აქტივობა. წამყვანი ბანკების უმრავლესობამ, პრაქტიკულად, შეაჩერა კრედიტების გაცემა. ეს ომგამოვლილი ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი დარტყმა აღმოჩნდა. ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ კრედიტინფოს "შავ შიაში" ისეთი ადამიანების სია, რომლებიც ადრე აღებულ კრედიტებს ვერ ფარავენ, ფაქტობრივად, ყოველ დღე იზრდება.
მხოლოდ აპრილში 11 ათასი ახალი პრობლემური სესხი დაფიქსირდა. "კრედიტ ინფოს" ეგრეთ წოდებულ საბანკო "შავ სიაში" ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვეში, წინა თვესთან შედარებით, "კრედიტ-ინფოში" პრობლემური სესხების შესახებ ჩანაწერები 11 ათასზე მეტით არის გაზრდილი. თუ მარტში მაჩვენებელი 175 ათასი იყო, ამ ეტაპზე იგი 186 ათასს შეადგენს.
როგორც ვხედავთ, ეს სია მზარდია და მომავალში მდგომარეობის სასიკეთოდ გამოსწორება რეალური არ არის. ერთი სიტყვით, არსებული მდგომარეობა საგანგაშო ხდება. საქართველოს მოსახლეობის ძალიან სერიოზულ ნაწილს, მარტივად თუ ვიტყვით, ცუდი დღე ელის.
ჩვენ მრავალი იურისტის აზრი მოვისმინეთ, იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ბანკს გააკეთოს, რომ გაცემული კრედიტი ამოიღოს. როგორც აღმოჩნდა, თუ მსესხებელი არ ან ვერ დაფარავს აღებულ კრედიტს, მას მთელ ქონებას გაუყიდიან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ქონება კონკრეტულ სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული, როგორც სესხის უზრუნველყოფად, გირაოდ. ბანკი მიმართავს სასამართლოს, სასამართლოს შეუძლია პრობლემური კლიენტის ქონება მისი ვალის გასასტუმრებლად გაყიდოს. თუ ვალის დაფარვა ვერც ამ შემთხვევაში მოხდება, ბანკს უფლება ეძლევა 10 წლის განმავლობაში, ამოიღოს ეს თანხა მსესხებელისგან. ერთი სიტყვით, ასეთი მომავალი დღესდღეობით 186 ათას ქართველს ელის.
ამ ფონზე, აუცილებელი ხდება სისტემური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება, გავიხსენოთ ის, რომ ამ 186 ათასი ზრდასრული ადამიანის უკან ოჯახები დგას, ამ შემთხვევაში, უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენა ნახევარ მილიონზე მეტ ქართველს ემუქრება.
ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფო დუმს, მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კარგად ჩანს გიგი უგულავას განცხადებაში, სადაც გარკვევით იყო დაფიქსირებული, რომ სახელმწიფო არ არის "მეწველი ძროხა" და ყველამ თვის თავს უნდა მიხედოს. საბანკო სისტემას თავად აქვს უზარმაზარი პრობლემები, ბანკები კერძო საკუთრებაა და მათ ვერავინ მოთხოვს საკუთარ ფულზე უარის თქმას. მოვლენების ამგვარი განვითარების პირობებში, მთელი პასუხისმგებლობა კრედიტორებზე მოდის, ამ ადამიანებს კი შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალის გადახდის ელემენტარული საშუალება არ აქვთ.
ამ ფონზე ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა საგანგაშო სტატისტიკამ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 54% და მამაკაცების 46% საზღვარგარეთ წასვლის შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველების ნახევარი ქვეყნიდან წასვლაზე ოცნებობს. თუ გავიხსენებთ, რომ ზემოთხსენებული პროცესები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები და მათი ოჯახები პირველ რიგში წავლენ ქვეყნიდან. ანუ საბანკო ურთიერთობები მალე გახდება ემიგრაციის მასშტაბური ტალღის მასტიმულირებელი. და თუ მართლაც ასე მოხდა, ვისთვის გვინდა მდგრადი საბანკო სისტემა ან რა მნიშვნელობა ექნება, პრეზიდენტი ისევ სააკაშვილი იქნება თუ ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავა?!
ერთი სიტყვით, მდგომარეობა მძიმეა. ჩვენ ზემოთ დავსვით კითხვა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ახლა ეს კითხვა ასე დავსვათ - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
დავიწყოთ საბანკო სისტემით და მიმოვიხილოთ მისი განვითარება. დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ 2004 წლიდან დაწყებული ეკონომიკის ზრდა, სწორედ ამ სექტორის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა. საბანკო სექტორი გახდა ეკონომიკაში ფულის შედინების მთავარი წყარო. 2004 წლიდან 2008 წლამდე საბანკო პროდუქტები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა. ეს, ერთი შეხედვით, პოზიტიური მოვლენა გახდა დღეს შექმნილი კრიზისის ერთ-ერთი რეალური საფუძველი. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კრედიტები არ გაიცემოდა, ანუ ფული არ მიდიოდა რეალურ ეკონომიკაში. კრედიტების ძირითადი ნაწილი სამომხმარებლო იყო. ვინაიდან ეს ფული არ იხარჯებოდა იმპორტირებული საქონლის შეძენაზე, ქართველების მიერ აღებული კრედიტები სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიდიოდა, ანუ კრედიტორი იღებდა ერთჯერად ეფექტს, გრძელვადიან პერიოდში კი ეს ეფექტი ღირებულებას კარგავდა და კრედიტორი მხოლოდ ვალის ამარა რჩებოდა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, ქვეყანაში რეალური ეკონომიკა და წარმოება, რის ხარჯზეც უნდა გადახდილიყო საბანკო კრედიტები, არ შექმნილა. ამ შემთხვევაში ბანკებმა ვერ შეაფასეს სწორად ქვეყნის ეკონომიკის რეალური მდგომარეობა, ვერ გათვალეს, რა მიმართულებით უნდა გაეცათ კრედიტები, რომ შემდეგ ის ამოღებადი გამხდარიყო.
სწორედ ამ მიმართულებით იკვეთება მთავრობისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაში. გავკადნიერდები და ავუხსნი ბატონ უგულავას და მის თანამოაზრეებს, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მოიგონეს თავის დროზე. მოქალაქეები, როგორც "მეწველი ძროხები" ისე კვებავენ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია სწორად გათვალონ და როცა ისევ სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესებს დასჭირდება, "მეწველი ძროხის" ფუნქციაც უნდა იკისრონ და "გაუთხოვარი მამიდისაც". ერთი სიტყვით, სახელმწიფო ეს ორმხრივი პროცესია. ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას ისე უნდა დაეგეგმა და წაეყვანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ დღეს ეს ადამიანები, ასეთ შავ დღეში არ ჩავადრნილიყვნენ.
კონკრეტულად რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, გაცხოველებული რეფორმირების პროცესი ყველაზე მეტად ეროვნულ ბანკს შეეხო, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტეს მიმართ ისეთი ცხოველი "მზრუნველობა" გამოიჩინეს, რომ ფაქტობრივად უფუნქციოდ დატივეს. რაც მთავარია, ეროვნულ ბანკს ჩამოართვეს კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია. ამის გამო ბანკებს საშუალება მიეცათ გამოეცხადებინათ "უგზოუკვლო" საკრედიტო ბუმი, რამაც საბოლოოდ მთელი ქვეყანა ვალებში გახვია.
ვალებში გახვეული მოსახლეობა კი საზღვარგარეთ გაქცევაზე ოცნებობს.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48