ინფლაციის დონე რეკორდულ 1,6%მდე დაეცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინფლაციის დონე რეკორდულ 1,6%მდე დაეცა
ნანახია: 1224

მარტში თებერვალთან შედარებით 0,4%-იანი დეფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა


მარტში წლიური ინფლაცია 2000 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ 1,6%-იან ნიშნულზე დაეცა, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ - 7,8% შეადგინა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 99,6%-ით განისაზღვრა და შესაბამისად, დეფლაციის დონემ 0,4% შეადგინა. მარტში წინა თვესთან შედარებით დაფიქსირებული დეფლაცია ძირითადად სურსათსა და საწვავზე სამომხმარებლო ფასების შემცირებით არის განპირობებული. სურსათის სამომხმარებლო ფასების ცვლილებები ნაწილობრივ სეზონურობას უკავშირდება. გარდა ამისა, მარტში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირება შეინიშნება ისეთ საქონელზე, როგორიცაა მაგალითად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
საინტერესოა, რა განაპირობებს საქართველოში ინფლაციის ასეთ დაბალ მაჩვენებელს და შეუქმნის თუ არა იგი პრობლემას ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ ეკონომიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების და ექსპერტების აზრი ტრადიციულად ორად გაიყო.
პრემიერის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ლეჟავას დაბალი ინფლაცია კარგ მაჩვენებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ ასეთ დაბალ ინფლაციას ორი ფაქტორი განაპირობებს, საბანკო სექტორის მიერ სესხების შეზღუდულად გაცემა და ქვეყანაში სწორი ფისკალური პოლიტიკა.
მთავრობისგან განსხვავებით ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს ნაკლებ ოპტიმისტურად უყურებენ ექსპერტულ წრეებში. მათი განცხადებით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სადაც ეკონომიკა დეგრადირებულია, სოციალური ფონის დამძიმების გამო მსყიდველობითუნარიანობა ეცემა. სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ დაბალი ინფლაცია ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა, თუმცა არჩვაძე განსაკუთრებულ ყურადღებას მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის კლებაზე ამახვილებს. "დღეს ქვეყანაში ბევრ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. ანუ, ერთი შეხედვით, თუ ინფლაცია კარგია, იმავდროულად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა-შემცირების დინამიკის გათვალისწინებით, ვნახავთ, რომ საკმაოდ არასახარბიელო ვითარება გვაქვს. ინფლაციის ასეთი მაჩვენებელი იმ პროდუქტებზე ფასების კლებამ გამოიწვია, რომელიც სამომხმარებლო კალათას ავსებს. კერძოდ, ასეთია ნავთობპროდუქტები, რომელთაც კალათაში შემავალი 282 დასახელების პროდუქციის 5% უკავია. თუმცა, ძალიან დაბალი ინფლაცია არ არის კარგი. დაბალი ინფლაცია ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება, ზრდის ტემპი შენელებულია და იგი რეცესიაში შედის. წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც თუ გავითვალისწინებთ აქამდე არსებულ 12,5%-იან ზრდას, ძალიან დაბალია", _ დასძენს ექსპერტი.
2009 წელს წლიური ინფლაცია მთავრობამ 9%-ით განსაზღვრა და ეჭვი მაქვს, რომ ეს გეგმა დიდი გადაჭარბებით შესრულდება. ამაზე მიანიშნებს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლები. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4,4% შეადგინა, რაც ორ-ნახევარჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
"არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევართა რაოდენობის ზრდის გამო, ბუნებრივია, მოხმარება მცირდება, რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებას. ერთი მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში დაბალი ინფლაციაა, მეორე მხრივ, იგი ხელს არ უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს," _ მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
საქართველოში მიმდინარე წელს არსებულ დაბალ ინფლაციასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტი დავით ნარმანია შემდეგ კომენტარს აკეთებს: "არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფასების შემცირება გამოიწვია. ყველაზე მთავარი მიზეზია ნავთობის ფასის შემცირება, რომელიც ავტომატურად იწვევს ბევრი საქონლის ღირებულების დაკლებას. ამავდროულად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მრავალ საქონელზე შემცირდა მოთხოვნა, რის გამოც მწარმოებლები იძულებულები არიან შეამცირონ ფასები, რათა მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ამ ფაქტორებმა საქართველოშიც ფასების კლება გამოიწვია. გარდა ამისა, საქართველოსთან მიმართებაში არის კიდევ ერთი ფაქტორი, კერძოდ, ეროვნული ბანკი ატარებს სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. რაც შეეხება, უახლოეს მომავალს, ინფლაციის ზრდა გარდაუვალი იქნება იმიტომ, რომ უკვე შეინიშნება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდა, რაც ავტომატურად ძალიან ბევრი პროდუქციის, მათBშორის, საკუთრივ ნავთობის გაძვირებასაც გამოიწვევს."
საინტერესოა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები რა გავლენას მოახდენს სამომხმარებლო საქონლის ფასების დინამიკაზე. არ არის გამორიცხული, რომ აქციების გამო, აპრილში მდგომარეობა შეიცვალოს და ინფლაციის გაზრდა დაფიქსირდეს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ საპროტესტო აქციები დიდხანს გაგრძელდა, ბიზნესს პრობლემები შეექმნება, მიწოდებასა და მოხმარებას შორის ბალანსი დაირღვევა და ამ პროცესმა შეიძლება ინფლაცია გაზარდოს. დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში არასტაბილური სიტუაციის პერიოდში, მოსალოდნელია ფასების ზრდა და აქ მხოლოდ ეროვნული ბანკის როლი არ იქნება გადამწყვეტი. თუ მიტინგი გაგრძელდა და უმართავი სახე მიიღო, ეს პრობლემას შეუქმნის ბიზნესს და მოქალაქეების აქტიურობაც კიდევ უფრო შემცირდება, რაც ბუნებრივია, ინფლაციაზე აისახება.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48