საქართველოს საგარეო ვაჭრობა დიდი სისრაფით განაგრძობს შემცირებას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს საგარეო ვაჭრობა დიდი სისრაფით განაგრძობს შემცირებას
ნანახია: 1292

2009 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2008 წელთან შედარებით მთლიანად 30,7% შემცირდა. აქედან ექსპორტი - 33.2%, ხოლო იმპორტი - 30,1%.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით 2009 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 88 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს და სავაჭრო დეფიციტი 804,0 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს, როცა ეს მაჩვენებელი 2008 წელს 90 პარტნიორ ქვეყანასთან 1121,4 მილიონ აშშ დოლარით განისაზღვრებოდა.
იგივეDდროის პერიოდის გათვალისწინებით კი დადებით სავაჭრო ბალანსი წელს საქართველოს 15 ქვეყნის ნაცვლად 18 ქვეყანასთან აქვს.
სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საგარეო ეკონომიური ურთიერთობების ამსახველი მონაცემების ცხრილი კი ასე გამოიყურება:
2008წ - 2009წ იანვარი-მარტი
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7555.8 1202.2
საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 1497.7 220.1
საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 6058.1 982.1
საგარეო ვაჭრობის ბალანსი - 4560.4 - 762.0
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში 1293.7 -----

"ბ&ფ"-თან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისი საგარეო ვაჭრობის უარყოფით შედეგს განაპირობებს. მისი აზრით, დღეს ქვეყანაში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით გაუარესდა უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში და შემცირდა იმპორტიც. მოსახლეობაში ფულადი სახსრების დეფიციტის გამო შემცირებულია მოთხოვნა ამა თუ იმ საქონელზე და იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის.
,,ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები შესაძლოა ლოკალურ პერიოდში აფერხებდეს სავაჭრო პროცესს, მაგრამ მის ძირითად გამომწვევ მიზეზად არ შეიძლება ეს აქციები დასახელდეს", - ამბობს გიორხელიძე.
რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მსოფლიოში არსებული ეკონომიური კრიზისი არის იმის მიზეზი, რომ საგრძნობლად შემცირდა საქართველოდან გასული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ წარმოებული კერძო გადმორიცხვების მაჩვენებელი. შემცირდა ინვესტირება საქართველოში, რამაც, თავის მხრივ, საბანკო კრიზისი გამოიწვია და ყველაფერმა ერთად კი, ცხადია, რომ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე.
,,თუ საქართველოს მთავრობა გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიმართავს, მთავრობაში არის იმის რესურსი, რომ არსებული სიტუაცია შენარჩუნდეს და მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო არ დამძიმდეს, ჯერ-ჯერბოთ კი ეკონომიკის ზრდაზე საუბარი არარეალურია", - აცხადებს გიორხელიძე.

ქეთი სიხუაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48