დაბალი ინფლაცია ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დაბალი ინფლაცია ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა
ნანახია: 1052

წლიურმა ინფლაციამ აპრილში ოფიციალური ინფორმაციით, 1,8% შეადგინა. 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12,2% იყო.
2000 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა, რომელიც 1,6 პროცენტს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხება საშუალო წლიურ ინფლაციას, იგი 7,8% იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში საშუალო წლიური ინფლაცია 6,9 პროცენტით გამოიხატა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9,8 პროცენტს შეადგენდა.
2009 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 9 პროცენტით არის განსაზღვრული. ჯერ-ჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს გეგმა გადაჭარბებით სრულდება, რადგან მიმდინარე წლის გასულ 4 თვეში მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა.
ქვეყანაში ასეთი დაბალი ინფლაციის მიზეზად ორი ფაქტორი სახელდება, საბანკო სექტორის მიერ სესხების შეზღუდულად გაცემა და ქვეყანაში სწორი ფისკალური პოლიტიკა. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ მთელ მსოფლიოში ფინანსური კრიზისის შედეგად ფასების საერთო დონის შემცირების ტენდენცია, რომელმაც გავლენა ჩვენს ქვეყანაზეც მოახდინა.
საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ასეთი დაბალი ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და შეუქმნის თუ არა პრობლემას ისედაც კრიზისში მყოფ ჩვენს ეკონომიკას.
ექსპერტების ნაწილის აზრით, დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დეგრადირებულია, სოციალური ფონის დამძიმების გამო, მსყიდველობითუნარიანობა ეცემა. მათი განცხადებით, ასეთი ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა. "არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევართა რაოდენობის ზრდის გამო, ბუნებრივია, მოხმარება მცირდება, რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებას. ერთი მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში დაბალი ინფლაციაა, მეორე მხრივ, იგი ხელს არ უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს", - მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ფასების დინამიკაზე. ექსპერტთა აზრით, თუკი მოვლენები კანონის ფარგლებს გაცდება, იგი პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს, რაც მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსს დაარღვევს, ეს კი შესაძლოა ინფლაციის ზრდის მიზეზად იქცეს.
სწორედ დაბალი ინფლაციის მაჩვენებელია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 13 მაისს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - იგი 6%-ს შეადგენს.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48