მსოფლიოში ბილიონები ქრება
ამ დროისთვის ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკის მთელი წლის ეკონომიკური მოგება გაანადგურა. აზიის განვითარების ბანკისB(ADB) შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით 50 ბილიონზე მეტი ღირებულების საფინანსო კაპიტალი განადგურდა. მხოლოდ აზიის განვითარებად ქვეყნებში 9,625 ბილიონი დოლარის საინვესტიციო კაპიტალი დაიკარგა, ეს კი ამ ქვეყნების მთელი წლის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 109% შეადგენს. ლათინურ ამერიკაში 2 ბილიონი დოლარი, ანუ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 57% ღია რჩება.Aამ ციფრებში გათვალისწინებულია ასევე აქციის კურსის ვარდნის, დანაზოგების დაკარგვისა და ვალუტების დევალვაციის მაჩვენებლები. "ვფიქრობ, რომ მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებამდე უფრო დიდ სირთულეებს უნდა ველოდოთ", - დასძენს ADB-ს პრეზიდენტი ჰარუჰიკო კუროდა.
კვლევების თანახმად, ქვეყნები, რომლებიც ახალ ბაზრებს წარმოადგენენ და თან კრიზისში იძირებიან, გარკვეულ ეტაპზე ამ ქვეყნების ეკონომიკის დონის ამაღლებამ, მათ საშუალება მისცა კრიზისის პირველი ტალღა გადაელახათ. დღეისათვის კი ისინი კრიზისს ვეღარ უმკლავდებიან. მათი სირთულეები სულ უფრო იზრდება. პრობლემები აზიასა და ლათინურ ამერიკაში დღითიდღე შესამჩნევი ხდება, უფრო მეტად კი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. მთავარი მიზეზი უკუსვლისა ამ ქვეყნების საკრედიტო ინსტიტუტებსა და საექსპორტო ფასებზე დამოკიდებულებაა. შექმნილ სიტუაციაში სწორედ Fფინანსური ინსტიტუტებისა და რეალური ეკონომიკის მჭიდრო კავშირი აფერხებს ამ ქვეყნებში მდგომარეობის სწრაფ სტაბილიზაციასა და გაუმჯობესებას.
აზია განსაკუთრებით დაზარალდა
კრიზისმა განსაკუთრებით აზია დააზარალა. ამის მიზეზი გასულ წლებში მისი ბაზრების უპრეცენდენტო ზრდა იყო. ლათინო ამერიკაში კი დანაკარგმა 2,1 ბილიონი დოლარი ანუ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 57% შეადგინა. ამ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ავრცელებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2009 წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა, საუკეთესო შემთხვევაში, 3%-ით შემცირდება. 2006 წელს საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდამ 9,4 % შეადგინა. გასული მეოთხედი საუკუნის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 6% იყო. აზიისა და ლათინური ამერიკის ექსპორტს წელიწადში, საშუალოდ, 10%-იანი ზრდა ჰქონდა. ამან უბრალო ადამიანებს ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუუმჯობესა და მთავრობებმაც ორიენტირება საზღვარგარეთ ვაჭრობის ზრდაზე მოახდინეს. აზიის ახალი ბაზრების ქვეყნებში შეფარდება ექსპორტსა და მთლიან ეროვნულ პროდუქციას შორის, 2002-დან 2007 წლამდე, 55%-ს მოიცავდა. შედარებით დაბალი იყო ეს მაჩვენებელი ლათინო ამერიკაში, იქ ექსპორტის წილი 21%-ს შეადგენდა.
ექსპორტის შემცირება მომავლის შიშს ბადებს
დღეისათვის ექსპორტში არსებული სირთულეები მომავლის შიშს და უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს. ახალი ბაზრების ქვეყნები კრიზისის შემდგომ ეტაპზე გადადიან. კერძოდ, სუსტდება მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე. ანუ Centennial Asia Advisors-ის მთავარი ანალიტიკოსის გაცხადებით: "ექსპორტიორი ქვეყნების Mმომხმარებლები შიშობენ საკუთარ სამუშაო ადგილის გამო და პესიმისტურად უყურებენ შემოსავლის ზრდის პერსპექტივას. ის საწარმოებიც კი, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებლებზე არიან დამოკიდებულნი, მოთხოვნის შესუსტებას გრძნობენ." მიუხედავად ამისა, ექსპერტები, კრიზისის დასრულების შემდეგ, აზიური ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების საგრძნობ ზრდას პროგნოზირებენ.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, არსებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შეიძლება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს შევადაროთ. მსოფლიო ბანკმა, იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ნახევარი პროცენტით დაწევა ივარაუდა და იქვე გამოთქვა შეშფოთება, მაჩვენებლის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკის გათვლებით გლობალური საინდუსტრიო პროდუქცია 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 15% პროცენტამდე დაიწევს.
სავალუტო ფონდი კრიზისის დასრულებას იმედოვნებს
სანამ ქვეყნები კრიზისის შედეგებს ებრძვიან, მსოფლიო სავალუტი ფონდი კრიზისის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება. სავალუტო ფონდის მართვის კომიტეტის განცხადებითKფინანსური კრიზისისგან დაზარალებულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშონ სტრატეგია, რათა კრიზისის დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყონ სხვადასხვა სახელმწიფო დახმარების პროგრამებიდან გამოსვლა.
ვაშინგტონში, საგაზაფხულო სხდომაზე, დომინიკ სტრაუს კანმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რას უნდა ელოდოს ის მომდევნო 3-4 წელიწადში. მანვე დასძინა, რომ "რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს დახმარების პროგრამებიდან ეტაპობრივი და უმტკივნეულოდ გამოსვლის გეგმა".
კრიზისის შემდგომი ინფლაციის საშიშროება
[b]
ინფლაციის შიშს არსებული გიგანტური დახმარების კონიუქტურული პროგრამები იწვევს.Bბევრ ქვეყანაში, კრიზისის პერიოდში გამოყოფილი დახმარების პროგრამების გამო, დიდი ვალები დაგროვდა, რაც სახელმწიფოების ბიუჯეტებს წლების განმავლობაში დააწვება.
მართვის კომიტეტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამკვირვებლო საბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია, რომელიც 185 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. ისინი ცდილობენ განახორციელონ თავიანთი ჩანაფიქრი, რათა მოხდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური გაძლიერება და მისი რეორგანიზაცია. მათი აზრით, სავალუტო ფონდი კრიზისის მეხანძრე უნდა გახდეს. აპრილის დასაწყისში, მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში, სსფ-მა თავისი დახმარება კრიზისით განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებს 3-ჯერ ანუ 500 მილიარდ დოლარამდე გაუზარდა.
განსაკუთრებით დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკმა 55 მილიარდიანი დახმარების საინვესტიციო პაკეტი გამოყო. მსოფლიო ბანკისვე განცხადებით, საჭიროა პარალელურად დახმარების სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იმ ინდუსტრიული ქვეყნებისათვის, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ცდილობენ.
ნინო ნიკოლაიშვილი