როგორ ცდილობს კონტროლის პალატა დაკარგული ნდობის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როგორ ცდილობს კონტროლის პალატა დაკარგული ნდობის
ნანახია: 1142

საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლეს ორგანოს, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობას და ეფექტურობას. კონტროლის პალატა წესით უნდა იყოს დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. მას ევალება თვალყურის დევნება ფინანსების ხარჯვაზე, კრედიტების განაწილებაზე და ანგარიშის წარმოებაზე.
სახელმწიფო კონტროლის პალატას უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით აღსრულებაში, ყოველგვარი შემოსავლის და გასავლის, მთავრობისა და ყოველგვარი უწყების ხარჯთაღრიცხვისა და ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსების საკითხებში.
უკანასკნელი წლების განმავლობაში კი ეს ორგანო საქართველოში მნიშვნელოვნად დასუსტდა და ის თითქმის აღარ ასრულებს იმ დაკისრებულ მოვალეობებს, რაც რეალურად მის კომპეტენციაში შედის და რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. საზოგადოებისთვის ფაქტიურად მიუწვდომელი და გასაიდუმლოებულია ის ინფორმაცია, რაც წესით, საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერო მოქალაქისთვის. მათ უმრავლესობას დღეს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას გულისხმობს ეს ორგანო და რისთვის და სად იხარჯება მათ მიერ ბიუჯეტში ჩადებული თანხა. მაშინ, როდესაც ნებისმიერი საფინანსო სტრუქტურა უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური.
ამ პრობლემის გამოსასწორებლად 8 მაისს კონტროლის პალატამ სასტუმრო "სიმპათიის" საკონფერენციო დარბაზში, სახელმწიფო სტრუქტურების, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი 2009-2011 წლებზეა გათვლილი და მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა შესრულება საშუალებას მისცემს თავად პალატას, ჩამოყალიბდეს იმ ორგანოდ, რომლის მიმართაც როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ სპექტრს და სახელმწიფო სტრუქტურებსაც ექნებათ გარკვეული ნდობა.
აღნიშნულ სტრატეგიაში დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს კონტროლის ფუნქციიდან აუდიტორიამდე ფუნქციის შესრულებაზე გადასვლა, ამასთან სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს თავად პალატის საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებისთვის ზოგადად მიმოიხილა კონტროლის პალატის, როგორც სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ინსტიტუციის, მიზნები და ამოცანები, მისი დანიშნულება და სამომავლო გეგმები. მისი თქმით, საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია, დამოუკიდებლად განახორციელოს სახელმწიფო სექტორის ეფექტურად ფუნქციონირების აუდიტი, რათა უფრო ღირებული გახდეს საჯარო სექტორის საქმიანობა, ხელი შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვასა და ზოგადად, საჯარო ადმინისტრაციის გაუმჯობესებას. დასახული ამოცანის მისაღწევად კი ის შემდეგი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად - ეს არის კონტროლის პალატის ორგანიზებული განვითარება და მისი საქმიანობის ჰარმონიზაცია თანამედროვე დასავლურ სისტემებსა და სტანდარტებთან საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით, გარე სახელმწიფო აუდიტის თანამედროვე ფორმების პრაქტიკაში ეტაპობრივი დანერგვა და კოორდინაცია; ასევე კონტროლის პალატის ნდობის ამაღლება მისი პროფესიონალიზმის, საქმიანობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალეობის გზით.
მისივე თქმით, ამჟამად კონტროლის პალატა კვლავაც გარდამავალ ეტაპზე იმყოფება და მათ მიერ წარმოდგენილი 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმა მოიცავს იმ ღონისძიებათა სრულ ჩამონათვალს, რომელთა ეტაპობრივი და თანმიმდევრული შესრულება უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნას სახელმწიფო სექტორის სრულფასოვანი აუდიტის განსახორციელებლად.
პრეზენტაციაზე სტუმრებსაც მიეცათ საკუთარი აზრისა და შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა, მოხდა აზრთა გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილი. Pპრეზენტაციაზე დეკლარირებული კონტროლის ღირებულებების, გამოვლენილი პრობლემების, მათი დაძლევისა და უწყების სტრატეგიული განვითარების მიმართულების შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მრჩეველმა ბატონმა ალასანიამ ისაუბრა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება ვთხოვეთ ეროვნული ფორუმის წევრს, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს რეზო შავიშვილს. მისი თქმით, ასეთი ორგანო საქართველოში დღეს საერთოდ არ არსებობს. "კონტროლი - სიტყვა ჯერ საერთოდ არ გამიგონია, კონტროლი ამ სახელმწიფოში საერთოდ არაფრის არ არსებობს. ის არაფერს არ აკეთებს და თუ რამეს აკეთებს, საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის და მითუმეტეს დაინტერესებულმა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვინც არც ისეთი დაინტერესებულია ამ თემით მას საერთოდ ყურმოკვრითაც არ გაუგონია მისი საქმიანობს შესახებ არაფერი და ვერც გაიგებს, ალბათ, ისე მიმდინარეობს მოვლენები. მე, ბუნებრივია, თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვქმნიდი და ვხელმძღვანელობდი ამ ორგანოს, შეგიძლიათ გამიყვანოთ ამ ორგანოს მიმართ დაინტერესებულ პირთა სიაში და მე თუ არაფერი გამიგია ამდენი წლის განმავლობაში, ჩათვალეთ, რომ ეს პალატა საერთოდ არ არსებობს. თვითონ პალატაში რა მოიკვლიეს და რა დადეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კონტროლის პალატის მთავარი ფუნქცია არის საზოგადოების ინფორმირება, როგორ იხარჯება ამ საზოგადოების მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული. საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არსებობს რაღაც შენობა, სადაც დასაქმებულია რაღაც რაოდენობის ხალხი, იღებენ ხელფასს, მაგრამ რეალურად ის არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მას ევალება, ანუ მთავარ ფუნქცია მას დაკარგული აქვს."
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური კი მიესალმება ასეთი ტიპის ღონისძიებების გატარებას, თუ ეს მართლაც რეალურია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ. - "მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია კონტროლის პალატის მუშაობასთან დაკავშირებით. არადა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს სტრუქტურა იყოს ობიექტური და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება რომ ვრცელდებოდეს ბიუჯეტთან დაკავშირებით, იყოს გაცილებით უფრო კრიტიკული და ობიექტური.
მე რაც თავი მახსოვს მას მერე სულ იმაზეა საუბარი, რომ უნდა გახდეს კონტროლის პალატა უფრო გამჭვირვალე, მათი მუშაობა უნდა იყოს უფრო ეფექტიანი და ა.შ. წესით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული, უნდა იყოს გამჭვირვალე, ამაში ახალი და განსაცვიფრებელი არაფერია, ეს ისედაც ასე უნდა იყოს!
კონტროლის პალატას აქვს ერთი სერიოზული ფუნქცია, რომ მან უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფუნქციონირება, ბიუჯეტის შესრულება. მაგრამ როდესაც ბიუჯეტის შესახებ კანონში ბოლო ცვლილება შედის დეკემბრის ბოლოს ეს ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას იქ საქმე არ აქვს და არაფერი აკავშირებს ამ საქმიანობასთან. იმიტომ, რომ პრაქტიკულად კონტროლის პალატაზე ბიუჯეტის კანონის ბედია დამოკიდებული, "გაპრავებულია" ბიუჯეტის თანხები. ამიტომ მისი ფუნქციები არის შეზღუდული დღეს და კონტროლის პალატა წარმოჩენილია ისეთ სტრუქტურად, რომელსაც რეალური შემოწმების მისია არ აკისრია.
მივესალმებით, თუე ს მნიშვნელოვანი სტრუქტურა მართლა შეძლებს ნდობის აღდგენას საზოგადოებაში. იმედი ამის ნაკლებად მაქვს, სურვილი კი ნამდვილად დიდია. კონტროლის პალატამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები, იმიტომ რომ ქვეყანაში მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. ეს უნდა გამოსწორდეს და ობიექტურად უნდა იყოს შესწავლილი. მაგრამ რამდენად არის ამის პოლიტიკური ნება, ეს რომ ასე იყოს, მე ამ ნებას დღეს ვერ ვხედავ."

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48