500 მილიონი დოლარის კვალს მივაგენით? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : 500 მილიონი დოლარის კვალს მივაგენით?
ნანახია: 691

ევროობლიგაციებით აღებული სესხის ფაქტობრივად, უკვალოდაა გამქრალი
[b]

2008 წლის აპრილში, გურგენიძე-ბენდუქიძის ტანდემის ინიციატივით, საქართველომ ევროობლიგაციების გამოშვებისთვის 7,5%-იანი სესხი 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით აიღო. მაშინაც და დღესაც მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა და რატომ იღებდა საქართველო ასეთ მაღალ პროცენტიან კრედიტს, ამომწურავი განმარტება არ გაუკეთებია.
ჟურნალისტები, საზოგადოება თუ ეკონომისტები ჯერ კიდევ ამაოდ ცდილობენ ამ 500 მლნ. დოლარის კვალის გარკვევას, თუ სად წავიდა იგი და კონკრეტულად რა პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. ფაქტი კი ერთია, რომ გასული წლის აპრილში, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი ჯერ არ იყო დაწყებული, საქართველოს თავისუფლად შეეძლო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ან თუნდაც რომელიმე ქვეყნისგან გაცილებით დაბალი პროცენტით, იგივე რაოდენობის თანხა სესხად აეღო.
ამისდა მიუხედავად, მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ არ გაითვალისწინა ექსპერტთა რჩევები ამ სესხის აღებისაგან თავის შეკავების შესახებ და საქართველოს მოსახლეობას 500 მლნ. აშშ დოლარი, პლიუს ამ თანხის 7,5%, ზურგზე დააწვა.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ კრედიტის ბედით. რატომ ავიღეთ ასეთი მაღალპროცენტიანი სესხი, რაში დაიხარჯა იგი და სადღეისოდ არის თუ არის ის ბოლომდე გახარჯული? ამ კითხვებით ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ პასუხები რაც შეიძლება კონკრეტული და ამომწურავი ყოფილიყო.
"ევრობონდების გამოშვება პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში მიმართული იყო, ერთის მხრივ, ეროვნული რეზერვების შექმნისკენ და მეორეს მხრივ, საქართველოს პოპულარიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ. 500 მილიონიდან თავდაპირველად 370 მილიონი დოლარი სტაბილური განვითარებისა და მომავალი თაობების ფონდებში ჩაირიცხა. 2008 წლის აგვისტოს ომისა და განვითარებული ფინანსური კრიზისის გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ფონდებში გადარიცხული სახსრები სრულად დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში და დარჩენილ 130 მილიონ აშშ დოლართან ერთად სრულად მიმართულიყო 2008 და 2009 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად. ეს არის საგარეო სესხი და მისი მომსახურების პროცენტი 7.5%-ია. შესაბამისად, გაწერილია მისი გასტუმრების გრაფიკიც. ევრობონდებიდან შემოსული თანხა 2008 წელს მთლიანად არ დახარჯულა. ნაწილი ნაშთის სახით სახაზინო ანგარიშზე დარჩა და მიიმართება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებზე", - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.
სამინისტროს ოფიციალურ კომენტარსა და საერთოდ, ევროობლიგაციებისთვის სესხის აღების ფაქტს უარყოფითად აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი.
"არსებულ ფინანსთა სამინისტროს პირობებში, ნამდვილად ვერ გავიგებთ, ზუსტად რაზე დაიხარჯა ეს თანხა, თუ ნორმალური ხალხი მოვა ამ უწყებაში, მაშინ ყველანაირი საჯარო ინფორმაციის გარკვევა ადვილი იქნება. 2008 წლის აპრილში, როცა ევროობლიგაციების გამოშვება მოხდა, ამ სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობდა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ევროპის ბაზარზე გამოჩენით ჩვენი საინვესტიციო რეიტინგი აიწევდა, ძალიან ცდება. რაც შეეხება ამ თანხით ეროვნული რეზერვების შექმნას, სრული სისულელეა. იმ პერიოდში, როცა კრედიტი ავიღეთ, საქართველოს სავალდებულოზე (ქვეყნისთვის 3 თვიანი სავალუტო რეზერვების ქონა სავალდებულოა) მეტი სავალუტო რეზერვები ჰქონდა. საქართველოს მაშინაც და დღესაც საკმარისი რეზერვები აქვს. მართალია, ეს რეზერვები ჩვენი შექმნილი არ არის, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ასე რომ, რატომ დაუჯდა საქართველოს მოსახლეობას ასეთი ძვირი ქვეყნის იმიჯის ამაღლება და ევროობლიგაციების გამოშვების შემდეგ რატომ არ გაუმჯობესდა საქართველოს საინვესტიციო გარემო, როგორც ნავარაუდევი იყო, ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება.
რეალობა კი ისაა, რომ მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლების გაუაზრებელი ქმედებების გამო, საქართველოს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, კიდევ ერთი მძიმე ტვირთი დააწვა ზურგზე.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48