ნანახია: 1143
IFC "საქართველოს ბანკს" ფინანსური სისტემის გაძლიერებაში ხლს შეუწყობს
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს "საქართველოს ბანკს" საპროცენტო განაკვეთის სვოპის ოპერაციებში პირველად ჩაერთოს, რაც საპროცენტო განაკვეთის რისკის შემცირების მეშვეობით საქართველოს ფინანსურ სისტემას გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში და მის შემდგომ გააძლიერებს. IFჩ-მ და "საქართველოს ბანკმა" საერთაშორისო სვოპისა და დერივატების ასოციაციის (ISDA) მთავარ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც "საქართველოს ბანკს" რისკის მართვის დამატებით საშუალებას და შესაძლებლობას ანიჭებს, რათა გრძელვადიანი ნასესხები თანხების დოლარის საპროცენტო განაკვეთის რისკის შეჯერება მოახდინოს. შეთანხმება რისკის მართვის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტაციაა. IFC-სთან ხელშეკრულების ხელმოწერა, დამატებით უზრუნველყოფს "საქართველოს ბანკს" რისკის მართვის მძლავრი საშუალებით, რათა ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებებზე საპროტესტო განაკვეთები დავაფიქსიროთ, დღეს არსებულ ხელსაყრელ დონეზე~, განაცხადა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა ენუქიძემ."ამ სახის წინდახედული რისკის მართვა, ჩვენი სამომავლო შემოსავლების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს. IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, სნეჯანა სტოლჯკოვიჩმა განაცხადა: "ბანკებისთვის, მიმდინარე ფინასური კრიზისის პირობებში თავის დასაცავად, რისკების საიმედო მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. "საქართველოს ბანკებთან" ხელმოწერილი შეთანხმება მაგალითია იმისა, თუ რა სახის განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს IFC თავის კლიენტებს". ეს შეთანხმება IFC-ის ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კლიენტი ბანკებისთვის რისკის მართვის შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და მათთვის ინოვაციურ პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს.
|